გრძნობის სიჭარბე,
მერე დავკარგე, სიხალისის არსის რაობა...
მე ყველასაგან ჩავიკეტე, გადავიკარგე,
ასე დაიწყო, სულის, სხეულის, უმოძრაობა.
არც მიფიქრია,ოცნებაშიც რომ გამებედა,
სადმე მეპოვა გამომყვანი, ვინმე მეგზური,
რომ არა შენი, უეცარი შემოფეთება,
ისევ ჯურღმულში ვიქნებოდი, მწირი, ბედკრული.
დღის სინათლეზე გამოსული, მუდმივად გმადლობ,
ასე დასრულდა სიბნელეში ხელის ცეცება,
აღარც გარდასულს, არც მომავალს მე აღარ
ვდარდობ
და სულ ერთია, სიკვდილი როდის წამომეწევა.
შვილი ხარ ჩემი, მეგობარი, თუმც თავხედურად,
მექცევი ზოგჯერ... არა უშავს არაფერია,
შენ მოგიძღვენი ეს ლექსები, კედლის კრებულად,
ჩემი ფიქრები, ჩემი გული, მხოლოდ შენია.
ის ჟამიც მოვა, უსათუოდ, განგვსჯის განგება,
აქ ვინც ქილიკობს, ბედ დამწვარი, ცოდო ხალხია,
იმათ იდარდონ, ვისი განკითხვის ჟამიც დადგება,
ვისი გრძნობებიც დიდი ხანია ფერფლში მარხია.
ჩვენ კარს გაგვიღებს, ზეციური განსაწმენდელი,
ზეცის სამსჯავრო, უზარმაზარ საცერში გაგვცრის,
პოეტის კალამით, მხატვრის ფუნჯით, ბედის
მჭედლი,
დაგვაბრუნებს და კიდევ ერთხელ სიცოცხლეს
გვაცდის!!!!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев