მამა რომ გეტყვის,
შეპყრობილი ხარ შვილო და აქვე...
(სამი წერტილი) სახლში რომელშიც
შენ დაიბადე ბრუნდები, გაქებს
სახლის კედლები, მსმენელთა ხიდი,
შენი ოთახის ფანჯარაც, კარიც,
პოეზიაა დედაზე დიდი,
მამაზე დიდიც, რაც შენში არის.
სუნთქავ სხეულის დარჩენილ სითბოს,
ესაუბრები ერთ მსმენელს - ერთგულს,
რომელიც შენგან არაფერს ითხოვს
და თუკი სადმე არსებობს ღმერთი,
ისიც პოეტი იქნება ალბათ,
ხოლო ღამეებს რომელთაც ვამხელ
მისი სათქმელის სისხლიან საბანს
დავარქმევ, რადგან ერთი აქვთ სახე
დეპრესიულად შეშლილ ღამეებს,
დარდი, რომელიც სუიციდს ნიშნავს
და არაფერი უკვე გაღელვებს,
შენ ხარ პატარა ლექტერი მიშო...
(სამი წერტილი) სახლში რომელშიც
შენ დაიბადე, არავინ გაქებს,
დედა რომ გეტყვის,
მამა რომ გეტყვის,
შეპყრობილი ხარ შვილო და აქვე
პოეზიაა დედაზე დიდი,
მამაზე დიდიც!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев