Предыдущая публикация
ფერმილეული დავალ ძალიან,
ადრე ყველასთვის მეცალა მუდამ,
ახლა ჩემთვისაც აღარ მცალია.
დაე ნისლებმა რამე გვახაროს,
მხოლოდ წერაა რითაც ვერთობი,
ბევრჯერ მივანდე თავი სამყაროს,
ახლა ჩემ თავსაც აღარ ვენდობი.
ნოემბრის სიო უბერავს ჭადრებს,
მარტო ვარ სახლში (ისევ დავთვერი)
ყველა კეთილი მეგონა ადრე,
ახლა მაცინებს ეს ყველაფერი.
ეს სიყვარულიც დრო და დრო მთელავს,
იქნებ გულშიაც ვერ დავატიო,
ერთ დროს შევუნდე ცოდვები ყველას,
ახლა ჩემ თავსაც ვეღარ ვპატიობ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев