აღარავის სჭირდება მკვდარი პეიზაჟი: რა კაცი ხარ, ჩიტები გაგიფრინდნენ ცაში. ვიცი, აღარ დათვრები, რომ აიღო გეში: რა კაცი ხარ, დათვები დაგემალენ ტყეში. ვეღარც უკეთესების ნაფეხურებს წაშლი: რა კაცი ხარ, თევზები გაგიცურდნენ ზღვაში. ცის და მიწის კიბესთან ცისარტყელა გენთო... ყველა შენ გაგირბის და მე როგორღა გენდო?!
კარგად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
ცოლიც საყვარელია და საყვარელიც - საყვარელი, ცაში აღარ გელიან და შენდობასაც აღარ ელი: აქ ცოდვილთა ქალაქია: შიგ სკამები ალაგია: ზედ ათასი ევა ზის და ევა არცერთს არა ჰქვია
მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ხოკუსაის მთებზე ენთო
კოროს შარავანდედი,
იღვიძებენ
ვან გოგის და რენუარის ვარდები.
არც როდენის ქარი ჩანდა _
უთავისებურესი _ არც ვრუბელის
ღრუბელი და
არც რემბრანდტის ბურუსი.
ორი ფერი ბატონობდა
შერწყმით და შეთავსებით:
ხან სეზანის ფორთოხლები,
ხან მატისის თევზები.
ველასკესის მეძებარი
აღარავის უყეფდა,
ფიროსმანაშვილის
შველი იდგა რუსოს მუხებთან.
დორეს ედემს ფერს მატებდა _
ტინტორეტოს ედემი,
ვერონეხეს ლაჯვარდები
და პიკასოს მტრედები.
გადაევლო ცას
რუბენსის ცისარტყელა ხალასი,
ბოტიჩელის გაზაფხული
შედიოდა ძალაში.
შემოვიდა ცხრა ნაცნობი
და ბაღს დაეპატრონა
ტიციანის მადონა და
ვან ეიკის მადონა და
ვან დეიკის მადონა და
ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,
ჯოტოს, მიქელანჯელოს და
რაფაელის მადონა.
მე ამქვეყნად ადრეც გახლდით, გეახლებით მესამედაც,
ჯერ - მეორე წვევამდელთა ლეგიონი მესალმება.
ნეტავ ადრე რა მინდოდა ან ახლა რა მესაქმება?
ან - მესამე პაემანი ვის დამისვამს შესაქებად?
მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მერქვა და რა მერქმევა,
როცა - ორჯერ გახსნილი ცა - ერთხელ კიდევ გამერღვევა?
რა ვქნა, თუმცა არჩევანი თვითონ არ ამირჩევია,
იმ ქვეყანას - ეს ქვეყანა მერჩია და მირჩევნია.
ღმერთი მყავს და არ მჭირდება სხვა კერპი და სხვა ლიდერი,
დღევანდელი კვერცხიც მიყვარს და ქათამიც ხვალინდელი.
კარები რომ მიმიხუროთ და მიწიდან გამაძეოთ,
ციდან გამოგეცხადებით და მოვიგებ სანაძლეოს.
და მესამედ ვადღეგრძელებ უფლის სახლს და უფლის ოფისს:
ერთხელ მაინც დამაწყურვებს ჯამი სამი წუთისოფლის.
დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა, ბებერო,
სხვა მეტი რა დაგრჩენია: ცას უნდა გამოეკერო.
ვერც ამნისტია გიშველის და ვერც მსაჯული ნაფიცი,
კვლავ უფრო დაგიმძიმდება - დამძიმებული ნაბიჯი.
უნდა დააცხრო ფორტე და გაათამამო პიანო
და ამ გარეწარს სალამი არ უნდა დაუგვიანო
და იმ გარეწარს არასდროს არ უნდა შეეკამათო,
კატა - ვეფხვივით, ასკილი ვარდივით უნდა განათლო.
უნდა შეუნდო, რომელსაც წარსული დაუხურდავდა,
მუდამ უნდა და უნდა და, რაღა თქმა უნდა, უნდა და
უნდა იფიქრო ერთი და მეორე ილაპარაკო,
მესამე უნდა აქო და მეოთხე უნდა არ აქო
და, რაკი ვერ შეურიგდა სული მეცხრეს და მეათეს,
მიდის და გარეთ დარჩენილ სხეულს ჯართივით მიათრევს,
მოითხოვს ამნისტიას და დაეძებს ციხის გასაღებს -
ქუთაისელი, რომელიც თბილისში გადაასახლეს.
ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.
სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...
- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!
მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და
თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -
თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!
პოეტი პოეტის არქივში თავის გვარს ეძებს და შლის,
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს.
ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს -
თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს.
არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის, არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს, ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი, ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს. ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო: დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის, დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო: ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო, რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი, როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ. ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა, თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი, არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.
ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით:
ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.
მორთმეულია სამყარო გობით, სულო და გულო:
მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.
ხორვატებსა და ხომალდებს ქარი არხევს და არყევს
და ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.
სუეცი გინდა, ბი-ბი-სი, პანამა, სი-ბი-ესი,
მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.
კოლხეთს ვიხსენებ, მედეას, უკუღმა ტრიალს ჩარხის:
ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!
ერთი რომ მაინც ჰქონოდა არხი კაპიტან ნემოს?! -
კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს!
უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს: ენა ამისი ნამგალივით მოპირულია. უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს, თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია. "ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს": მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! - და გამოიხსნის ალანიას ალასანია, სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია. მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა: ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება. სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებია და ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან: ორასიანი ედავება - ასკარატიანს, მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია!
ჯართს მივამატეთ ჯართი და უროები და ნამგლები, მობრძანდნენ ახალუხლები - თამამები და ნაგლები, თამამებს მოჰყვნენ ახლები - ნაგლებზე არანაკლები, მერე მო-ვარდ-ნენ სხვები და გამართეს სხვა სპექტაკლები, - და რაც არ უნდა მომრავლდნენ ჯამბაზები და ანგლები, მე ვეღარ მოვიხიბლები და ვეღარც მოვიჩანგლები.
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა, ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა, რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი, რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში. მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია, რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია. რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი, არ იწურება ლიმიტი - დარდის და დარდუბალასი. რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო, ხელი არ მემორჩილება, არც - გული, ჩემო მურმანო: აბასთუმნის ტყეები, ხუდადოვის ხედები - ანტისამოთხეები ანუ ჯოჯოხეთები: დანომრილი ხეების და დათვლილი დღეების ტყეში მივეხეტები.
Комментарии 42
ვახტანგ ჯავახაძე
აღარავის სჭირდება
მკვდარი პეიზაჟი:
რა კაცი ხარ, ჩიტები
გაგიფრინდნენ ცაში.
ვიცი, აღარ დათვრები,
რომ აიღო გეში:
რა კაცი ხარ, დათვები
დაგემალენ ტყეში.
ვეღარც უკეთესების
ნაფეხურებს წაშლი:
რა კაცი ხარ, თევზები
გაგიცურდნენ ზღვაში.
ცის და მიწის კიბესთან
ცისარტყელა გენთო...
ყველა შენ გაგირბის და
მე როგორღა გენდო?!
ვახტანგ ჯავახაძე
კარგად არ მახსოვს,
არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო, -
მარტი იდგა თუ
მაისი,
დილა იყო თუ
საღამო;
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ
მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი;
რომელი ათასწლეული
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვდა თუ
სხეული,
შინაური თუ
გარეშე;
ზღვარი ჩანდა თუ
საზღვარი -
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყო თუ
სიზმარი,
ვიცინოდი თუ
ვტიროდი...
ვახტანგ ჯავახაძე
ცოლიც საყვარელია და
საყვარელიც - საყვარელი,
ცაში აღარ გელიან და
შენდობასაც აღარ ელი:
აქ ცოდვილთა ქალაქია:
შიგ სკამები ალაგია:
ზედ ათასი ევა ზის და
ევა არცერთს არა ჰქვია
(აქვს ფანტაზია ბავშვის...)
ვახტანგ ჯავახაძე
აქვს ფანტაზია ბავშვის,
ცაში დაეძებს სოროს,
სამსართულიან სახლში
მეცხრე
სართულზე
ცხოვრობს.
(განუწყვეტელი...)
ვახტანგ ჯავახაძე
განუწყვეტელი,
გადაბმული
წვიმების შემდეგ
საგარნიზონო ლაზარეთის მაღალ ფანჯრებში
ყველაზე კარგმა დასტაქარმა შემოიხედა.
(დეკაბრისტები...)
ვახტანგ ჯავახაძე
დეკაბრისტები
ებრძოდნენ ცბიერ მესაჭეს,
გული ეწვოდათ უცეცხლოდ...
ზოგი
სიკვდილით დასაჯეს,
ზოგი
დასაჯეს... სიცოცხლით.
(ზღვას მიუსაჯეს დუმილი...)
ვახტანგ ჯავახაძე
ზღვას მიუსაჯეს დუმილი,
მთვარეს _
ღრუბლების კატორღა,
ნაპირთან დარჩა კატარღა
და ერთადერთი კატაღა...
(მანეს იასამანთან და...)
ვახტანგ ჯავახაძე
მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ხოკუსაის მთებზე ენთო
კოროს შარავანდედი,
იღვიძებენ
ვან გოგის და რენუარის ვარდები.
არც როდენის ქარი ჩანდა _
უთავისებურესი _ არც ვრუბელის
ღრუბელი და
არც რემბრანდტის ბურუსი.
ორი ფერი ბატონობდა
შერწყმით და შეთავსებით:
ხან სეზანის ფორთოხლები,
ხან მატისის თევზები.
ველასკესის მეძებარი
აღარავის უყეფდა,
ფიროსმანაშვილის
შველი იდგა რუსოს მუხებთან.
დორეს ედემს ფერს მატებდა _
ტინტორეტოს ედემი,
ვერონეხეს ლაჯვარდები
და პიკასოს მტრედები.
გადაევლო ცას
რუბენსის ცისარტყელა ხალასი,
ბოტიჩელის გაზაფხული
შედიოდა ძალაში.
შემოვიდა ცხრა ნაცნობი
და ბაღს დაეპატრონა
ტიციანის მადონა და
ვან ეიკის მადონა და
ვან დეიკის მადონა და
ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,
ჯოტოს, მიქელანჯელოს და
რაფაელის მადონა.
მეზობლები
ვახტანგ ჯავახაძე
მეზობლები
რწყავენ პალმებს და კაქტუსებს,
მშვიდად ცხოვრობენ ასე:
ზოგი _
მეშვიდე სართულზე,
ზოგი _
მეშვიდე ცაზე,
პუტინი - პიტონი
ვახტანგ ჯავახაძე
აფხაზეთს ეპუტინება,
ოსეთსაც ეპუტინება,
ორთავეს ეპუტუნება,
ორთავეს ეპოტინება,
თითქმის მოგუდა ჩეჩნეთი:
ახრჩობს და ეპიტონება:
მონებად ებატონება:
გონება ებეტონება!
ჩვენ? - დედა ჩვენც გვეტირება,
თუ არ დავდექით ტინებად!
მე ამქვეყნად ადრეც გახლდით, გეახლებით მესამედაც,
ჯერ - მეორე წვევამდელთა ლეგიონი მესალმება.
ნეტავ ადრე რა მინდოდა ან ახლა რა მესაქმება?
ან - მესამე პაემანი ვის დამისვამს შესაქებად?
მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მერქვა და რა მერქმევა,
როცა - ორჯერ გახსნილი ცა - ერთხელ კიდევ გამერღვევა?
რა ვქნა, თუმცა არჩევანი თვითონ არ ამირჩევია,
იმ ქვეყანას - ეს ქვეყანა მერჩია და მირჩევნია.
ღმერთი მყავს და არ მჭირდება სხვა კერპი და სხვა ლიდერი,
დღევანდელი კვერცხიც მიყვარს და ქათამიც ხვალინდელი.
კარები რომ მიმიხუროთ და მიწიდან გამაძეოთ,
ციდან გამოგეცხადებით და მოვიგებ სანაძლეოს.
და მესამედ ვადღეგრძელებ უფლის სახლს და უფლის ოფისს:
ერთხელ მაინც დამაწყურვებს ჯამი სამი წუთისოფლის.
დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა, ბებერო,
სხვა მეტი რა დაგრჩენია: ცას უნდა გამოეკერო.
ვერც ამნისტია გიშველის და ვერც მსაჯული ნაფიცი,
კვლავ უფრო დაგიმძიმდება - დამძიმებული ნაბიჯი.
უნდა დააცხრო ფორტე და გაათამამო პიანო
და ამ გარეწარს სალამი არ უნდა დაუგვიანო
და იმ გარეწარს არასდროს არ უნდა შეეკამათო,
კატა - ვეფხვივით, ასკილი ვარდივით უნდა განათლო.
უნდა შეუნდო, რომელსაც წარსული დაუხურდავდა,
მუდამ უნდა და უნდა და, რაღა თქმა უნდა, უნდა და
უნდა იფიქრო ერთი და მეორე ილაპარაკო,
მესამე უნდა აქო და მეოთხე უნდა არ აქო
და, რაკი ვერ შეურიგდა სული მეცხრეს და მეათეს,
მიდის და გარეთ დარჩენილ სხეულს ჯართივით მიათრევს,
მოითხოვს ამნისტიას და დაეძებს ციხის გასაღებს -
ქუთაისელი, რომელიც თბილისში გადაასახლეს.
ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.
სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...
- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!
30 ვერცხლი
მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და
თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -
თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!
პოეტი პოეტის არქივში თავის გვარს ეძებს და შლის,
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს.
ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს -
თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს.
არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,
არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,
ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,
ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.
ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის
მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:
დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,
დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:
ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური
და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,
რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,
როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.
ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,
თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,
არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და
ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.
აიეტი! - აიეტი!
ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით:
ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.
მორთმეულია სამყარო გობით, სულო და გულო:
მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.
ხორვატებსა და ხომალდებს ქარი არხევს და არყევს
და ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.
სუეცი გინდა, ბი-ბი-სი, პანამა, სი-ბი-ესი,
მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.
კოლხეთს ვიხსენებ, მედეას, უკუღმა ტრიალს ჩარხის:
ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!
ერთი რომ მაინც ჰქონოდა არხი კაპიტან ნემოს?! -
კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს!
უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს:
ენა ამისი ნამგალივით მოპირულია.
უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს,
თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია.
"ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს":
მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! -
და გამოიხსნის ალანიას ალასანია,
სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია.
მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა:
ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება.
სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებია
და ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან:
ორასიანი ედავება - ასკარატიანს,
მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია!
ჯართს მივამატეთ ჯართი და უროები და ნამგლები,
მობრძანდნენ ახალუხლები - თამამები და ნაგლები,
თამამებს მოჰყვნენ ახლები - ნაგლებზე არანაკლები,
მერე მო-ვარდ-ნენ სხვები და გამართეს სხვა სპექტაკლები, -
და რაც არ უნდა მომრავლდნენ ჯამბაზები და ანგლები,
მე ვეღარ მოვიხიბლები და ვეღარც მოვიჩანგლები.
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,
ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა,
რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი,
რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში.
მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია,
რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია.
რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი,
არ იწურება ლიმიტი - დარდის და დარდუბალასი.
რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო,
ხელი არ მემორჩილება, არც - გული, ჩემო მურმანო:
აბასთუმნის ტყეები,
ხუდადოვის ხედები -
ანტისამოთხეები
ანუ ჯოჯოხეთები:
დანომრილი ხეების
და დათვლილი დღეების
ტყეში მივეხეტები.