სავსე მთვარეა. თურმე, ჩვენც მთვარის ავსების დროს დავბადებულვართ, შენ _ ოქტომბერში, მე _ ნოემბერში, შენ იმ ღრუბლებს დაემსგავსე, ზეცის ბოლოს რომ შეყუჟულან, მე მთვარემ მომცა თაფლისფერი თმა და თვალები. სავსე მთვარეა. გამოყევი ტბის ნაპირს, დაო, გამოიარე მამისეული ქოხის ეზო, გიშრისფერი თმა ივარცხნე გზადაგზა და ელაპარაკე თეთრ დუმფარებს _ მათ შენსავით არავინ უყვართ. სავსე მთვარეა. ჩვენი შეხვედრის დრო მოსულა სასაფლაოზე, სადაც ოდესღაც,
შვიდი თვის წინათ ვინც იყო ბავშვი , ვისაც გაზაფხულს ვეძახდით მაშინ , ძლიერ უყვარდა მხატრობა ვისაც , ვინც წამდაუწუმ თხუპნიდა მიწას - ცეცხლისფრად , თეთრად , წითლად და ყვითლად ...
ვინც ბუდეებში აწყობდა კვერცხებს , ვინც შორეთიდან იწვევდა მერცხლებს , ვინც ვენახებში კვირტებსა სკვნიდა , ვისაც ტრაქტორი გაჰყავდა მინდვრად ;
დღეს მოწიფული კაცია უკვე ; სახეს ულვაში უმშვენებს ახლა ; ჰყრის საწნახელში გოდრიდან ყურძენს , ქვევრებს ურეცხავს ბადაღის ტალღას .
ზამთარი მოდის და სანამ დროა შეინარჩუნე ოქროს ფოთლები: ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე, თავქვეშ დაიდებ და განათდები. მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში ვნახავ საოცრად პატარა მზეებს, პატარა მზეებს ვნახავ თვალებში, თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს. მზე ამოვიდა, მზემ გაგვაბრუა, მზეს გავახსენდით, მზის შვილები ვართ, მზით მორთულები მზედ უნდა ვიქცეთ. მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!
სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა, მოვიდა ნელი ქარვის ფერები. მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა გაყვითლებული ალვის ღერები. სულში სიმშვიდე არის ისეთი, თითქო დროებით ართმევს დროებას ამ შემოდგომის სიმაისეთი მოცემულ სითბოს და მყუდროებას
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 59
КТО СКАЗАЛ ОБ ОСЕНИ-ПЕЧАЛЬНАЯ?
ПОСМОТРИТЕ-КАК ЖЕ ХОРОША!
<p sifgacm0g...ЕщёКТО СКАЗАЛ ОБ ОСЕНИ-ПЕЧАЛЬНАЯ?
ПОСМОТРИТЕ-КАК ЖЕ ХОРОША!
ТЫ ПРЕЛЕСТЬ !!!
ეხლა წვიმებია, შენ მთხოვ დაგივიწყო,
ქარმა შემოდგომის სახლიც დამირბია.
ისევ ნოემბერი, გარეთ გავიხედავ,
ჩვენთან უსასრულოდ წვიმის ამინდია.
მე კი შემიძლია, გული გისახსოვრო,
შენმა მონატრებამ დღესაც გადამრია,
ჩუმად მეუბნები "უნდა მიგატოვო" ,
გზები გაიყარა უკვე რახანია,
მთელი პოეზია ფეხქვეშ გაგიფინე,
პროზა აღარ მინდა, სუსტი მოტივია,
თუმცა მარტი უკვე ითვლის სენტენციებს
და მეც გაფრენები აღარ მომივლიან..
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.
არავის ველი...
ამ შემოდგომას შევხვდები მარტო
შენსკენ მომავალ ყველა ბილიკს
დაფარავს ხავსი,
გრძნობა გაფითრდა
სადარდებელს აღარა ვნანობ,
არ ავტირდები
მიტოვებულ გულის ტკივილით,
მკვდარი სიცოცხლის ფანტაზია
რატომღაც მათრობს,
დიდ განსაცდელში რაღაც ზღაპრულს ვიპოვი ალბათ,
არ ვწყევლი ჩემს ღმერთს,
დამბადეთქო რისთვის და რატომ...
მე ხომ ვიცოცხლე სიყვარულის
ლამაზ სიცოცხლით
ცოდო ის არის,
<f z3
...Ещёარავის ველი...
ამ შემოდგომას შევხვდები მარტო
შენსკენ მომავალ ყველა ბილიკს
დაფარავს ხავსი,
გრძნობა გაფითრდა
სადარდებელს აღარა ვნანობ,
არ ავტირდები
მიტოვებულ გულის ტკივილით,
მკვდარი სიცოცხლის ფანტაზია
რატომღაც მათრობს,
დიდ განსაცდელში რაღაც ზღაპრულს ვიპოვი ალბათ,
არ ვწყევლი ჩემს ღმერთს,
დამბადეთქო რისთვის და რატომ...
მე ხომ ვიცოცხლე სიყვარულის
ლამაზ სიცოცხლით
ცოდო ის არის,
ვისაც არასდროს არავინ ნატრობს
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
ფეხქვეშ გათელა შემოდგომამ ხეჭეჭურები,
ჩამოიარა ეზო-ეზო სავსე ხელადით,
ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ჭურები,
მოიქნია და დევებიბით დაფლა ყელამდი.
შოთა ნიშნიანიძე
ფლუნგე
შემოდგომა
სავსე მთვარეა.
თურმე, ჩვენც მთვარის ავსების დროს დავბადებულვართ,
შენ _ ოქტომბერში,
მე _ ნოემბერში,
შენ იმ ღრუბლებს დაემსგავსე,
ზეცის ბოლოს რომ შეყუჟულან,
მე მთვარემ მომცა თაფლისფერი თმა და თვალები.
სავსე მთვარეა.
გამოყევი ტბის ნაპირს, დაო,
გამოიარე მამისეული ქოხის ეზო,
გიშრისფერი თმა ივარცხნე გზადაგზა და
ელაპარაკე თეთრ დუმფარებს _
მათ შენსავით არავინ უყვართ.
სავსე მთვარეა.
ჩვენი შეხვედრის დრო მოსულა სასაფლაოზე,
სადაც ოდესღაც,
შემოდგომის სურათები
I
მწიფე ყურძნით
ხარობს თვალი ,
წელს უხვი ჩანს მოსავალი ...
სახლის უკან
ბღავის ბალი :
– ვაი , ჩემი ტყაბის ბრალი !
II
წვიმა გახშირდა ...
დაჭკნა გვირილა .
ხეზე მტრედივით
შემოჯდა ზვინი .
საწნახელს სისხლი
წასკდა ცხვირიდან , -
ჭურში ორშიმომ
ჩატუნტრა ცხვირი .
III
ცეკვავს წისქვილის დოლაბი ,
ტაშისკვრაში საცერი ,
ფუჩეჩში ჩასაფრებულა
ნედლი სიმინდი – შემწვარი ;
აღფრთოვანება
ამ მცირე მიწიდან აღმონაცენი ,
ვით ცეროდენა კვერცხიდან
ამოფრენილი მერცხალი , -
ლაღად მოივლის ქვეყანას ,
შინაურია ყველგანა .
ეკითხებიან :
– სახელი შენი !
აღფრთოვანებით
შესცქერის ყველა .
პასუხად იმან :
გაშვეთა ხენი ,
მიფანტ - მოფანტა
ფოთლები ველად ...
მოტეხა ყანა ,
აჩეხა ჩალა ,
მობარდა ძაძა ,
მოკრიფა ხილი ,
საავსე ურმებით
გაავსო შარა ,
სასიმინდეში
ჩაცალა ხვირი
აიღო თავი ,
გამართა წელი ,
შემოიყუდა
თეძოზე ხელი ,
და მედიდურად თქვა :
– მე
შემოდგომა
ვარ !
რა განაცხადა გაზაფხულმა
შვიდი თვის შემდეგ
შვიდი თვის წინათ
ვინც იყო ბავშვი ,
ვისაც გაზაფხულს
ვეძახდით მაშინ ,
ძლიერ უყვარდა
მხატრობა ვისაც ,
ვინც წამდაუწუმ
თხუპნიდა მიწას -
ცეცხლისფრად ,
თეთრად ,
წითლად
და ყვითლად ...
ვინც ბუდეებში
აწყობდა კვერცხებს ,
ვინც შორეთიდან
იწვევდა მერცხლებს ,
ვინც ვენახებში
კვირტებსა სკვნიდა ,
ვისაც ტრაქტორი
გაჰყავდა მინდვრად ;
დღეს მოწიფული
კაცია უკვე ;
სახეს ულვაში
უმშვენებს ახლა ;
ჰყრის საწნახელში
გოდრიდან ყურძენს ,
ქვევრებს ურეცხავს
ბადაღის ტალღას .
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა.
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური
..მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა
შემოდგომა
დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრიალესა
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა,
მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა, შეურყეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
აღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრიალე, ფრთამალი,
გარიჟრაჟ-განთიადისა
მემოციქულე მამალი,
დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი;
მოუძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
სხვა ფრინველებიც წავიდნენ
იმავ გზით, იმავ კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით - ბიჭებ-ქალითა,
ბუნების წესთან მოხდილნი
პირნათლად სრულის ვალითა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ
დანაღვლებულის თვალითა.
შემოდგომის მოტივებიდან
სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,გალაკტიონ ტაბიძე
მოვიდა ნელი ქარვის ფერები.
მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა
გაყვითლებული ალვის ღერები.
სულში სიმშვიდე არის ისეთი,
თითქო დროებით ართმევს დროებას
ამ შემოდგომის სიმაისეთი
მოცემულ სითბოს და მყუდროებას
С последним днем
ОСЕНИ!
.