ახლა ვხედავ ფშანის ახლოს ამ საოცარ ეზო- მირაჟს, სადღაც სამი საათია და შუაღამეს ისევ ღვიძავს. ზღვა სიჩუმის იდილიას არღვევს ქარი, აკრთობს რიონს, ლურჯ ღრუბლებში ბედისწერა სარკმელს გიღებს გალაკტიონ!
დააჭენებს მოგონება ორღობეში ცისფერ ლანდებს, ფიქრობ, ხვალ მზეს სხივებს მოწყვეტ, მაგრამ ისევ გაიავდრებს... ცამეტ ტყვიას შუბლს მიუშვერ , ვერ ამარცხებ გრძნობას, ფრთამალს, და ,, ატოკებს ნაზი სიო ,, შენს სარკმლის წინ იასამანს.
აბობოქრებს მთელს სამყაროს სიტყვა რამე არწივთ ჯიშის და მუზების სათარეშოდ ეგებება ცისკარს ჭყვიში. იქ, მთაწმინდა ეგებება ჯერარშობილ ღვთიურ მთვარეს, თვით ღმერთების სამყოფელში, ღმერთკაცებმაც დაივანეს.
ეს რა ფიქრი დამტრიალებს, ვეღარ ვუძლებ მტირალ ნისლებს, და მუხლმოყრით ვევედრები გადარჩენას თიბათვის მზეს. მეც არ ვიცი სიყვარულით რა ვჩხაპნე და ან რა ვწერე, ჰე, მეეტლევ, შენთან ერთად გავაქროლებ ,, ლურჯა ცხენებს,, --------------------- ფიქრი გაწყდა, არც მთაწმინდა, არც რიონის დილის როკ...Ещёღამის ფიქრი
ახლა ვხედავ ფშანის ახლოს ამ საოცარ ეზო- მირაჟს, სადღაც სამი საათია და შუაღამეს ისევ ღვიძავს. ზღვა სიჩუმის იდილიას არღვევს ქარი, აკრთობს რიონს, ლურჯ ღრუბლებში ბედისწერა სარკმელს გიღებს გალაკტიონ!
დააჭენებს მოგონება ორღობეში ცისფერ ლანდებს, ფიქრობ, ხვალ მზეს სხივებს მოწყვეტ, მაგრამ ისევ გაიავდრებს... ცამეტ ტყვიას შუბლს მიუშვერ , ვერ ამარცხებ გრძნობას, ფრთამალს, და ,, ატოკებს ნაზი სიო ,, შენს სარკმლის წინ იასამანს.
აბობოქრებს მთელს სამყაროს სიტყვა რამე არწივთ ჯიშის და მუზების სათარეშოდ ეგებება ცისკარს ჭყვიში. იქ, მთაწმინდა ეგებება ჯერარშობილ ღვთიურ მთვარეს, თვით ღმერთების სამყოფელში, ღმერთკაცებმაც დაივანეს.
ეს რა ფიქრი დამტრიალებს, ვეღარ ვუძლებ მტირალ ნისლებს, და მუხლმოყრით ვევედრები გადარჩენას თიბათვის მზეს. მეც არ ვიცი სიყვარულით რა ვჩხაპნე და ან რა ვწერე, ჰე, მეეტლევ, შენთან ერთად გავაქროლებ ,, ლურჯა ცხენებს,, --------------------- ფიქრი გაწყდა, არც მთაწმინდა, არც რიონის დილის როკვა, თუ სიკვდილი მიწერია დღეს მე შენზე ფიქრმა მომკლას, შენ სახლის წინ იასამანს ქარი უკვე აცლის ფოთლებს, ჰე, მეეტლევ, არ შეჩერდე, სული ცისკენ გააქროლე. შორენა ზაქრაძე
რას დაეძებ,სად გაჰყვება ღამეს მთვარე, გულს ნუ იტკენ, ალბათ ისევ დაისჯები, ხან დაიწყე,თუ მოგწყინდა,დაამთავრე, ბედისწერის არეული ნაბიჯები.
დღეს არაფერს მე არ გეტყვი,დუმილს ვირჩევ, ღამემ გითხრას,რაც ვუამბე,დანარჩენი, იქნებ სულში ცოტა სითბო გადამირჩეს, არ მსურს მერგოს უგულობის განაჩენი.
გამეცალე,ნუ მაგებებ აფთრის თვალებს, ბედისწერავ,რა გაქვს კიდევ გასაყოფი, კარგი რაა?! ცუდიც უღვთოდ მიითვალე წლები ჩემი,სად ნათრევი,სად ნამყოფი.
რა ხანია მზის ამოსვლა არ მახარებს, ძველებურად არ ყვავიან კესანები, ცაზე სევდებს ვაკვირდები,შუბლზე ღარებს, და ალიონს ჰარიჰარად ვესალმები.
მე რომ მკითხო,ახლა შენი უფრო მიკვირს, ხარხარებ და დროს სივრცეში ცერად წელავ, რა ხანია ზეცის კიბით ვწვდები ირისს, შენ ,ამ კიბეს, ვერ ჩამიწყვეტ ბედისწერავ!
დაჰქრიან ირგვლივ ქარბობალები... მყვირალობისას, ვით მწყურვალი ირმის ფურები, წვიმს და...მეც წვიმას არ ვემალები, ამიყვავილონ,სულში იქნებ, გაზაფხულები... ---------------------------------------------- მშვენიერი ხარ სამყაროვ, ხან ნისლის და ხანაც ოქროს ფერებით
მე მივყვებოდი უცხო ქუჩას როგორც აჩრდილი და არაფერზე არ ვფიქრობდი , ფიქრდაკარგული, რაღაცა იყო გასავლელი,რაღაც გავლილი, მზე იღიმოდა,გზას მიჭრიდა სხივთა მარული. მზესუმზირების სიკეკლუცე ართობდა ქუჩას, ეცვათ პირიმზებს ზღვა სიმორცხვე, ვით კაბა ჩითის, არის წუთები როს სინათლეს სიბნელე უჩანს... და ეგდო გზაზე უმწეო და უსულო ჩიტი. ქალაქის ხმაურს გავერიდე, მდუმარებს ბაღი, ცახცახით ვანთებ ჩამქრალ ცაზე მხრჩოლავ ფითილებს, მერე კი... მერე სულს ვუშველე სიჩუმით დაღლილს და... მკვდარი ჩიტი გამოვიტირე.
მეჩურჩულება შემოდგომა უშენობაზე, ყურს არ ვუგდებ და ფოთოლცვენებს ვესათუთები. ჩუ,ნუ ხმაურობ შემოდგომავ, ნურაფერს მეტყვი... გაგიწყრებიან განაპირად მდგარი თუთები.
ნუ მეტყვი,როგორ ჩამოვარდა მთვარე შუაღამით, როგორ ავსებდა ორგულობა შხამით აზარფეშს, ჩუ,შემოდგომავ, სადღაც მოთქვამს ძველი არღანი, იქნება ელის თანაგრძნობას,იქნებ...არაფერს.
ნუ მეტყვი, თეთრი ღამეების ნურცერთ სიზმარზე, რომ უსასრულო ლაბირინთის ბოლო ერთია, რომ ჩემი სული ასვენია ახლა სილაზე, და რომ ეს ღამე,სხვა ღამეზე უფრო თეთრია.
წყაროს, რომელსაც ცოცხალ გულში გაუდგამს ფეხი, და ორ ნაკადულს, ცისარტყელად მბრწყინავ ბაიებს, წაქცეულ გრძნობას, როგორც ტყეში,მუხას,დამეხილს, ამ შემოდგომას, უშენობით რომ გადარიე, -------------------------------------------- ვხედავ, ვერ ხედავ... -----------------------------------------
თუ ვერ შეამჩნევ, ცხელი გრძნობის მცივან დარბაზებს, მე ვუერთგულებ, გასაწირად არ დამეთმობა, დღეს მედიდურად დავწვავ შენთვის დაწერილ ფრაზებს, არ მწამს ყინულის დედოფალთან მარტის მეფობა. ------------------------------------ ეს დარბაზები ვერ დაიტევს ,,ერთგულ ,, ღალატებს!
მზის ნატერფალზე მოირბენდი მცხეთის ქონგურებს, ქალობა წმინდა,ხატისდარი ვის არ ნდომია, ერთგულებით რომ ლახვარს ჩასცემს,რწმენით,ორგულებს, შენ მიწა როგორ დაგიტევდა მზევ,სიდონია.
აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო, ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული, შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო, როს მიიცვალე უფლის პერანგს ჩახუტებული.
დროის ღვარცოფებს ვერ უძლებენ საქმენი მცირე, მუხა ძლიერი,ფესვმაგარი გარდაცვლილია?! აუფრქვევიათ სიტკბოება ზეცად გლიცინებს, კვართით მოსილი ჩემი მიწაც სისხლდაცლილია.
აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო, ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული, შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო, როს მიიცვალე ,უფლის პერანგს ჩახუტებული.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11
ყველა სტრიქონი,შენთვის ნაძერწი,სულში უღმერთოდ ააგრიგალე.
შორენა
წვიმის წვეთები ეცემიან დარაბებს მიღმა,დარაბებს შიგნით სევდისფერი თვალები ტირის...
ნუ გეშინია,მზე ამოვა უთუოდ ხვალე, ნუ გეშინია, სულს მოგახვევს ოქროსფერ სხივებს.....
ნუ გეშინია!
ახლა ვხედავ ფშანის ახლოს ამ საოცარ ეზო- მირაჟს,
სადღაც სამი საათია და შუაღამეს ისევ ღვიძავს.
ზღვა სიჩუმის იდილიას არღვევს ქარი, აკრთობს რიონს,
ლურჯ ღრუბლებში ბედისწერა სარკმელს გიღებს გალაკტიონ!
დააჭენებს მოგონება ორღობეში ცისფერ ლანდებს,
ფიქრობ, ხვალ მზეს სხივებს მოწყვეტ, მაგრამ ისევ გაიავდრებს...
ცამეტ ტყვიას შუბლს მიუშვერ , ვერ ამარცხებ გრძნობას, ფრთამალს,
და ,, ატოკებს ნაზი სიო ,, შენს სარკმლის წინ იასამანს.
აბობოქრებს მთელს სამყაროს სიტყვა რამე არწივთ ჯიშის
და მუზების სათარეშოდ ეგებება ცისკარს ჭყვიში.
იქ, მთაწმინდა ეგებება ჯერარშობილ ღვთიურ მთვარეს, თვით ღმერთების სამყოფელში, ღმერთკაცებმაც დაივანეს.
ეს რა ფიქრი დამტრიალებს, ვეღარ ვუძლებ მტირალ ნისლებს,
და მუხლმოყრით ვევედრები გადარჩენას თიბათვის მზეს.
მეც არ ვიცი სიყვარულით რა ვჩხაპნე და ან რა ვწერე,
ჰე, მეეტლევ, შენთან ერთად გავაქროლებ ,, ლურჯა ცხენებს,,
---------------------
ფიქრი გაწყდა, არც მთაწმინდა, არც რიონის დილის როკ...Ещёღამის ფიქრი
ახლა ვხედავ ფშანის ახლოს ამ საოცარ ეზო- მირაჟს,
სადღაც სამი საათია და შუაღამეს ისევ ღვიძავს.
ზღვა სიჩუმის იდილიას არღვევს ქარი, აკრთობს რიონს,
ლურჯ ღრუბლებში ბედისწერა სარკმელს გიღებს გალაკტიონ!
დააჭენებს მოგონება ორღობეში ცისფერ ლანდებს,
ფიქრობ, ხვალ მზეს სხივებს მოწყვეტ, მაგრამ ისევ გაიავდრებს...
ცამეტ ტყვიას შუბლს მიუშვერ , ვერ ამარცხებ გრძნობას, ფრთამალს,
და ,, ატოკებს ნაზი სიო ,, შენს სარკმლის წინ იასამანს.
აბობოქრებს მთელს სამყაროს სიტყვა რამე არწივთ ჯიშის
და მუზების სათარეშოდ ეგებება ცისკარს ჭყვიში.
იქ, მთაწმინდა ეგებება ჯერარშობილ ღვთიურ მთვარეს, თვით ღმერთების სამყოფელში, ღმერთკაცებმაც დაივანეს.
ეს რა ფიქრი დამტრიალებს, ვეღარ ვუძლებ მტირალ ნისლებს,
და მუხლმოყრით ვევედრები გადარჩენას თიბათვის მზეს.
მეც არ ვიცი სიყვარულით რა ვჩხაპნე და ან რა ვწერე,
ჰე, მეეტლევ, შენთან ერთად გავაქროლებ ,, ლურჯა ცხენებს,,
---------------------
ფიქრი გაწყდა, არც მთაწმინდა, არც რიონის დილის როკვა,
თუ სიკვდილი მიწერია დღეს მე შენზე ფიქრმა მომკლას,
შენ სახლის წინ იასამანს ქარი უკვე აცლის ფოთლებს,
ჰე, მეეტლევ, არ შეჩერდე, სული ცისკენ გააქროლე.
შორენა ზაქრაძე
რას დაეძებ,სად გაჰყვება ღამეს მთვარე,
გულს ნუ იტკენ, ალბათ ისევ დაისჯები,
ხან დაიწყე,თუ მოგწყინდა,დაამთავრე,
ბედისწერის არეული ნაბიჯები.
დღეს არაფერს მე არ გეტყვი,დუმილს ვირჩევ,
ღამემ გითხრას,რაც ვუამბე,დანარჩენი,
იქნებ სულში ცოტა სითბო გადამირჩეს,
არ მსურს მერგოს უგულობის განაჩენი.
გამეცალე,ნუ მაგებებ აფთრის თვალებს,
ბედისწერავ,რა გაქვს კიდევ გასაყოფი,
კარგი რაა?! ცუდიც უღვთოდ მიითვალე
წლები ჩემი,სად ნათრევი,სად ნამყოფი.
რა ხანია მზის ამოსვლა არ მახარებს,
ძველებურად არ ყვავიან კესანები,
ცაზე სევდებს ვაკვირდები,შუბლზე ღარებს,
და ალიონს ჰარიჰარად ვესალმები.
მე რომ მკითხო,ახლა შენი უფრო მიკვირს,
ხარხარებ და დროს სივრცეში ცერად წელავ,
რა ხანია ზეცის კიბით ვწვდები ირისს,
შენ ,ამ კიბეს, ვერ ჩამიწყვეტ ბედისწერავ!
* * *
დღეს შენს ფიქრებს ძველებური მელოდია ამწუხრებს,
ვერა და ვერ გაექეცი სიმარტოვის მარწუხებს.
იყო რაღაც, ჩემი სულის მოლიცლიცე ჰავანი,
კვლავ მდუმარებს ვაზისტანა, -ჩემი ამპარტავანი.
მადლი ქვაზე მივაფინე,მერე გზები გაიყო,
არც არაფერს არ ველოდი მაგრამ... ქვა გამქრალიყო.
დაღმართ-აღმართს ისევ მივდევ, ჩავირბენ და ავივლი,
სული ჩემი-სულ ობოლი,
გაბუტული ყვავილი.
ვდგავარ როგორც ,,კასტროს,, ბჭეზე გარჩენილი მახვილი,
არვის ესმის...სულ არავის..
შორეული ძახილი.
სევდებმოსხმულ ზამთრის ღამეს, ნუგეში ვერ ვუთხარი,
და იხრჩოლებს, აისამდე, როგორც ძველი ბუხარი.
ისევ შენთან მინდა ყოფნა,მაინც სხვასთან ვყოვნდები,
ავგაროზად მიწა დამაქვს,
ცაო, ნუ მიღონდები.
არაფერი მე არ მითქვამს,არც ბევრი და არც მცირე,
აფრენილი თოლიები შენთან გამოვაცილე.
დაღმართ-აღმართს ისევ მივდევ, ჩავირბენ და ავივლი,
სული ჩემი-სულ ობოლი,
გაბუტული ყვავილი.
შორენა ზაქრაძე
მონოლოგი წვიმაში
----------------
-წვიმს,
-ჰო,გაწვიმდა,
-ღამის სიჩუმეს
მოაქვს განწირულ დღეთა ვნებები,
იქნებ წვიმა არც,
ციდან იღვრება
წვიმადქცეული მოგონებები...
ნოემბრის ღამეს
-----------------------------------------------
მე, ამ ნოემბრის ცივ ღამეს,
ვწვავ ლექსს,შენეულ არჩივს,
შენ ცხრა მთას იქით დაგღალეს,
მე ცხრა ზღვას აქეთ დავრჩი.
ასე შორი-შორ და ახლოს
ვის გაუგია ყოფნა,
ვკაფავ,ეშმაკმა დალახვროს,
გზებს,ასე ურჩს და მყოფადს.
ნოემბრის მღელვარებაში,
გაზაფხულს სულში ვხიზნავ,
იქნებ, ეწეროს ახდენა
აბრიალებულ სიზმარს.
იცი? მომავალ ნოემბერს,
სიკვდილი ჩაგვხსნის ერთ ღილს,
ვბჭობ,ასე,მიეთ-მოეთებს,
იქნებ?....იცინის ღმერთი.
შორენა შორენა
დაჰქრიან ირგვლივ ქარბობალები...
მყვირალობისას, ვით მწყურვალი ირმის ფურები,
წვიმს და...მეც წვიმას არ ვემალები,
ამიყვავილონ,სულში იქნებ, გაზაფხულები...
----------------------------------------------
მშვენიერი ხარ სამყაროვ,
ხან ნისლის და ხანაც ოქროს ფერებით
და არაფერზე არ ვფიქრობდი , ფიქრდაკარგული,
რაღაცა იყო გასავლელი,რაღაც გავლილი,
მზე იღიმოდა,გზას მიჭრიდა სხივთა მარული.
მზესუმზირების სიკეკლუცე ართობდა ქუჩას,
ეცვათ პირიმზებს ზღვა სიმორცხვე, ვით კაბა ჩითის,
არის წუთები როს სინათლეს სიბნელე უჩანს...
და ეგდო გზაზე უმწეო და უსულო ჩიტი.
ქალაქის ხმაურს გავერიდე, მდუმარებს ბაღი,
ცახცახით ვანთებ ჩამქრალ ცაზე მხრჩოლავ ფითილებს,
მერე კი... მერე სულს ვუშველე სიჩუმით დაღლილს და...
მკვდარი ჩიტი გამოვიტირე.
შორენა ზაქრაძე
მეჩურჩულება შემოდგომა უშენობაზე,
ყურს არ ვუგდებ და ფოთოლცვენებს ვესათუთები.
ჩუ,ნუ ხმაურობ შემოდგომავ,
ნურაფერს მეტყვი...
გაგიწყრებიან განაპირად მდგარი თუთები.
ნუ მეტყვი,როგორ ჩამოვარდა მთვარე შუაღამით,
როგორ ავსებდა ორგულობა შხამით აზარფეშს,
ჩუ,შემოდგომავ,
სადღაც მოთქვამს ძველი არღანი,
იქნება ელის თანაგრძნობას,იქნებ...არაფერს.
ნუ მეტყვი, თეთრი ღამეების ნურცერთ სიზმარზე,
რომ უსასრულო ლაბირინთის ბოლო ერთია,
რომ ჩემი სული ასვენია ახლა სილაზე,
და რომ ეს ღამე,სხვა ღამეზე უფრო თეთრია.
ნურაფერს მეტყვი,შემოდგომავ, მე ისეც ვიცი,
აგრიგალებულ ქარებს მიაქვთ გაზაფხულები...
ნურაფერს მეტყვი შემოდგომავ,
ნურაფერს მეტყვი...
ღამე ამბავს ჰყვება დღის მონატრებაზე,
ვარსკვლავთ ნაფეხურებს მაბერტყავს ცა,
ვდგავარ მარტოდ მარტო ცხოვრების გემბანზე,
შხეფად ცრემლებს მაყრის მდუმარე ზღვა.
ჰეი,კაპიტანო,დღეს გეზი შეცვალე,
აფრები დაუშვი,მოვითქვამ სულს,
-თოლიავ,რად სტირი?
-დავკარგე მეცალე,
მოთქვამს და აფრენა აღარც კი სურს.
გემი კი მიცურავს...
გავცქერი ჰორიზონტს...
რიჟრაჟზე
მზე ტალღებს აურევს გზას,
ხან ვწერ,ხან ვკითხულობ
ჩემივე მონოლოგს,
ვგავარ უდაბნოში დაკარგულ მგზავრს.
ბილიკს,საცალფეხოს სიზმარი მოჰყვება,
ლანდები დემონის მზის სხივებს სხლავს,
ვდგავარ მარტოდმარტო ცხოვრების გემბანზე,
შხეფად სევდებს მაყრის მდუმარე ზღვა.
გემი კი მიცურავს.....
წყაროს,
რომელსაც ცოცხალ გულში გაუდგამს ფეხი,
და ორ ნაკადულს,
ცისარტყელად მბრწყინავ ბაიებს,
წაქცეულ გრძნობას,
როგორც ტყეში,მუხას,დამეხილს,
ამ შემოდგომას,
უშენობით რომ გადარიე,
--------------------------------------------
ვხედავ, ვერ ხედავ...
-----------------------------------------
თუ ვერ შეამჩნევ,
ცხელი გრძნობის მცივან დარბაზებს,
მე ვუერთგულებ,
გასაწირად არ დამეთმობა,
დღეს მედიდურად
დავწვავ შენთვის დაწერილ ფრაზებს,
არ მწამს ყინულის დედოფალთან
მარტის მეფობა.
------------------------------------
ეს დარბაზები ვერ დაიტევს ,,ერთგულ ,, ღალატებს!
shorena zakradze
#შორენა შoრენა
სიზმარი
...Ещёრა უცოდველი ღიმილი დაგაქვს ქალო,
ტუჩზე დაფენილ თეთრი ფიფქივით წმინდა,
შენი თვალები-ორი კამკამა წყარო,
ხმა-ანგელოზთა ტკბილი გალობა ციდან.
ეს წამწამები-გაშლა დურაჯის ფრთების,
ფიქრები შენი-მზის სხივთა თბილი კალო,
ყველა დღე შენი სუნთქვის სანაცვლოდ ვკვდები,
ცისკარზე ისევ შენით ვცოცხლდები ქალო.
ეს გაზაფხული ალბათ მოგვიტანს იმედს,
მზეზე ნაგროვებ მოგონებებზე ვფიქრობ,
ცალად დარჩენილს,ირემი უხმობს ირემს,
მეც შენ გეძახი ჩემო ღაბუა ჩიტო.
----------------------------------------------
ფანჯრიდან სიო ჩუმად მიკოცნის დალალს,
ხევში ქარები ავსულებისგან მიცავს,
მე ყველა სიტყვას თბილად უბეში ვმალავ,
და ვეფერები სიყვარულნაფრქვევ სიზმარს.
მე-შენი დილის შემოთენება თეთრად,
შენ-ერთი ჩემი ჩუმი სიზმარი ღამის,
დილაა,გული დამფრთხალ ჩიტივით ფეთქავს,
ოცნებებს კინძავს შენი ოცნების ქალი.
მოდი,მოხვიე, ღამეს,მკლავები ცისკრის,
ნუ ვეძებთ წყვდიადს,ჩვენ განთიადი გვეძებს,
ნუ დამისრულებ აელვარებულ სიზმარს,
გთხოვ,ამიშენო,სულის კელია, მკ
სიზმარი
რა უცოდველი ღიმილი დაგაქვს ქალო,
ტუჩზე დაფენილ თეთრი ფიფქივით წმინდა,
შენი თვალები-ორი კამკამა წყარო,
ხმა-ანგელოზთა ტკბილი გალობა ციდან.
ეს წამწამები-გაშლა დურაჯის ფრთების,
ფიქრები შენი-მზის სხივთა თბილი კალო,
ყველა დღე შენი სუნთქვის სანაცვლოდ ვკვდები,
ცისკარზე ისევ შენით ვცოცხლდები ქალო.
ეს გაზაფხული ალბათ მოგვიტანს იმედს,
მზეზე ნაგროვებ მოგონებებზე ვფიქრობ,
ცალად დარჩენილს,ირემი უხმობს ირემს,
მეც შენ გეძახი ჩემო ღაბუა ჩიტო.
----------------------------------------------
ფანჯრიდან სიო ჩუმად მიკოცნის დალალს,
ხევში ქარები ავსულებისგან მიცავს,
მე ყველა სიტყვას თბილად უბეში ვმალავ,
და ვეფერები სიყვარულნაფრქვევ სიზმარს.
მე-შენი დილის შემოთენება თეთრად,
შენ-ერთი ჩემი ჩუმი სიზმარი ღამის,
დილაა,გული დამფრთხალ ჩიტივით ფეთქავს,
ოცნებებს კინძავს შენი ოცნების ქალი.
მოდი,მოხვიე, ღამეს,მკლავები ცისკრის,
ნუ ვეძებთ წყვდიადს,ჩვენ განთიადი გვეძებს,
ნუ დამისრულებ აელვარებულ სიზმარს,
გთხოვ,ამიშენო,სულის კელია, მკერდზე.
შორენა შორეული
შორენა შორენა
სიდონია
მზის ნატერფალზე მოირბენდი მცხეთის ქონგურებს,
ქალობა წმინდა,ხატისდარი ვის არ ნდომია,
ერთგულებით რომ ლახვარს ჩასცემს,რწმენით,ორგულებს,
შენ მიწა როგორ დაგიტევდა მზევ,სიდონია.
აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო,
ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული,
შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო,
როს მიიცვალე უფლის პერანგს ჩახუტებული.
დროის ღვარცოფებს ვერ უძლებენ საქმენი მცირე,
მუხა ძლიერი,ფესვმაგარი გარდაცვლილია?!
აუფრქვევიათ სიტკბოება ზეცად გლიცინებს,
კვართით მოსილი ჩემი მიწაც სისხლდაცლილია.
აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო,
ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული,
შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო,
როს მიიცვალე ,უფლის პერანგს ჩახუტებული.
მირკანის ქართა ნაალერსალი,ნოემბერს ცვივა ბოლო ცრემლები...
ფოთოლცვენები,ფოთოლცვენები...
რა უძლური ვარ,გახვეტილ გრძნობებს
შემოძარცვით ტანზე ფარჩები,
თუ დამეკარგე,ვერ გადავრჩები!
მე ვიცი ახლა,მე მართლა ვიცი,
სად მდუმარებენ კვლავ ქარიშხლები,
შეშლილა ღამე და მეც ვიშლები...
გარეთ კი,გარეთ ცა იმღვრევს თვალებს,
და მოაჭენებს ველურ მუსტანგებს,
სიცოცხლე მინდა,ნუ მატუსაღებ
რამეთუ ვიცი,ვერ მომერევა უჰაერობა,
სული, ჰო სული,წყაროს ნაჩვევი,
და...გადავრჩები.
არ გამეყინო, მზეს შემოგახვევ,
უსასრულობის ოქროსფერ რკალებს,
კვლავ ეკეკლუცე მირკანის ქარებს.
მე გავირინდე,ვერ შეიმშრალა,ვერ შეიმშრალა ხსოვნამ ცრემლები...
ო,როგორ მტკივა ,
ო,როგორ მტკივა,
ო,როგორ მტკივა,
ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ე ბ ი....
* * *
გარეთ მარტოობა დათარეშობს,
სულში თარეშობენ ქარიშხლები,
ცრემლით ისე უნდა გავილეშო,
ვნამო თეთრყირმიზა ბალიშები.
მთვრალი შევეგებო ალიონს და
ღამეს ჩამოვტეხო რამე კარგი,
გროშის სიდიადე გაიოლდა,
ცისკრის ვარსკვლავივით დავიკარგე.
მალე გაზაფხული იპატარძლებს,
ისევ იყვავილებს ჯერანები,
გუმბათჩამონგრეულ სულის ტაძრებს,
ალბათ კიდევ უფრო ვეჯავრები.
ეს დღეც ჩუმია და გაცრეცილი,
რითმა ამრევია როგორც ტარო,
გრძნობა გაყინული,ფერი ცვილის,
უნდა გოლგოთამდე ავიტანო.
ახლა ვერაფერი შემაჩერებს,
რადგან ყველაფერი სულერთია,
თქვენთან მინდოდა და შემაჩვენეთ,
მარტო რომ არ მტოვებს, ეს ,ღმერთია.
ვიცი რომ ეტრფოდი ოაზისებს,
ვაგლახ,თურმე ყველგან ჭაობია,
როგორ დაიტევდა სულ-აზიზებს,
წყალი ჩაუწყვიტეს ჭას,ობიანს.
მაინც მაფხიზლებენ პირიმზები,
ცაზე იმედები გამოჰკიდეს,
უნდა ვაწალკოტო ისევ,გზები,
რომ ეს გაზაფხული არ მომიკვდეს.
შორენა შორეული