დაგხატავ... ბუტია შტრიხებით სახეზე, თვალებში მყვირალა სიჩუმის დუღილით... ქალი ხარ, ბუნება სადედოდ გაქეზებს და შენში ჩატეულ ანგელოზს ვუღიმი. ბრაზობ და ცის ტილო ხაზებად იხევა... ვინთები წარბებს რომ მოზიდავ სამშვილდეს, მე შლეგი რითმების ქავი და ციხე ვარ და შენი სისუსტე მამღვრევს და მამშვიდებს. მსუბუქი მონასმით დავხატავ ჩუმ ფრაზებს... (მეც მიკვირს, ეს ფონი ნეტავ რამ დაჰბადა) ღიმილით გაწყობილ სიცოცხლის სუფრაზე, როგორ ზის სიკვდილი... უცვლელი თამადა. ეს კონტრაპუნქტია (უბრალო შემთხვევა) ან ყოფნა რა არის, არყოფნა რომ არა... ნიავით სამკალი კულული გეხვევა, შეგეხო ტუჩზე და ღიმილი მოგგვარა. დავბრუნდეთ ტილოსთან... ზაფხულის მზის დარო, დათრაშულ ღამეთა ძოწო და აქატო... ღიმილი დამალე... რატომღაც მინდა რომ სახეზე ბუტია შტრიხებით დაგხატო.
რამდენიმე წუთის წინ ათათურქის აეროპორტში მოხდა 2 აფეთქება, თურქეთში მცხოვრები ქართველების პირველი კომენტარები, დაშავებულია 40 ადამიანი, შესაძლოა მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. CNN კადრები >>> http://www.vmix.ge/v/3SkEUhXHteQ...
Комментарии 2
დაგხატავ...
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში მყვირალა
სიჩუმის დუღილით...
ქალი ხარ,
ბუნება სადედოდ გაქეზებს
და შენში ჩატეულ
ანგელოზს ვუღიმი.
ბრაზობ და ცის ტილო
ხაზებად იხევა...
ვინთები წარბებს რომ
მოზიდავ სამშვილდეს,
მე შლეგი რითმების
ქავი და ციხე ვარ
და შენი სისუსტე
მამღვრევს და მამშვიდებს.
მსუბუქი მონასმით
დავხატავ ჩუმ ფრაზებს...
(მეც მიკვირს,
ეს ფონი ნეტავ რამ დაჰბადა)
ღიმილით გაწყობილ
სიცოცხლის სუფრაზე,
როგორ ზის სიკვდილი...
უცვლელი თამადა.
ეს კონტრაპუნქტია
(უბრალო შემთხვევა)
ან ყოფნა რა არის,
არყოფნა რომ არა...
ნიავით სამკალი
კულული გეხვევა,
შეგეხო ტუჩზე
და ღიმილი მოგგვარა.
დავბრუნდეთ ტილოსთან...
ზაფხულის მზის დარო,
დათრაშულ ღამეთა
ძოწო და აქატო...
ღიმილი დამალე...
რატომღაც მინდა რომ
სახეზე ბუტია
შტრიხებით დაგხატო.
საშა გველესიანი