ნისლი… ქარი… საშინელი ამინდი… ფოთოლმოყრილი ბილიკები და საშინლად ჩუმი ტბა… საცოდავად მიკუნტული და გაყინული, გაშიშვლებული ხეები… ნისლი… ისეთი ნისლი, რომ გარშემო ვერაფერს ხედავ… სიარული… უაზრო, მაგრამ აზრიანი და… მიზანი… კანტიკუნტად მოსიარულე წყვილის… მორბენალის… სიარული…. რომელიც მთელი საღამო გრძელდება… რომელიც არასდროს მთავრდება… სიცივე… რომელსაც ვერ გრძნობ… გაყინული სხეული და გაყინული გრძნობები… რომელსაც მხოლოდ სითბო თუ გაალღვობს…
ისევ ამოვა... აენთება... გაშლის ფერებად... ამოანათებს და ცხოვრებაც მოგეფერება... მერე წამოვა, იმედები და ოცნებები... ნაღდი გრძნობები... სავსე ვნებებით...
მერე დაიწყებს... რომ არ იყოს, მერე გვიანი... რომ აღარ გითხრას, დაიგვიანე...
ისევ ამოვა... ისევ მოვა ათას ფერებად... და ძარღვებიც, უსაშველოდ დაებერება... ამოანათებს კაბადონზე და გადმოკიდებს... სითბოსთან ერთად, ნარნარა სხივებს... ამოანათებს, აენთება... ისევ ამოვა... დამიჯერე ყველაფერი... მართლა გამოვა...
ისევ მოვედი და თვალები გავახილე... უჩვეულოდ მეჩვენა აქაურობა... თითქოს შეცვლილაო... თვალები გავახილე და თვალებს არ დავუჯერე... ნუთუ ეს მე ვარ... ნუთუ... თვალები ისევ დავხუჭე... მერე ისევ გავახილე... არა ეს, მე ვარ... მაგრამ მე ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს... მე სხვა ვიყავი... აშკარად სხვა... ეხლა სხვა ვარ... განსხვავებული და... ამოუცნობი... ჩემს თავს ვერ ვცნობ... ნუთუ მეჩვენება?... ნუთუ ისევ სიზმარში ვარ... ნუთუ ისევ მძინავს... თვალებს რაც შეიძლება მაგრად ვხუჭავ... ისე, რომ ძარღვები დამებეროს... სისხლი ტვინს აწვება... მერე ისევ ვახელ... არა, ყველაფერი რეალობაა... თვალებს კიდევ უფრო ფართოდ ვახელ... უფრო კარგად მინდა დავინახო ყველაფერი... მინდა უფრო კარგად შევიცნო რეალობა... მიხარია რომ, ისე მოვედი... მეყო ამდენი ძილი... ამდენი უიმედობა... ამდენი უძრაობა... ისევ მოვედი... თვალებს უფრო ფართოდ ვახელ და ვმშვიდდები... ეს მე ვარ...
მომეცი ხელი... ამომიყვანე.. აქ უსაშველოდ ბნელა... საშინელი სიმარტოვეა და საოცარი უიმედობა... მომეცი ხელი... მომეცი... თორემ დავრჩები ასე... ნუთუ ვერ მხედავ?... ხელგამოწვდილი ვდგავარ და გიცდი... აღარ მინდა ამ სიბნელეში... სინათლე მინდა... ცხოვრება მინდა... სიცოცხლე მინდა... აქ კი წყვდიადია... და მეშინია... მეშინია... მერამდენედ მოდიხარ და მიყურებ ასე... ზემოდან... შეგიძლია ამომიყვანო... შეგიძლია გამათავისუფლო... მეც მინდა თავისუფლება... სულ მარტო ვდგავარ... ბილიკი ვიწროა და თან ეკლიანი... ყოველ წაბარბაცებაზე, სხეული მეკაწრება... სისხლი იარებიდან ღვარად მდის... მაგრამ თავისუფლების სურვილი იმდენად დიდია... ვეღარ ვგრძნობ ტკივილს... მომეცი ხელი... აქ არ დამტოვო... აქ აღარ მინდა...
...მინდოდა თითქოს და არც მინდოდა... ვხედავდი თითქოს და არც ვხედავდი... მესმოდა თითქოს და არც მესმოდა... მივდიოდი თითქოს და არც მივდიოდი... არადა მინდოდა კიდეც... ვხედავდი... მესმოდა.... და... მივდიოდი კიდეც...
წვიმდა თითქოს და არც წვიმდა... წვეთები თითქოს მეცემოდა და არც მეცემოდა... მციოდა თითქოს და არც მციოდა... მზე თითქოს ანათებდა და არც ანათებდა...
Комментарии 7
წაშლილი კვალი… გადათელილი კვალი… ღამე… ლამპიონების მკრთალი ნათება… ხეების აჩრდილები ღამეში… და წვეთები… აქა იქ რომ ეცემიან… სივრცე… უსაშველოდ დიდი სივრცე… ბილიკი… საცალფეხო ბილიკი… შენობებიდან გამოსული მკრთალი სინათლე და… წყვილი ფეხის საოცრად შეხმატკბილებული ხმა… მთვარე…. ნისლში დაფარული ნახევრად მთვარე… ცის კაბადონზე შავად მოქუფრული ღრუბლები…. ლანდები… ქუჩაში მოსიარულე ლანდები… ცივი ლანდები, ცივ ღამეში… გაყინული მზერა და გაყინული გულები… ლოდინი, უსაზღვროდ დიდხანს ლოდინი…
ნისლი… ქარი… საშინელი ამინდი… ფოთოლმოყრილი ბილიკები და საშინლად ჩუმი ტბა… საცოდავად მიკუნტული და გაყინული, გაშიშვლებული ხეები… ნისლი… ისეთი ნისლი, რომ გარშემო ვერაფერს ხედავ… სიარული… უაზრო, მაგრამ აზრიანი და… მიზანი… კანტიკუნტად მოსიარულე წყვილის… მორბენალის… სიარული…. რომელიც მთელი საღამო გრძელდება… რომელიც არასდროს მთავრდება… სიცივე… რომელსაც ვერ გრძნობ… გაყინული სხეული და გაყინული გრძნობები… რომელსაც მხოლოდ სითბო თუ გაალღვობს…
ისევ ამოვა... აენთება... გაშლის ფერებად... ამოანათებს და ცხოვრებაც მოგეფერება... მერე წამოვა, იმედები და ოცნებები... ნაღდი გრძნობები... სავსე ვნებებით...
მერე დაიწყებს... რომ არ იყოს, მერე გვიანი... რომ აღარ გითხრას, დაიგვიანე...
ისევ ამოვა... ისევ მოვა ათას ფერებად... და ძარღვებიც, უსაშველოდ დაებერება... ამოანათებს კაბადონზე და გადმოკიდებს... სითბოსთან ერთად, ნარნარა სხივებს... ამოანათებს, აენთება... ისევ ამოვა... დამიჯერე ყველაფერი... მართლა გამოვა...
ისევ მოვედი და თვალები გავახილე... უჩვეულოდ მეჩვენა აქაურობა... თითქოს შეცვლილაო... თვალები გავახილე და თვალებს არ დავუჯერე... ნუთუ ეს მე ვარ... ნუთუ... თვალები ისევ დავხუჭე... მერე ისევ გავახილე... არა ეს, მე ვარ... მაგრამ მე ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს... მე სხვა ვიყავი... აშკარად სხვა... ეხლა სხვა ვარ... განსხვავებული და... ამოუცნობი... ჩემს თავს ვერ ვცნობ... ნუთუ მეჩვენება?... ნუთუ ისევ სიზმარში ვარ... ნუთუ ისევ მძინავს... თვალებს რაც შეიძლება მაგრად ვხუჭავ... ისე, რომ ძარღვები დამებეროს... სისხლი ტვინს აწვება... მერე ისევ ვახელ... არა, ყველაფერი რეალობაა... თვალებს კიდევ უფრო ფართოდ ვახელ... უფრო კარგად მინდა დავინახო ყველაფერი... მინდა უფრო კარგად შევიცნო რეალობა... მიხარია რომ, ისე მოვედი... მეყო ამდენი ძილი... ამდენი უიმედობა... ამდენი უძრაობა... ისევ მოვედი... თვალებს უფრო ფართოდ ვახელ და ვმშვიდდები... ეს მე ვარ...
მომეცი ხელი... ამომიყვანე.. აქ უსაშველოდ ბნელა... საშინელი სიმარტოვეა და საოცარი უიმედობა... მომეცი ხელი... მომეცი... თორემ დავრჩები ასე... ნუთუ ვერ მხედავ?... ხელგამოწვდილი ვდგავარ და გიცდი... აღარ მინდა ამ სიბნელეში... სინათლე მინდა... ცხოვრება მინდა... სიცოცხლე მინდა... აქ კი წყვდიადია... და მეშინია... მეშინია... მერამდენედ მოდიხარ და მიყურებ ასე... ზემოდან... შეგიძლია ამომიყვანო... შეგიძლია გამათავისუფლო... მეც მინდა თავისუფლება... სულ მარტო ვდგავარ... ბილიკი ვიწროა და თან ეკლიანი... ყოველ წაბარბაცებაზე, სხეული მეკაწრება... სისხლი იარებიდან ღვარად მდის... მაგრამ თავისუფლების სურვილი იმდენად დიდია... ვეღარ ვგრძნობ ტკივილს... მომეცი ხელი... აქ არ დამტოვო... აქ აღარ მინდა...
მზეზე ვთბები და... შენი თმები და... შენი ღიმილი... შენი თვალები... შენი თითები... შენით ვტკბები და... შენთვის ვმღერი და... მომაქვს ვარდები...
მზეზე ვთბები და... შენი ბედი და... შენი ნაღველი... შენი ტანჯვები... შენზე ვლოცულობ... შენით ვთვრები და... მრავალათასჯერ განაწვალები...
მზეზე ვთბები და... შენი თმები და... შენი უმანკო, სულის განცდები.. შენი მზერა და.... შენი სუნთქვა და... შენი ტანი და.... შენი ღაწვები...
მზეზე ვთბები და... პალიტრა მათრობს... მეძახის ფუნჯი... მუდამ თანმდევი... შენი ცქერა ვარ... შენი აზრი და... შენი უფერო პეიზაჟები...
მზეზე ვთბები და... მზეში ვრჩები და...
...მინდოდა თითქოს და არც მინდოდა... ვხედავდი თითქოს და არც ვხედავდი... მესმოდა თითქოს და არც მესმოდა... მივდიოდი თითქოს და არც მივდიოდი... არადა მინდოდა კიდეც... ვხედავდი... მესმოდა.... და... მივდიოდი კიდეც...
წვიმდა თითქოს და არც წვიმდა... წვეთები თითქოს მეცემოდა და არც მეცემოდა... მციოდა თითქოს და არც მციოდა... მზე თითქოს ანათებდა და არც ანათებდა...
სიცოცხლე მინდოდა თითქოს და არც მინდოდა...