რა მძიმე, წელშიგამწყვეტი დავიწყებაა! ტოტს ვაშლი სწყდება და სელის ყვითელი თესლის მარცვლები ჩემი მიჯნური ნისკარტების ქვეშ ტკაცუნით იმსხვრევიან. კესანე თავის ფერმკრთალ ძარღვებს ნიავქარის ზარხოშს ანებებს, გადასხვაფერების შფოთის მობეზრებისაგან თავის დახსნას, და მერე სად?_ მაინცდამაინც აქ, ჩემს თავსა და სხეულში.
_ მე ერთ თვეზე ვფიქრობ... _ მე _ ლექსის ერთ სიტყვაზე... _ მე ერთ ნაკადულზე ვფიქრობ... _ მე _ მიწაში გამჯდარ შიშზე... _ მე ჯეჯილის მაძღარ სურნელზე... _ მე _ პურის ზღაპარზე…... _ მე _ თამაშობათა უცოდველობაზე... და იმ ვიწრო, გრძელ ქუჩაზე, აკაციათა სურნელს რომ ამოევსო... _ მე _ თამაშის შემდგომ მწარე სიფხიზლეზე… _ მე ქუჩის შემდგომ თავბრუსხვევაზე და აკაციათა სურნელის შემდგომ გრძელ, მომქანცველ სიცარიელეზე…
_ რაინდობანი?! _ რა დროსია! _ რაშები დაბერდნენ...… _სიყვარული?! _ მარტოა და ვიწრო სარკმლებიდან უმაჯნუნო ველებს გადასცქერის, დერეფანს _ სამაჯურის ერთი წვრილი წკირის ჩაწყდომის ხსოვნით მოწრიალეს... _ ოცნებები?! _ იფუშებიან ათასი კარის უმოწყალო ერთგვარობაში... _ და ყველა კარი დაკეტილია? _ დიახ, მუდამ დაკეტილია! და დაიღლები... ყველაფერი დაღლილობის გაკვეთილია...
_ მე ვფიქრობ სახლზე, მისი კუთხე-კუნჭულების დუნე სუნთქვით, მისი თვალის ფახურის მსგავსი მოციმციმე ლამპიონებით... მისი დაფიქრებული, ზარმაცი და უშფოთველი მცველით... ვფიქრობ ახალშობილზე, რომელსაც მოუზღუდავი ღიმი დასთამაშებს, წყალზე გაჩენილი მრავალშრიანი ნუჟრივით და ვფიქრობ ყურძნის მტევანივით ასხმულ ერთ სისხლსავსე სხეულზე...
მე ნანგრევებზე ვფიქრობ, მრუმე ქროლვათა ნადავლზე, ღამით ფანჯრებიდან გამომკრთალ საეჭვო სინათლეზე. და პატარა სამარეზე, რომელიც ახალშობილის ტანივით პატარაა...
_ საქმე... საქმე?! _ დიახ, მაგრამ ამ დიდ მაგიდაზე ფარული მტერი ჩაბუდებულა, რომელიც შენ ნება-ნება გღეჭავს ისე, როგორც ხესა თუ რვეულს და კიდევ ათას ამაო რაღაცას, საბოლოოდ კი ჩაის ფინჯანში ჩაიმსხვრევი, ვით ნავი _ მორევში და ჰორიზონტის სიღრმეებში სიგარეტის სქელი კვამლისა და გაურკვეველი ხაზების მეტს ვერაფერს დაინახავ...
_ და ვარსკვლავი?! _ დიახ, ასობით, ათასობით, მაგრამ ყველა მათგანი მხოლოდ ღამის გალავნის იქით მხარეს...
ახლა, როცა მივაღწიეთ მწვერვალებს, ტალღების ღვინით განმბანე, შენი კოცნის აბრეშუმში გამხვიე და დაუსრულებელ, ხანგრძლივ ღამეებში მისურვე! მეტად აღარ გამიშვა ხელი! მეტად აღარ მომწყვიტო ამ ვარსკვლავებს!
შეხედე,ჩვენს გზაზე ღამის ცვილი წვეთებად როგორ იღვრება! ჩემი თვალების ღვინით სავსე შავი სურა შენს თბილ უბეში, ჩემი ლექსების აკვანში, როგორ…იძინებს! შეხედე, შენ მშვიდად სუნთქავ და მზეც ამოდის!
შეხედე, ჩემს თვალებში ჩამდგარი სევდა როგორ იღვრება წვეთებად, ჩემი დაუმორჩილებელი შავი ჩრდილი მზის მკლავებში როგორ ტყვევდება! შეხედე! მთელი ჩემი არსება ინგრევა... ჩემი ნაპერწკალი ნატვრას ისრულებს, ავყავარ მწვერვალზე, მახეში მიტყუებს. შეხედე! შეხედე! ჩემი ცა მთლიანად ციმციმა ვარსკვლავებით როგორ ირთვება!
შენ შორიდან მოხვედი, ძალიან შორიდან, სურნელებათა და სხივთა ქვეყნიდან.. ჩემო იმედო, ახლა კი ჩამსვი ბროლის და ღრუბლების ნავში და წამიყვანე ლექსთა და ვნებათა ქალაქში!
მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ ჩემი ნაწნავებით _ მიწის წიაღის სურნელების გაგრძელებით, ჩემი თვალებით _ წყვდიადით გაჯერებული გამოცდილებით, თაიგულით, კედლის იქით რომ დავკრიფე გაუვალ ტევრებში. მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ და წმინდა აკლდამა სიყვარულით ივსება და მეც ამ აკლდამაში მას, ვისაც გული სიყვარულით უცემს და იმ პატარა გოგონას, ჯერაც რომ იცდის სიყვარულის აკლდამაში გულის ფანცქალით, კვლავ ვუძღვნი სალამს.
კვლავ ვეტყვი სალამს მზეს, კვლავ ვეტყვი სალამს ნაკადულს, რომელიც ჩემში მიედინებოდა, ღრუბლებს, ჩემს დაუსაბამო ფიქრებს, ბაღების ალვების მწუხარე ზრდას, ჩემთან ერთად რომ იტანდა გვალვიან სეზონებს, ყორნების გუნდს, ცეცხლოვანი ყანების სურნელება რომ მოჰქონდათ ჩემთვის საჩუქრად, დედაჩემს, ჩემი ოთახის სარკეში რომ ცხოვრობდა და ჩემი სიბერის ხატება იყო, მიწას, ჩემს განმეორებულ ვნებას, მწვანე თესლებით რომ ავსებდა ჩემს მხურვალე სხეულს.
ღამეში ახლა რაღაც ხდება, მთვარე ისე მეწამულია და მოწრიალე... ამ ჭერის თავზე კი, რომელიც შეიძლება ყოველწამს ჩაწყდეს, ღრუბლები ჭირისუფლებივით წამოწვიმის წამს მოელიან.
წამი... და შემდეგ არაფერი... ამ ფანჯრის მიღმა ღამე ცახცახებს, და დედამიწა წყვეტს ბრუნვა-ტრიალს, ამ ფანჯრის მიღმა ვიღაც უცხო წუხს მე და შენზე.
თავით ფეხამდის მწვანით მოსილო, ხელები, როგორც წარსულის მწველი მოგონებები, ჩემს შეყვარებულ ხელებს ჩასჭიდე და ბაგეები, ვით არსებობის თბილი შეგრძნება, ჩემი მიჯნური ბაგეების ალერსს მიანდე... და ეს ქარი თან გაგვიყოლებს...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 12
_ დღეა თუ ღამე?
_ არა, მეგობარო, მარადი დაისია,
ქარში
ორი თეთრი კუბოსავით
მტრედის ორი ხუნდის ფარფატია...
_ სიტყვა უნდა ითქვას!
_ ერთადერთი სიტყვა!
ჩემს გულს წყვდიადთან შეწყვილება უნდა,
სიტყვა უნდა ითქვას!
რა მძიმე, წელშიგამწყვეტი დავიწყებაა!
ტოტს ვაშლი სწყდება
და სელის ყვითელი თესლის მარცვლები
ჩემი მიჯნური ნისკარტების ქვეშ ტკაცუნით იმსხვრევიან.
კესანე თავის ფერმკრთალ ძარღვებს
ნიავქარის ზარხოშს ანებებს,
გადასხვაფერების შფოთის მობეზრებისაგან
თავის დახსნას,
და მერე სად?_
მაინცდამაინც აქ, ჩემს თავსა და სხეულში.
აჰ...
ჩემს თავში არაფერია,
გარდა მსხვილი, წითელი მარცვლების ტრიალისა
და ჩემი მზერა
ერთადერთი ტყუილი სიტყვასავით
დარცხვენილია და თავჩაკიდებული.
_ მე ერთ თვეზე ვფიქრობ...
_ მე _ ლექსის ერთ სიტყვაზე...
_ მე ერთ ნაკადულზე ვფიქრობ...
_ მე _ მიწაში გამჯდარ შიშზე...
_ მე ჯეჯილის მაძღარ სურნელზე...
_ მე _ პურის ზღაპარზე…...
_ მე _ თამაშობათა უცოდველობაზე...
და იმ ვიწრო, გრძელ ქუჩაზე,
აკაციათა სურნელს რომ ამოევსო...
_ მე _ თამაშის შემდგომ მწარე სიფხიზლეზე…
_ მე ქუჩის შემდგომ თავბრუსხვევაზე
და აკაციათა სურნელის შემდგომ
გრძელ, მომქანცველ სიცარიელეზე…
_ რაინდობანი?!
_ რა დროსია!
_ რაშები დაბერდნენ...…
_სიყვარული?!
_ მარტოა და
ვიწრო სარკმლებიდან
უმაჯნუნო ველებს გადასცქერის,
დერეფანს _
სამაჯურის ერთი წვრილი წკირის ჩაწყდომის
ხსოვნით მოწრიალეს...
_ ოცნებები?!
_ იფუშებიან
ათასი კარის უმოწყალო ერთგვარობაში...
_ და ყველა კარი დაკეტილია?
_ დიახ, მუდამ დაკეტილია!
და დაიღლები...
ყველაფერი დაღლილობის გაკვეთილია...
_ მე ვფიქრობ სახლზე,
მისი კუთხე-კუნჭულების დუნე სუნთქვით,
მისი თვალის ფახურის მსგავსი
მოციმციმე ლამპიონებით...
მისი დაფიქრებული, ზარმაცი და უშფოთველი მცველით...
ვფიქრობ ახალშობილზე, რომელსაც მოუზღუდავი
ღიმი დასთამაშებს,
წყალზე გაჩენილი მრავალშრიანი ნუჟრივით
და ვფიქრობ ყურძნის მტევანივით ასხმულ
ერთ სისხლსავსე სხეულზე...
მე ნანგრევებზე ვფიქრობ,
მრუმე ქროლვათა ნადავლზე,
ღამით ფანჯრებიდან გამომკრთალ საეჭვო სინათლეზე.
და პატარა სამარეზე,
რომელიც ახალშობილის ტანივით პატარაა...
_ საქმე... საქმე?!
_ დიახ, მაგრამ ამ დიდ მაგიდაზე
ფარული მტერი ჩაბუდებულა,
რომელიც შენ ნება-ნება გღეჭავს
ისე, როგორც ხესა თუ რვეულს
და კიდევ ათას ამაო რაღაცას,
საბოლოოდ კი ჩაის ფინჯანში ჩაიმსხვრევი,
ვით ნავი _ მორევში
და ჰორიზონტის სიღრმეებში
სიგარეტის სქელი კვამლისა და
გაურკვეველი ხაზების მეტს
ვერაფერს დაინახავ...
_ და ვარსკვლავი?!
_ დიახ, ასობით, ათასობით,
მაგრამ ყველა მათგანი
მხოლოდ ღამის გალავნის
იქით მხარეს...
ახლა, როცა მივაღწიეთ მწვერვალებს,
ტალღების ღვინით განმბანე,
შენი კოცნის აბრეშუმში გამხვიე
და დაუსრულებელ, ხანგრძლივ ღამეებში მისურვე!
მეტად აღარ გამიშვა ხელი!
მეტად აღარ მომწყვიტო ამ ვარსკვლავებს!
შეხედე,ჩვენს გზაზე ღამის ცვილი
წვეთებად როგორ იღვრება!
ჩემი თვალების ღვინით სავსე შავი სურა
შენს თბილ უბეში,
ჩემი ლექსების აკვანში,
როგორ…იძინებს!
შეხედე, შენ მშვიდად სუნთქავ
და მზეც ამოდის!
შეხედე, ჩემს თვალებში ჩამდგარი სევდა
როგორ იღვრება წვეთებად,
ჩემი დაუმორჩილებელი შავი ჩრდილი
მზის მკლავებში როგორ ტყვევდება!
შეხედე!
მთელი ჩემი არსება ინგრევა...
ჩემი ნაპერწკალი ნატვრას ისრულებს,
ავყავარ მწვერვალზე,
მახეში მიტყუებს.
შეხედე!
შეხედე!
ჩემი ცა მთლიანად
ციმციმა ვარსკვლავებით როგორ ირთვება!
შენ შორიდან მოხვედი, ძალიან შორიდან,
სურნელებათა და სხივთა ქვეყნიდან..
ჩემო იმედო, ახლა კი ჩამსვი
ბროლის და ღრუბლების ნავში
და წამიყვანე
ლექსთა და ვნებათა ქალაქში!
მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ
ჩემი ნაწნავებით _ მიწის წიაღის სურნელების გაგრძელებით,
ჩემი თვალებით _ წყვდიადით გაჯერებული გამოცდილებით,
თაიგულით, კედლის იქით რომ დავკრიფე
გაუვალ ტევრებში.
მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ
და წმინდა აკლდამა სიყვარულით ივსება
და მეც ამ აკლდამაში
მას, ვისაც გული სიყვარულით უცემს
და იმ პატარა გოგონას,
ჯერაც რომ იცდის სიყვარულის აკლდამაში
გულის ფანცქალით,
კვლავ ვუძღვნი სალამს.
კვლავ ვეტყვი სალამს მზეს,
კვლავ ვეტყვი სალამს
ნაკადულს, რომელიც ჩემში მიედინებოდა,
ღრუბლებს, ჩემს დაუსაბამო ფიქრებს,
ბაღების ალვების მწუხარე ზრდას,
ჩემთან ერთად რომ იტანდა
გვალვიან სეზონებს,
ყორნების გუნდს,
ცეცხლოვანი ყანების სურნელება რომ მოჰქონდათ
ჩემთვის საჩუქრად,
დედაჩემს, ჩემი ოთახის სარკეში რომ ცხოვრობდა
და ჩემი სიბერის ხატება იყო,
მიწას, ჩემს განმეორებულ ვნებას,
მწვანე თესლებით რომ ავსებდა
ჩემს მხურვალე სხეულს.
ქარი თან გაგვიყოლებს
ღამეში ახლა რაღაც ხდება,
მთვარე ისე მეწამულია და მოწრიალე...
ამ ჭერის თავზე კი, რომელიც შეიძლება ყოველწამს ჩაწყდეს,
ღრუბლები
ჭირისუფლებივით
წამოწვიმის წამს მოელიან.
წამი...
და შემდეგ არაფერი...
ამ ფანჯრის მიღმა ღამე ცახცახებს,
და დედამიწა წყვეტს ბრუნვა-ტრიალს,
ამ ფანჯრის მიღმა ვიღაც უცხო
წუხს მე და შენზე.
თავით ფეხამდის მწვანით მოსილო,
ხელები, როგორც წარსულის
მწველი მოგონებები,
ჩემს შეყვარებულ ხელებს ჩასჭიდე
და ბაგეები,
ვით არსებობის თბილი შეგრძნება,
ჩემი მიჯნური ბაგეების ალერსს მიანდე...
და ეს ქარი თან გაგვიყოლებს...