მე შეიძლება ვერ გავუძლო უსასრულო დარდს და ტკივილს,
გული ბოღმამ დამისეროს, დამიჩრდილოს სევდამ ფიქრი.
ჩამომემხოს ჭერი თავზე, იარებმა გახსნას პირი,
ცხოვრებაში არ მენახოს ასე მწვავე გასაჭირი.
სული ხორცსა აუმხედრდეს, ხორცმა დაამძიმოს სული
და ვიფიქრო უნებურად, ქვეყნად გაჰქრა სიყვარული.
რომ ქვეყანა ბოროტებას მოუცვია კიდით– კიდე
და რა მიკვირს თუ აქედან მეც ვერაფერს ვერ წავიღებ?
გული მწყდება, სული შფოთავს და არ ვიცი სად წავიდე.
ვიღას შერჩა სუფთა გული, საშველად ხელს ვინ ჩამჭიდებს?
თუმცა ღმერთი მე სულ მწამდა, საშველად მას მოვუხმობდი.
მინდა ახლაც მან მიშველოს, მომიგვაროს პრობლემები.
მაგრამ გული ვეღარ უძლებს დაიღალა, გაითანგა.
ხელიც, ფეხიც დამიდუნდა, სული ხორცსა გაეყარა!