თავს ვუხრი ძირსა!
კავკასიონის მწვერვალებს ვკითხე:
ვისი შიში გაქვთ, მიწის თუ ცისა?
არცერთისაო, მხოლოდ და მხოლოდ
ჩვენ გვეშინია ჯაფარიძისა.
კასპიისპირად, ქვებზე შევნიშნე
შხეფი, შემხმარი ქართულ სისხლისა,
დავაკვირდიდი და კვალი ვიცანი
ლეგენდარული ჯაფარიძისა!
მთამსვლელებს ვკითხე:
-რა ძალა შეგწევთ,
ქარიშხლისა თუ მღელვარე ზღვისა?-
ომახიანად მომიგო ყველამ-
-შევარდნები ვართ ჯაფარიძისა!!!
მხატვრის ტილოზე ბეჭედი ვნახე
ჩვენი კულტურის დიდი სიბრძნისა,
ამოვიკითხე მასზე წარწერა-
ფუნჯი ოსტატი ჯაფარიძისა!
მხატვერმა ტალღა დააბა
და არც ჭოროხი იძვრისა,
სულგანაბული უსმენენ აღმძრდელს
მოსწავლეები ჯაფარიძისა!
კულტურის სახლში ტაში გრიალებს
და მეც ლექსის თქმის ჯაფა მიმძიმსა,
უბრალო სიტყვა როგორ შევკადრო,
ზეიმი არის ჯაფარიძისა!
შრომის ფრონტზე თუ ომის ქარცეცხლში-
სად რკინებაა ადამის ძისა,
მოწინავეთა რიგებში ყველგან
ისმის სახელი ჯაფარიძისა!
მადლიერებით და მოწიწებით
ერის ამაგდარს თავს ვუხრი ძირსა,
დაე გამრავლდეს ვაჯკაცთა მოდგმა
ქართული გვარი ჯაფარიძისა!
თავადი რ. ამაშუკელი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев