რა უფლება მაქვს სხვა განვიკითხო,
როცა არ ვიცი ჩემში რა ხდება,
მე ჩემი სულის სიმძიმე მყოფნის
და არც ის ვიცი წინ რა დამხვდება,
ყველამ ჩვენ ჩვენი ვატაროთ ჯვარი,
სანამ განკითხვის ჟამი დადგება,
ისე იცხოვრეთ როგორც თავად გსურთ,
თქვენი განკითხვა არ მევ...
ძნელია,როცა მიდიხარ სხვა გზით და განზე გრჩება შენი სავალი, როცა ცდილობ და არავინ გაცლის , იყო ბოლომდე ალალმართალი. ძნელია,როცა დაგაქვს ფარული გულის ტკივილი და უხმოდ დნები, როცა ყველაზე შეგტკივა გული, შენ კი არავის არ ედარდები..