* სიყვარულისთვის მუდამ იმღერებს, ჩემი კალამი!!!*** ეხლა შორსა ვარ მაგრამ, მოვა დრო მეც მანდ ვიქნები!* სული მანდ არის, მანდ დაფრინავს ჩემი ფიქრები!!!*** ო! საქართველოს მონატრება ბევრსა ჰქონია!* იქ ჰაერიც კი სხვანაირია, ასე მგონია!* საქართველოში სულ სხვა არის მზე, ცა და მთვარე!* იქ ვარსკვლავებიც სხვანაირად კაშკაშებს ცაზე!!!*** მე ვერსად ვპოვე ის სამოთხე, ის სილამაზე!* ამ ჩემს პატარა, კალმით ნახატ სამშობლოს რომ აქვს!* თითქოს ჰაერიც გაჟღენთილა ამ სილამაზით!* და საქართველოს ნაზი სურნელი ჩემამდე მოაქვს!!!*** აბა სად არის საქართველოს მსგავსი ბუნება!* ეკლესიები, მონასტრები, სიწმინდეები!* რატომღაც შენი დღეგრძელობა მომეგუნება!* დასანანია უშენოდ რომ მიჰქრის დღეები!!!*** გულზე ძლიერი დარდი და სევდა შემომწოლია!* მონატრებაა ყველაზე ძნელი, გრძნობათა შორის ასე მგონია!*მე როგორც ტყვე სასჯელმისჯილი, ისე დავიარები!* გულს არ აკლდება სევდა-ნაღველი და იარები!!!*** მომეც სასმისი, მსწრლაფ შეეხოს ჩემი ტუჩები!* გამილამაზეთ ემიგრანტობის მწარე დღეები!* მოვა დრო ალბათ,როს ახლოდან ჩაგეხუტები!* შენს სიყვარულში ჩავიწვები, ჩავიფერფლები!!!***
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев