Предыдущая публикация
უკვე წავშალე ნაფეხურები... მე
ნებას გაძლევთ, რომ ჩემს
სულამდე ამოიაროთ საფეხურები... ამოიარეთ ძალიან ნელა და არ გეგონოთ – ეს ადვილია, კიბეზე სადაც
ყოველთვის ბნელა, ის ავა
მხოლოდ ვინც სულ ფრთხილია,
ამოიარეთ... გაბედეთ... გიცდით...
ზემოთ ამოდით ნუ ბრუნავთ
წრეზე, მე კი შორიდან
დაგაკვირდებით, ვინ
აღმოჩნდებით ჭკვიანი ჩემზე
რომ მიხვდეთ – მე ჩემს
გამოვლილ გზაზე რატომ
წავშალე ნაფეხურები... რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად, არსებობს
მხოლოდ საფეხურები.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев