Фильтр
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას სციოდა, _
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო _
ქვევრიდან
ხაპში _
ხაპიდან
დოქში _
დოქიდან
ჯამში _
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში.

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა _

და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი.

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ.
და...
მიუხედავად ამისა,
მაინც _

გამოიარა რუსთველის გული,
გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული,
გამოიარა სულხანის გული ...

და დღეს _
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს _
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი
ვცხოვრობდი წარსულით, დღეს ვცხოვრობ ხვალით...
დღისით თუ ღამით, წუთით თუ წამით,
სათქმელი მინდა გითხრა მე ამით,
დავწერე კალმით, რომ დავთვერი ქალით,
ვცხოვრობდი წარსულით, დღეს ვცხოვრობ ხვალით,
ვიყავი ბოროტი, ვიყავი ავი,
ფერი ერთი მქონდა, ეს იყო - შავი,
ვიყავი მარტო და უცებ - „დავი“
მეტი რაღა ვთქვა აქ აწი? რავი,
შენ შემაყვარე უზომოდ თავი,
და მარტოობის ჩაძირე ნავი,
როცა ცხოვრების შენ გამიღე კარი,
წარსულ ცხოვრებას მე წიხლი ვკარი,
გთხოვ ნუ მიდიხარ, შეცერდი წამით,
ბუბუ მენატრები! მიშველე რამით,
ვცხოვრობდი წარსულით, დღეს ვცხოვრობ ხვალით,
შენ გელოდები, ვთქვა მინდა ამით!
არც მიძებნია
ქვეყნად მსგავსი ხმათა ხავერდი
შენი ანბანით სულს ვიბრუნებ
გულში ჩასახლდი
შენს გადარჩენას მუხლ მოყრილი
უფალს ვავედრი
რა ჭირვარამით შეგინახეთ სისხლით გქარგავდით
თავს დაგტრიალებს ქარიშხალი
გიცვალოს ფერი
უნდა იბრძოლო
იხმაურო გადასარჩენად
დედაო ენავ მოგერევა შენ ვერაფერი
მუმლი წახდება ფესვმაგარი მუხა დარჩება
ქართულო ენავ მამაშველე სიტყვა ქართული
ვაჟას არწივად
ტატოს მერნად
ლურჯა ცხენებათ
შენ თუ შერჩები
გულს სინათლედ ამოქარგული
ქართველს ვერასდროს შეაშინებს
გ ა დ ა შ ე ნ ე ბ ა
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა
როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი
და უბედური
რა დავაწყევლოთ ან ისეთი
რა დავანათლოთ
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი
დავბადოთ კაცი მდიდარიო მაგრამ მახინჯი
წითელმა ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს
ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც
ბოლოს კი შავი ანგელოზი
წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ? მაშ დიდი კაცი დავბადოთ
სახელ დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს
დავბადოთ მგოსნად სულთა მედროშედ დავბადოთ მგოსნად და უთუოდ საქართველოში
იმ ღამეს ჟყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი.
Показать ещё