სოფელ ხრეითში ყოფილა ორი ეკლესია, ერთი სოფლის ცენტრში ლოლაძეების უბანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მეორე სოფლის განაპირას შეყილაძეების უბანში, რომელსაც ზედა ციხე ანუ ზეციხე რქმევია; უფრო ქვევით ყოფილა კიდევ ერთი ანალოგიური ეკლესია, რომელსაც ქვეციხე რქმევია. ზეციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აშენებულია XVIII-XIX საუკუნეში, გასული საუკუნის 40-იან წლებში კი კომუნისტებმა დაანგრიეს. ეკლესიის აღდგენა დაიწყო 2006 წელს და აღდგენილია მთლიანად. ხრეითი ცნობილია თავისი ციხესიმაგრეებით. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის დროს განხორციელდა ციხესიმაგრეების აღწერა, იმერეთში აღნუსხული 82 ციხესიმაგრიდან 3 ხრეითის ტერიტორიაზე იყო, აქედან საინტერესოა ,,ზეციხე” ,,ქვეციხე” და მღვიმე ,,კარიანი კლდე”.