Предыдущая публикация
სხეულს ელეწება ვნების ქარიშხალი,
თუკი,ბედისწერამ ჯიბრი გაპატია,
მოდი,სიყვარულის ფიცზე ამიშარდი.
ტანში გაიზმორა რწმენის აგონიამ,
ფიქრში შემოთენდა ღამე ჭირვეული,
ვგონებ დავიცალე,გაქრა ჰარმონია,
ფეხქვეშ გაითელა ჟამი ღირსეული.
ბედის სარეცელზე სევდა მოვიწვინე,
სახეს შეეყინა ფლიდი ირონია,
მოდი,შემოთენდა შენი განთიადი,
საზღვრებს ეს ვნებები მისით იპოვნიან.
ფანჯრებს თითით ვამჩნევ უცნობ მონახაზებს,
წვიმას შენი ცრემლი მძევლად გაჰყოლია,
ისე გაუცხოვდი,წარსულს დაემალე,
აწმყოს დაურღვიე მშვიდი ჰარმონია.
თითქოს დედამიწა მოსწყდა ორბიტიდან,
ზეცამ ვარსკვლავთცვენა ვეღარ შეაჩერა,
გაშლილ ხელისგულზე დავსვი არსებობა,
გულმა სიყვარული მაინც შემაჩეჩა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев