ელადა გადაარჩინეს ზევსმა და კატაპულტებმა, ქართველთა ოდისევსი კი არასდროს არ დაბრუნდება და წაღმა ჩვენი ბორბალი არასდროს არ დაბრუნდება, - თუ არ ვიქნებით ჭკვიანად, - ურემიც გადაბრუნდება და მთაწმინდაზე ილია - საფლავში გადაბრუნდება.
თუნდაც ზაზას დაარქვათ იზა ანუ იზაბელ, მაინც ვერ შეგვაძულებთ ცისფერს ანუ ცისა ფერს. როგორც უკვე შეთანხმდნენ ეს ბერი და ის ბერი, წითელმა და წითლებმა შეგვაყვარეს ცისფერი.
ქალის სხეულის ყველაზე საინტერესო წერტილი აღმოაჩინა, მას შემდეგ ოცნებობს გულდაწყვეტილი და ალმაცერად უყურებს სხვა წერტილსა და წერტილებს და განუწყვეტლივ ოცნებას ვერავინ შეაწყვეტინებს.
იყო სოფლის ბოზანდარა: ბოსტანშიც და ბოსტანთანაც!.. ხელოსანთან! - ცხენოსანთან! - წვეროსანთან! - მოზარდთანაც!.. საქმოსანთან! - კალმოსანთან! - ყალმოსანთან! - მგოსანთანაც!.. ზოგჯერ უგვირგვინოსთან და ზოგჯერ გვირგვინოსანთანაც! - მოდიოდა თითქოს წყლის და თითქოს წამლის მოსატანად - ერთი კალთამადლიანი ანუ ანდამატიანი, - როგორც აქებს პოეტი და როგორც ამკობს მატიანე.
გავუსწორე ხასიათი და შვილიშვილს დავემალე, მიპოვნის თუ ვერ მიპოვნის, დამთავრდება დავა მალე. და მე კითხვა ამიხირდა - სარისკო და სავერანო: ამას დავემალე, მარა იმას როგორ დავემალო, ვისაც ჩასაფრებული ჰყავს ცელიანი მცელავები და სამოცდამეთორმეტე სამალავში ვემალები.
უნდა მივატოვო "კაბაკები", უნდა შევაგროვო კაპიკები, უნდა გიყიდო მე შენ ია და მოგიტანო მე შინ ია, - არ მეშინია გაფიქრების, არ მეშინია ჩაფიქრების, - გადაფიქრების მეშინია.
მერს არ მოსწონს ეიფელის ჯართი, კათალიკოსს - აზარტი და კარტი. გარეშემო მთები ალაგია, იმუქრება ჭადრის ალერგია. ურწმუნოებს მოძღვრავს ასტროლოგი: წიწამური ურჩევნია ლოგინს. გლეხკაცს დარბაზს ურჩევნია სეფა, ადამს ევა აღარ ევასება. ლექსი ვეღარ იტანს იასამნებს, მესამესაც მალე მიასამებს. აუყვირდა პარტერს იარუსი, აუხირდა შექსპირს დიდი რუსი. მწევარივით სიტყვა დაიძაბა მსტოვარივით უთვალთვალებს უღრანს, ახლა, ვისაც აღარ მოსწონს საბა, შეუძლია დაუჯეროს სულხანს.
ქუთაისი მამღვრევს, როგორც სტიქია, ქუთაისი - ჩემი ნარკოტიკია. სადაც მოდის ალი-კვალი "არგოსი", იქ მამშვიდებს ერთადერთი ნარკოზი. მედეა - და არა ანასტასია - მანანავებს, როგორც ანესთეზია. რეფრენები მესმის კაი-კაები, ღვინოსავით მეკიდება კაიფი. და თუ აყალ-მაყალები ავტეხო, მაპატიეთ, არგო-ნარკო-ნავტებო!
გამახსენეს ძმაკაცებმა შორეული გატაცება, იქაური გატაცება, ბედაური სადაც ება. ძილი აღარ მეძინება, არც სიცილი მეცინება, - ვინც არ უნდა შემეცილოს, სწორედ იგი მეცილება. დრომ მრავალი გატაცება დაწება და გადაწება. შემარიგა მამაცებთან: შიში ვეღარ მამარცხებდა... ვა რა მწარედ გამახსენდა თვითმფრინავის გატაცება!
ისე აგიდგეთ გვერდები, როგორც აშკარად ვბერდებით. ისე აგიდგეთ გვერდები, როგორც გვერჩით და გვედრებით და როგორც კადნიერდებით, ისე აგიდგეთ გვერდები. არაფერს არ გევედრებით და, როგორც ჩქარა ვბერდებით, ისე დაგიდგეთ თვალი და ისე აგიდგეთ გვერდები.
რაც დრო გადის და რაც უფრო ვბერდები, რაც უფრო მეტ ბებერს შევეფეთები და რაც უფრო სწუხან ახალბედები, - უფრო ხშირად მავიწყდება გოეთე და უფრო ხშირად მახსენდება პეტეფი.
ავსა კაცსა
ვერ შევსვამ შენს სადღეგრძელოს, რად მინდა აგიტაცია, შენს ჭიშკარს უნდა ეწეროს: "ეზოში ავი კაცია!"
შიდსი
გათამამდა ყმა იგი და გაძვრა, როგორც პაიკი და უცხო ტურფას აეკიდა და ეგრევე აიკიდა: თბილისში ჩამოგვიტანა კუნძულ იამაიკიდან.
რაკი წარსულს გადახედე, ცოტა უნდა გათავხედდე, ვიდრე თავხედების ურდო მამულს გაგიპარტახებდეს. გადახედე გადასახედს და პირჯვარი გადასახე, თუ სულხანს ვერ გააგონებ, სულხან-საბას გადასძახე. ბერი მირონს ამირონებს, ერი მერანს ამერანებს, ვინც დააბა, ის აუშვებს ამირანს და ამირანებს. შენც შეგეძლო გედავა და გეთავა და გეთამადა - ყოვლის მიუხედავად და უკან მიუხედავადაც. წინ სამიზნე ჩინარია და მძინარე მდინარეა, უკან აღარ მიიხედო: წინაპრებიც წინ არიან!
ხიბლავენ წარმოსახვანი: ღირსია ჯვარზე აყვანის! სცეს თუ არა სცეს თაყვანი, ღირსია ჯვარზე აყვანის! დასრულდა წყლისა ნაყვანი: ღირსია ჯვარზე აყვანის! და თუმცა უცხო მუხასთან დაირწა მისი აკვანი, მას საქართველო უყვარს და ღირსია ჯვარზე აყვანის! ღირსია ცაზე აყვანის! ღირსია ცამდე აყვანის! ღირსია ცაში აყვანის!
შემომაბერდნენ ლექსები, ჩარითმეს წიგნის არშია: ეჰ, ჩემი უმრავლესობა უკეთეს ქვეყანაშია. თავისუფალთა ზონიდან მივდივარ ნაცნობ ნაძვებთან, გამიწყრა ტელეფონი და სალამი გამინაწყენდა. ასაკმა დამისურათა ოთხივე აღმოსავლეთი: ვარსკვლავთა დიქტატურა და გაქვავებული სალუტი. ვარამი შემომეყარა, გრძელია მისი არსება, უარესების ქვეყანა ვარსკვლავებს ეთამაშება.
მე მომკლავს არა კაცი, არამედ - არაკაცი, წავა და გაერევა მკვლელების მარაქაში. ბევრნი არიან, ბევრებს მიემატება ჩემიც, მეორედ დააბერებს მესამე განაჩენი... კარგი! მოგცლია ერთი, ვინ გაძლევს გარანტიას: ვის დაკარგვიხარ, შენთვის ვინ გააფუჭებს ტყვიას?! სხვამ მოიდრიკოს მუხლი ან თავი მოისაწყლოს, - შენ ვერ ასცდები მუხის სარეცელს ანუ საწოლს.
ისე გამოჩნდა მწიფე ვენახი, თითქოს პირველად ზღვა დავინახე. მე რომ პირველად ზღვა დავინახე, სუყველაფერი გადავინახე. გადავაყოლე ნატამალიც და სუყველაფერი გადამავიწყდა. ევაღა დარჩა, ადამიღა და სუყველაფერი გადამიყვარდა. და ახლა ძნელი გასარჩევია წლების ოქრო და წლების ნაგავი, აღარაფერი არ დამრჩენია - გადასარევად დასანახავი.
ღვინოს და ღვინის მასალას ყიდიან ორი ტარიფით, ლექსებსაც - ხაშლამასავით - ჩადგმით და ჩამოტარებით. არტერია და აორტა, ჭადარი და ნაჭადრევი, კაცი და კაცი გაორდა ჩაყოლითა და ჩათრევით. თქვენ - თვითონ მოავარაყეთ სინდისის ნაკარნახევი, ფეხის ხმას სხვისას არ აჰყვეთ, გულისთქმას თქვენსას აჰყევით. თუმცა - დასცინის გვირგვინებს და ათასების წინაშე გაორებული ღიღინებს - გაოცებულის ჯინაზე, - ღამეში - კელაპტარივით - ანთია ფაცხა მეგრული, ფაცხიდან გვებლატავება ძალიან გასამებული.
როდესაც დავიზაფრები, მართობენ კალამბურები, ცხენებთან ერთად - ზღაპრები მშველიან - არაბულები. და როცა გავეჯიბრები უცხოს და არა ჩვენიანს, ზღაპრებზე მეტად - ციფრები არაბულები - მშველიან. ვუსმენ რიონისპირელი - როგორც გელათის მეზარე, მეთამაშება პირველი, მეალერსება მესამე. გავყურებ ალავერდიდან: პაექრობს აღმოსავლეთი: ათასთან - ათასერთი და მეცამეტესთან - ცამეტი. სარკეში ვათვალიერებ მეათე სამოციანელს: გვიწვევენ ბატალიები საომარ-სამოსიანებს: ვერ შევაჩერეთ - ტიალი ჩარხის უკუღმა ტრიალი, გადავაგორეთ მეოცე - ე-ჩემის-თვრამეტიანი. გზებიღა შემოგვრჩენია - ვერსიან-მილიანები, სამაგიეროდ - ჩვენია ვარსკვლავთა მილიონები.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 42
რომი გადაარჩინეს ბატებმა
ელადა გადაარჩინეს ზევსმა და კატაპულტებმა,
ქართველთა ოდისევსი კი არასდროს არ დაბრუნდება
და წაღმა ჩვენი ბორბალი არასდროს არ დაბრუნდება, -
თუ არ ვიქნებით ჭკვიანად, - ურემიც გადაბრუნდება
და მთაწმინდაზე ილია - საფლავში გადაბრუნდება.
თუნდაც ზაზას დაარქვათ იზა ანუ იზაბელ,
მაინც ვერ შეგვაძულებთ ცისფერს ანუ ცისა ფერს.
როგორც უკვე შეთანხმდნენ ეს ბერი და ის ბერი,
წითელმა და წითლებმა შეგვაყვარეს ცისფერი.
წერტილი
ქალის სხეულის ყველაზე საინტერესო წერტილი
აღმოაჩინა, მას შემდეგ ოცნებობს გულდაწყვეტილი
და ალმაცერად უყურებს სხვა წერტილსა და წერტილებს
და განუწყვეტლივ ოცნებას ვერავინ შეაწყვეტინებს.
კალთამადლიანი
იყო სოფლის ბოზანდარა: ბოსტანშიც და ბოსტანთანაც!..
ხელოსანთან! - ცხენოსანთან! - წვეროსანთან! - მოზარდთანაც!..
საქმოსანთან! - კალმოსანთან! - ყალმოსანთან! - მგოსანთანაც!..
ზოგჯერ უგვირგვინოსთან და ზოგჯერ გვირგვინოსანთანაც! -
მოდიოდა თითქოს წყლის და თითქოს წამლის მოსატანად -
ერთი კალთამადლიანი ანუ ანდამატიანი, -
როგორც აქებს პოეტი და როგორც ამკობს მატიანე.
დამალობანა
გავუსწორე ხასიათი და შვილიშვილს დავემალე,
მიპოვნის თუ ვერ მიპოვნის, დამთავრდება დავა მალე.
და მე კითხვა ამიხირდა - სარისკო და სავერანო:
ამას დავემალე, მარა იმას როგორ დავემალო,
ვისაც ჩასაფრებული ჰყავს ცელიანი მცელავები
და სამოცდამეთორმეტე სამალავში ვემალები.
შენ და შინ
უნდა მივატოვო "კაბაკები",
უნდა შევაგროვო კაპიკები,
უნდა გიყიდო მე შენ ია
და მოგიტანო მე შინ ია, -
არ მეშინია გაფიქრების,
არ მეშინია ჩაფიქრების, -
გადაფიქრების მეშინია.
მერს არ მოსწონს ეიფელის ჯართი,
კათალიკოსს - აზარტი და კარტი.
გარეშემო მთები ალაგია,
იმუქრება ჭადრის ალერგია.
ურწმუნოებს მოძღვრავს ასტროლოგი:
წიწამური ურჩევნია ლოგინს.
გლეხკაცს დარბაზს ურჩევნია სეფა,
ადამს ევა აღარ ევასება.
ლექსი ვეღარ იტანს იასამნებს,
მესამესაც მალე მიასამებს.
აუყვირდა პარტერს იარუსი,
აუხირდა შექსპირს დიდი რუსი.
მწევარივით სიტყვა დაიძაბა
მსტოვარივით უთვალთვალებს უღრანს,
ახლა, ვისაც აღარ მოსწონს საბა,
შეუძლია დაუჯეროს სულხანს.
ქუთაისი მამღვრევს, როგორც სტიქია,
ქუთაისი - ჩემი ნარკოტიკია.
სადაც მოდის ალი-კვალი "არგოსი",
იქ მამშვიდებს ერთადერთი ნარკოზი.
მედეა - და არა ანასტასია -
მანანავებს, როგორც ანესთეზია.
რეფრენები მესმის კაი-კაები,
ღვინოსავით მეკიდება კაიფი.
და თუ აყალ-მაყალები ავტეხო,
მაპატიეთ, არგო-ნარკო-ნავტებო!
კაცი, რომელიც იცინოდა
კახეთშია ორადორი მაჩხაანი,
ზემო-ქვემო, იწილო და ბიწილო და
ქუთაისში იყო ერთი მაჭყანია -
კაცი,
რომელიც იცინოდა.
უყვარდა მწყემსი ქაცვია
და არა კუდის ქიცინი, -
ყველაზე კაი კაცია -
კაცი, რომელიც იცინის.
ხიფათს ვერ გადაეყარა
და ჯავრი როგორ ეყარა? -
გაუცინარმა ხელმწიფემ
დაღუპა ბევრი ქვეყანა!
ძოწი იგივე მარჯანია,
მარჯანს ჰგავს ძმადნაფიცივით...
სადღაა შენი მაჭყანია? -
მაჭყანია მოკვდა სიცილით!
გატაცება
გამახსენეს ძმაკაცებმა
შორეული გატაცება,
იქაური გატაცება,
ბედაური სადაც ება.
ძილი აღარ მეძინება,
არც სიცილი მეცინება, -
ვინც არ უნდა შემეცილოს,
სწორედ იგი მეცილება.
დრომ მრავალი გატაცება
დაწება და გადაწება.
შემარიგა მამაცებთან:
შიში ვეღარ მამარცხებდა...
ვა რა მწარედ გამახსენდა
თვითმფრინავის გატაცება!
ჭირვეული ბებრების
მხიარული სიმღერა
ისე აგიდგეთ გვერდები,
როგორც აშკარად ვბერდებით.
ისე აგიდგეთ გვერდები,
როგორც გვერჩით და გვედრებით
და როგორც კადნიერდებით,
ისე აგიდგეთ გვერდები.
არაფერს არ გევედრებით
და, როგორც ჩქარა ვბერდებით,
ისე დაგიდგეთ თვალი და
ისე აგიდგეთ გვერდები.
* * *
რაც დრო გადის და რაც უფრო ვბერდები,
რაც უფრო მეტ ბებერს შევეფეთები
და რაც უფრო სწუხან ახალბედები, -
უფრო ხშირად მავიწყდება გოეთე და
უფრო ხშირად მახსენდება პეტეფი.
ავსა კაცსა
ვერ შევსვამ შენს სადღეგრძელოს,
რად მინდა აგიტაცია,
შენს ჭიშკარს უნდა ეწეროს:
"ეზოში ავი კაცია!"
შიდსი
გათამამდა ყმა იგი და
გაძვრა, როგორც პაიკი და
უცხო ტურფას აეკიდა
და ეგრევე აიკიდა:
თბილისში ჩამოგვიტანა
კუნძულ იამაიკიდან.
რაკი წარსულს გადახედე,
ცოტა უნდა გათავხედდე,
ვიდრე თავხედების ურდო
მამულს გაგიპარტახებდეს.
გადახედე გადასახედს
და პირჯვარი გადასახე,
თუ სულხანს ვერ გააგონებ,
სულხან-საბას გადასძახე.
ბერი მირონს ამირონებს,
ერი მერანს ამერანებს,
ვინც დააბა, ის აუშვებს
ამირანს და ამირანებს.
შენც შეგეძლო გედავა და
გეთავა და გეთამადა -
ყოვლის მიუხედავად და
უკან მიუხედავადაც.
წინ სამიზნე ჩინარია
და მძინარე მდინარეა,
უკან აღარ მიიხედო:
წინაპრებიც წინ არიან!
უცხო მოყმე ვინმე
ხიბლავენ წარმოსახვანი:
ღირსია ჯვარზე აყვანის!
სცეს თუ არა სცეს თაყვანი,
ღირსია ჯვარზე აყვანის!
დასრულდა წყლისა ნაყვანი:
ღირსია ჯვარზე აყვანის!
და თუმცა უცხო მუხასთან
დაირწა მისი აკვანი,
მას საქართველო უყვარს და
ღირსია ჯვარზე აყვანის!
ღირსია ცაზე აყვანის!
ღირსია ცამდე აყვანის!
ღირსია ცაში აყვანის!
ვაზიანი - ბასიანი
ბაზიანი სოფელია ვაზიანი,
ვასოს ჰგვანან ვასია და ვასიანი.
მწვანესავით ინიღბება მწვანიანი,
ვანოსავით - ვანია და ვანიანი.
ვაზიანის ბაზიანი პასიანსი
ვერასოდეს ვერ ჩაგვიყვანს ბასიანში.
შემომაბერდნენ ლექსები,
ჩარითმეს წიგნის არშია:
ეჰ, ჩემი უმრავლესობა
უკეთეს ქვეყანაშია.
თავისუფალთა ზონიდან
მივდივარ ნაცნობ ნაძვებთან,
გამიწყრა ტელეფონი და
სალამი გამინაწყენდა.
ასაკმა დამისურათა
ოთხივე აღმოსავლეთი:
ვარსკვლავთა დიქტატურა და
გაქვავებული სალუტი.
ვარამი შემომეყარა,
გრძელია მისი არსება,
უარესების ქვეყანა
ვარსკვლავებს ეთამაშება.
მე მომკლავს არა კაცი,
არამედ - არაკაცი,
წავა და გაერევა
მკვლელების მარაქაში.
ბევრნი არიან, ბევრებს
მიემატება ჩემიც,
მეორედ დააბერებს
მესამე განაჩენი...
კარგი! მოგცლია ერთი,
ვინ გაძლევს გარანტიას:
ვის დაკარგვიხარ, შენთვის
ვინ გააფუჭებს ტყვიას?!
სხვამ მოიდრიკოს მუხლი
ან თავი მოისაწყლოს, -
შენ ვერ ასცდები მუხის
სარეცელს ანუ საწოლს.
ზღვის გახსენება
ისე გამოჩნდა მწიფე ვენახი,
თითქოს პირველად ზღვა დავინახე.
მე რომ პირველად ზღვა დავინახე,
სუყველაფერი გადავინახე.
გადავაყოლე ნატამალიც და
სუყველაფერი გადამავიწყდა.
ევაღა დარჩა, ადამიღა და
სუყველაფერი გადამიყვარდა.
და ახლა ძნელი გასარჩევია
წლების ოქრო და წლების ნაგავი,
აღარაფერი არ დამრჩენია -
გადასარევად დასანახავი.
ღვინოს და ღვინის მასალას
ყიდიან ორი ტარიფით,
ლექსებსაც - ხაშლამასავით -
ჩადგმით და ჩამოტარებით.
არტერია და აორტა,
ჭადარი და ნაჭადრევი,
კაცი და კაცი გაორდა
ჩაყოლითა და ჩათრევით.
თქვენ - თვითონ მოავარაყეთ
სინდისის ნაკარნახევი,
ფეხის ხმას სხვისას არ აჰყვეთ,
გულისთქმას თქვენსას აჰყევით.
თუმცა - დასცინის გვირგვინებს
და ათასების წინაშე
გაორებული ღიღინებს -
გაოცებულის ჯინაზე, -
ღამეში - კელაპტარივით -
ანთია ფაცხა მეგრული,
ფაცხიდან გვებლატავება
ძალიან გასამებული.
იყო არაბეთს
როდესაც დავიზაფრები,
მართობენ კალამბურები,
ცხენებთან ერთად - ზღაპრები
მშველიან - არაბულები.
და როცა გავეჯიბრები
უცხოს და არა ჩვენიანს,
ზღაპრებზე მეტად - ციფრები
არაბულები - მშველიან.
ვუსმენ რიონისპირელი -
როგორც გელათის მეზარე,
მეთამაშება პირველი,
მეალერსება მესამე.
გავყურებ ალავერდიდან:
პაექრობს აღმოსავლეთი:
ათასთან - ათასერთი და
მეცამეტესთან - ცამეტი.
სარკეში ვათვალიერებ
მეათე სამოციანელს:
გვიწვევენ ბატალიები
საომარ-სამოსიანებს:
ვერ შევაჩერეთ - ტიალი
ჩარხის უკუღმა ტრიალი,
გადავაგორეთ მეოცე -
ე-ჩემის-თვრამეტიანი.
გზებიღა შემოგვრჩენია -
ვერსიან-მილიანები,
სამაგიეროდ - ჩვენია
ვარსკვლავთა მილიონები.