გაზაფხული.
უნდა ბრწყინავდე გაზაფხულივით
შენი სურნელი ყველას ათრობდეს,
სადაც კი მიხვალ თუნდაც სტუმარი
მასპინძელიც კი შენით ხარობდეს.
მინდა ანათო როგორც დილის მზე
შენი მზერა კი ყველას ათბობდეს,
ვისაც მოწყენილს დაინახავდი
მზის სხივებივით ღიმილს აბნევდე.
უნდა ლაღობდე ცად მერცხალივით
მშობლიურ მხარეს რომ უბრუნდება,
გარემოს ატკბობს მისი ჟღურტული
და იწყებს მისთვის ბუდის შენებას.
მინდა იხარო ვით ყვავილები
თავსხმა წვიმაში რომ იხარებენ,
გაუბრწყინდებათ უმალ თვალები
გულის წადილს ხომ აისრულებენ.
უნდა იბრძოდე თავგამეტებით
განსაცდელსაც კი მედგრად ხვდებოდე
ცხოვრების გზაზე თუ დაიჩოქე
წამოდგომას არ უშინდებოდე .
მაიკო მამადაშვილი.
10.04.20
აპრილი.
გაზაფხულია......
ჩემი სურვილი,
აპრილის სურნელს
ტყვედ შეუბყვრია,
დავიწყებია....
სურვილს წადილი
და თავის დახსნა
აღარ უცდია.
სასიყვარულოდ
მინდვრის ყვავილებს,
ერთურთის გული
გადაუშლიათ,
როცა ხვალ ნუში
გაიყვავილებს,
მათთვის იქნება
სასწაულია.
მოლზე გადაშლილ
ციცქნა გვირილებს,
წვიმა ლამაზად
დააწვიმდებათ,
გადახედავენ
თბილად ერთმანეთს,
ხვალ უკეთესი
დილა გვექნება.
მაიკო მამადაშვილი.
10.04.20
შენ ხატი ხარ და მე კი სანთელი.
ჩემი ფიქრი ხარ
ნატვრად ქცეული,
ჩემს ოცნებებად
გადაქცეული .
ჩემი დარდი ხარ
ხან კი ლანდი ხარ,
და სიყვარულით
დამათრობელი.
ისე კარგი ხარ
ჩემს გულში ზიხარ,
სულ თან დამყვები
სადაც დავდივარ.
ჩემი ხატი ხარ
შენთან ვლოცულობ,
მე სანთელი ვარ
შენთვის ვიწვივარ.
ჩემი ცა ხარ და
დედამიწა ხარ,
უშენოდ ალბათ
არც არავინ ვარ.
მაიკო მამადაშვილი.
01.12.17
მიტირია იციი... ბევრჯერ
მიტირია,
ჩემი თავი ცოცხლადაც
კი მიგლოვია,
ბევრჯერ ვიგრძენ თითქოს
დაიცალა გული,
დასუსტდა და ძალაც კი
გამოლევია .
ბევრჯერ ჩუმად, ცრემლებიც
კი მიყლაპია,
თითქოს სისხლი გამყინვია
მთელ სხეულში,
უამრავჯერ,სიკვდილიც კი
მინატრია,
მაგრამ, ისევ "უფალს "არ
უსურვებია.
მიტირია, უსუსური ჩემი
თავი
ტანჯვას რამის ჭკუიდანაც
შეუშლივარ,
ზოგჯერ, ვწუხვარ გამოსავალს
ვერსად ვპოვებ,
მაგრამ, ზოგჯერ "უფლის" მადლიც
კი მიგრძვნია.
მაიკო მამადაშვილი.
23:30
უშენოდ არ მინდა.
უშენოდ არ მინდა
დღეები გავიდეს,
დღეები კი არა
წლებიც კი გავიდა,
უშენოდ არ მინდა
ეს ჩემი სიცოცხლე,
თვალსა და ხელს შუა
გამირბის ცხოვრება.
უშენოდ არ მინდა
წლები რომ გავიდეს,
არადა რამდენი
წელიც კი გავიდა,
მე მაინც მგონია
ისევ გინახულებ,
და მკერდში ჩაგიკრავ
კიდევ ძველებურად.
უშენოდ არ მინდა
არც დღე და არც ღამე ,
არადა ორივე დღეს
ჩემთვის ერთია,
ჩემს გულში ღრუბელმა
დაიდო დღეს ბინა,
წვიმა და ავდარი
კვალდაკვალ დამყვება.
უშენოდ არ მინდა
ეს ჩემი სიცოცხლე,
არადა რამდენი
წელიც კი გავიდა.
მაიკო მამადაშვილი.
28.11.17
სიმარტოვე.
დღეები სწრაფად გამირბის
მე შენზე ფიქრით ვთბები,
ეს ნოემბერიც გაივლის
როგორც გავიდა წლები.
მე შენთან ყოფნა მინდოდა
და არა მზერა სხვების,
როდესაც გამიწვიმდება
მოგონებებით ვტკბები.
წვიმა გულს გამიხალისებს
წვიმის წვეთებსაც ვყვები,
საყარო ამოისუნთქებს
წარსულს ბარდება მტვერი.
დილა რომ გამითენდება
დილის განთიადს ვხვდები,
ცაზე თვალები აწყდება
მზის მობრძანებას ველი.
ერთხელ მოვედი ამ ქვეყნად
ერთხელ იქნება წავალ,
აზრი არ აქვს ცხოვრებას
თუ ჩემთან აღარ მოხვალ.
ღამე რომ დამიღამდება
მთვარეს ღიმილით ვეტყვი,
ალბათ ჩემსავით მარტოდ ხარ
და სიმარტოვე გეტრფის.
მაიკო მამადაშვილი.
25.11 19
ნატვრა.
დღესაც ისევ ვარსებობ და
დღესაც ისევ ვინატრე,
"ღმერთო" ნეტა მაცოდინა
რა მომელის წინა დღეს.
ეს ღიმილიც ძველებურად
უკვე აღარ გამომდის,
თან ვიღიმი, თან ლოყებზე
ცრემლი ღვარად ჩამომდის.
ვდარდიანობ,ვნაღვლიანობ
არაფერი გამომდის ,
თუკი რამე მოვინდომე
სულ უკუღმად გამომდის.
მოლოდინმა გადამღალა
არ დაადგა საშველი ,
"ღმერთო " შეგთხოვ ამისრულო
ოცნება და ნატვრები ,
იქნებ ამ ჩემს მოლოდინსაც
კვლავ დაადგეს საშველი .
მაიკო მამადაშვილი.
06.09.17
ცხოვრების ბილიკები.
ამ დღეს ბედნიერი ვიყავ
თავსაც ისე კარგად ვგრძნობდი,
ჩემს თავთან და ოცნებებთან
მარტოდ მარტო რომ შემოვრჩი.
ჯერ წარსულში გადავვარდი
გავიხსენე მე ბავშვობა,
ხანაც ბევრ კარგ მოგონებებს
ბევრი ცუდიც უკან მოჰყვა.
თან ვფიქრობდი გვიანია
მე ვერაფერს ვეღარ შევცვლი,
სინანული და სხვა რამე
განა რა მოსატანია?
მერე ხელი ჩავიქნიე
არ ვიდარდებ არაფერზე,
რადგან უკვე ცოტა დამრჩა
მე ცხოვრების ბილიკები.
ისიც ვიცი დღეს კი ვცოცხლობ
მაგრამ ხვალ აღარ ვიქნები.
მაიკო მამადაშვილი.
ქალი და ფიქრები.
ისევ დარდებს დაუღლია ქალი
მერამდენე გაზაფხული გადის,
ახლაც ცრემლმა დაუნამა თვალი
მომავალში ფიქრობს რამეს შეცვლის.
წლებმა თეთრად დაათოვა თმაში
დრო არ იცდის სწრაფადაც კი გარბის,
უთენდება...უღამდება მარტოს
მონატრება ალბათ მალე შეშლის.
ისე ნელა მიილევა მარტი
მოუთმენლად ელოდება აპრილს,
იმედი აქვს დამშვიდდება გული
სიხარულით ხელსაც უმალ გაშლის.
აქეთ ხეებს გაუშლიათ კვირტი
სურნელება ალბათ ცამდე ადის,
იქეთ მინდვრად ამოსულა ია
საუცხოოდ ახამხამებს თვალებს.
ისევ დარდებს დაუღლია ქალი
მერამდენე გაზაფხული გადის,
წუხს და მარტოს ეხუთება სული
თუმცა ცდილობს უდარდელი გახდეს.
მაიკო მამადაშვილი.
21. 03.19