Предыдущая публикация
დავბოდიალებ ნამთვრალევი გზა არეული, უცხო ქუჩებში შენი სახლისკენ დავეძებ სავალს, მარტო დავდივარ უგრძნობელი ვით მთვარეული გზა - კვალს. შენს სიყვარულში უიმედო, ბედ - დაწყევლილი შენზე მლოცველი დავიჩოქებ საყდარის კართან, და როგორც ბავშვი დედის მკერდში სულგანაბული სულის სიმშვიდეს მოვიპოვებ ღვთისმშობლის ხატთან. მე შენზე ფიქრში გავატარებ მთელს ჩემ სიცოცხლეს და ასე ვივილი უგზო - უკვლოდ, გზა არეული, როცა დარდები დაიმონებს ჩემს გულს იცოდე, ჩემი ცხოვრების შარბათს შევსვამ შხამ გარეული. როცა სიკვდილი დაიბუდებს ჩემს ცივ სხეულში, ჩემი თვალები როცა უკვე სულ მთლად ჩაქრება, მოვკვდები, მაგრამ შენი ტრფობა დარჩება გულში,შენი აჩრდილი ჩემს გულიდან აღარ გაქრება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1