. .
დედა-შვილობა,-ყველაზე ჭეშმარიტი,უანგარო,მარადიული,უპირობო,გულწრფელი სიყვარულია,რომელშიც ეჭვის შეტანაც კი ცოდვად ითვლება.
როდესაც დედა ხდები,ხვდები,რომ არსებობს ქვეყნად შენს სიცოცხლეზე ბევრად ძვირფასი და მნიშვნელოვანი არსება,სახელად შვილი.
შვილი,- ბედის საჩუქარია.
შვილი,-მშობლის აუწონავი სიმდიდრეა.
შვილი,- მრადიული გაზაფხულია.მუდმივი მზეა და დარია...
შვილი,-ყველაზე ძვირფასი ადამიანია მთელს დედამიწაზე...
შვილი არ უნდა გახდეს კერპი.შვილი შენი სტუმარია,შენ გზა ხარ და ის მგზავრია...შენ ბეწვის ხიდი ხარ,რომელზე უშიშრად უნდა გადაატარო,სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას ისწავლის...
არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება,ვიდრე შვილის თვალებში დანახული სიხარულით მოციმციმე ვარსკვლავებია,ამისთვის ნებისმიერი დედა მზად არის დათმოს საკუთარი სიცოცხლე...
შვილისადმი სიყვარული იმდენად დიდია,სხვა ყველაფერი ცოტა და პატარა გეჩვენება მასთან შედარებით...
შვილი,-სიცოცხლის წყურვილია და ძალაა ყველაზე დიდი სიძნელეების გადასალახად და დასათმენად.
შვილი,-დედის სულია და არა მხოლოდ,მისი სისხლისა და ხორცის ნაწილი.ეს სიყვარული დროსთან ერთად იზრდება,იფურჩქნება და სურნელოვანი ხდება მისი ნაყოფი...
როდესაც ხედავ თუ როგორ იზრდება შენს თვალწინ შენი ნაწილი,უდიდესი სიხარულით ივსები.ამაყი და ბედნიერი ხდები იმით,შენ აგრძელებ ცხოვრებას სხვა ადამიანში,რომელიც შენი სხეულიდან მოევლინა სამყაროს.
შვილი,-ყველაზე ლამაზი წლების ტკბილი სახსოვარია...
არა აქვს მნიშვნელობა როგორია ის,წარმატებული თუ წარუმატებელი,შემდგარი თუ შეუმდგარი,მსუქანი თუ გამხდარი,-შვილი ყველაზე დიდი სიყვარულია,რომელსაც არც გარეგნული და არც შინაგანი მახასიათებლებით არ ზომავენ.
ყველას სხვის კარგ შვილს,თავისი ცუდი შვილი ურჩევნია...
ყველა დედას თავისი შვილი ყველაზე ლამაზი,ჭკვიანი,კეთილი ჰგონია...გიყვარს იმიტომ,რომ შენია,შენი შექმნილია,შენგან შობილია,შენგან მოვლენილია და ამ უსასრულო გალქტიკაში უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია.
სასიამოვნო ტვირთია და მზად ხარ ზიდო მარადიულად შენი ყველაზე დიდი ჯვარი...
დედობით ქალს ყველაზე მეტად შეუძლია ღვთისმშობლის არსის გააზრება,თუ რამდენად დიდი მისია აკისრია სრულიად სამყაროს წინაშე.რომ შენს მიერ მოვლენილმა და აღზრდილმა ადმიანმა,სიკეთე მოუტანოს სამყაროს,გახადოს ცხოვრება თუნდაც ოდნავ იმაზე ლამაზი,ვიდრე არის...
დედობა მარტო შვილების გაჩენა არ არის...
ეს მუდმივი თავგანწირვაა,მუდმივი შფოთია,შიშია,უძილო ღამეებია და დაუსრილებელი ფიქრია,მის მომავალზე.
რას არ გააკეთებს დედა შვილების გამო...
რა სასწაულს არ ჩაიდენს,რა ზღვას არ გადალახავს,რა ცეცხმოდებულ ნაღვერდალზე არ გაივლის დაუგმინავად...
რატომ აქვს დედის ლოცვას ყველაზე დიდი ძალა?! იმიტომ რომ დედა- შვილობა ამოუხსნელი ღვთიური სასწაულია,იმიტომ რომ არ არსებობს ამაზე წმინდა,შეუბღალავი სიყვარული.
შვილის სიხარული,-დედის სიხარულია...
შვილის წარმატება,-დედის ჯილდოა...
ყველა დედა ყოფილიყოს თავისი შვილით ამაყი და ბედნიერი...
ყველა შვილს ჰქონოდეს უნარი დედის თავდადების,შრომისა და ჯაფის დაფასების!..
ღმერთმა დალოცოს დედა-შვილობა!..
/ია ნანეიშვილი/
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4