ქართული თანამედროვე პოეზია

ქართული თანამედროვე პოეზია
დღეს ვკვდები, ეპოქა ზეიმობს უჩემოდ, უაზრო ცხოვრებით მთავრდება ეს ხანა, რწმენაზე გაცვლილო,ქართველო ურჩებო მიდით და დაგლიჯეთ ეს ჩემი ქვეყანა. წიგნებად აკინძულ შედევრებს ვაფურთხებ, სუნი რომ დატოვე ფურცლებზე,ბრედბერო, სარსაპარელი ათასჯერ აკურთხეთ, რამდენი განცდა გაქვს მაგ გულში, ბებერო. მოკითხვა ყოველდღე,დაბინდულ ალიონს, ამინდებს არ უყვართ ბუნების ხელყოფა, ტერენტო,სული რომ შენსავით დავლიო, ოცნებად, ლანდებთან შეჩვევაც მეყოფა. ლექსები...ლექსები ფურცლიდან ხტებიან, ვეძახი გულისთქმას აყოლილ ნარცისებს,
დედა რომ გეტყვის, მამა რომ გეტყვის, შეპყრობილი ხარ შვილო და აქვე... (სამი წერტილი) სახლში რომელშიც შენ დაიბადე ბრუნდები, გაქებს სახლის კედლები, მსმენელთა ხიდი, შენი ოთახის ფანჯარაც, კარიც, პოეზიაა დედაზე დიდი, მამაზე დიდიც, რაც შენში არის. სუნთქავ სხეულის დარჩენილ სითბოს, ესაუბრები ერთ მსმენელს - ერთგულს, რომელიც შენგან არაფერს ითხოვს და თუკი სადმე არსებობს ღმერთი, ისიც პოეტი იქნება ალბათ, ხოლო ღამეებს რომელთაც ვამხელ მისი სათქმელის სისხლიან საბანს დავარქმევ, რადგან ერთი აქვთ სახე დეპრესიულად შე
ჩვენი ბავშვობა,საქანელა,სოფლის ორღობე, ღობის გადაღმა მოპარული მკვახე ვაშლები, მერე პირველი გმირობა და ვიღაც მონღოლზე ლეგენდები და შვილმკვდარების შავი თავშლები. ჩვენ ვიზრდებოდით,ისევეა,(დრო ტკივილს გასდევს), რომ ვშორდებოდით მანძილებით,კილომეტრებით, და წლების მერე იმ ვაშლების ქურდობის ამბებს, რომ ვაბრალებდით ერთმანეთს და თავგამოდებით. ჩვენი სახლები გვერდიგვერდ და მოვედეთ ობად მეზობლის სახლებს,თოჯინებით გავავსეთ სივრცე, მერე ფიჩხების მოტანა და მდინარის პირას, აგვისტოს ხვატში გადანთქმული ზაფხულის სი
დღენი გავიდნენ და ლოგინზე შენი სხეულის სითბოს ვინ ჩივის, როცა სუნიც გაქრა საერთოდ, ახლა ჯიუტად, სიმწრისაგან ვურტყავ ნაფაზებს მთვარეულივით რეალობას ვცდები და ერთობ ვგრძნობ უსახური ნაბიჯებით ბოლთას როგორ სცემს და ეხეთქება მკერდის კარებს გული მხეცივით, ალბათ არ იცი გუშინ ღამით როგორ მომწყურდი გამომეღვიძა და დაჭმუჭნულ ვინსტონს ვეცი ვით – ფილმ პიანისტში ებრაელი მცირე ულუფას. მძიმედ ვსუნთქავდი მაწყდებოდა ტანზე ძარღვები, მარტოობისგან იხრჩობოდა მთელი ოთახი მერე კი როცა ამიყეფდნენ სულში ძაღლები, ბოლო
თანამედროვე პოეტებიდან რომელი მოგწონთ?
დამტვერილ ფურცლებით ეპოქა ავკინძეთ, ღვთისმშობლის წილხვედრნი მომავალს ვუმზერდით, მუზები იმდენად უცხონი გამიხდნენ, მგონია,სულს ვღაფავ,მე თვითონ ვმუზდები. ერეკლეს ხმალივით მჭრელია ლექსები, უფალმა დაინდო ქართული გენია, ვიბრძოდით სიტყვებით,ხმლებით და სხეულით, დავითის საფლავზე პოეტებს გველიან! მეგრული ნანები და ოდა სახლები, ცხელ მჭადებს კეცებზე აბრუნდებს ბებია, შამქორის ველია მორჭყული სისხლით და ზეციურ საუფლოს ქართველნი გველიან! კოლხეთში დგანდგარებს მეგრული სული და მიწაზე მეწამულ ნაკვალევს დავტოვებთ,
ქარმა აიწყვიტა ფრთები სიგიჟემდე, ფოთლები მთვრალებივით კუშტად გორაობენ, ეჭვებს მდგმურებივით სულში ვასახლებ და კვლავაც მგონია რომ ჩემზე ჭორაობენ. რაღაც შემომიჩნდა, ფეხი ამირია, მუდამ იქ მივდივარ სადაც არ მელიან, რადგან ყველა ნატვრა სიზმრად ავიხდინე, უკვე სიზმრებიც კი ძალზედ დამღლელია. გუშინ გაფუჭებულს დღეს არ ვამთელებ და თითქოს ჩემი სული სხვების სარჩენია, მელნით გაჟღენთილი ფურცლით ვიკვებები, სხვა რა გავაკეთო, სხვა რა დამრჩენია. წელში გადატეხილ გაზეთს ავიღებ და კროსვორდს გადავავლებ თვალებს ღამე
ვებრძოლე შეცდომებს რიდიდან რიდემდე როდემდე ვიწამო ეს ეკლესია? არ მინდა ეგ შენი თვალები მიმზერდეს არ ვარსებობდე უკეთესია. ხსნას ვეძებ დარდებით დალბობილ ღვინოში მეუცხოვება ეგ შენი სინაზე, არ იეჭვიანო ძვირფასო ამაღამ რადგან დილამდე ვიფიქრებ წვიმაზე. არვიცი რას იტყვის ხვალ ჩემზე სამყარო ვაი რა ცოდოა, გიჟი და ლოთია განკითხვის დღემდე ჩამთვლიან ეშმაკად მერე კი უფალთან ჩემს ცოდვებს მოსთვლიან. ამ დამპალ გულიდან გავხიზნავ იმედებს სიცოცხლე ძვირია,არ მყოფნის ხურდები ზეციდან მხურვალე მოკითხვას მითვლიან მე
ზამთარი, ქუჩა, მანტო, სიცივეს ცივა ისე, რომ ლამის გავიხადო, ჩემი მანტო და მივცე. ჩემი მანტო რომ მივცე, არ შეიძლება რადგან, ეს ჩემი გულის სივრცე, ვეღარ გამათბობს მადამ.(...) თუმცა კი ბოლოს მაინც, შეიძლება, რომ დავთმო, პრინციპებიც და თავიც, შენი გულისთვის ''დათო''. დავით კინწურაშვილი
ჰორიზონტიდან გადმოვსტყორცნე მოგრძო ალები გაგრძნობინე უსუსურობა შესაბრალები ოაზისი ვარ, სხვას რას მიწოდებ როცა მწყურვალეს გიბოძე წყალი უკვდავებისა --> კოცნა მხურვალე მხედავ მოვდივარ, შენსკენ მაქვს მზერა, ნეტავ დღეს რა მსურს?! იცი გაგკიცხავ და გაგახსენებ შენს შავბნელ წარსულს, მეფურ ღრუბლიდან მხართეძოზე წამოწოლილი, გაგრძნობინებ რომ ამასოფელში შენ ხარ ლტოლვილი... მჯერა ოდესმე შენც დაბრუნდები იმ სამოთხეში მზესთან რომ ჰყვავის, და შენი სული სამარადისოდ ვიცი გახდება კვლავაც უკვდავი, ადგილს წამა
Show more
About page
Library
ახალბედა პოეტების შემოქმედება