-ჩემი მარადიული ტკივილი......
არა მარტო ჩემი,არამედ სრულიად საქართველოს ტკივილია....
მოკვეთილი კუთხეები-სამაჩაბლო და აფხაზეთი....
დაგვიჩეხეს მამული,რომელიც ყველას გვაერთიანებს.....
თითოეული ადამიანი განსხვავებულ ტკივილს ატარებს.......
ზოგმა შვილი დაკარგა, ზოგმა – მეუღლე, ზოგმა – ძმა, ზოგმაც – ყველა და ყველაფერი, მაგრამ არის საერთო.....
- ვკარგავთ სამშობლოს ....
ხო, არ მოგესმათ....
ვკარგავთ და სამწუხაროდ გზა არა ჩანს...
ის ჭეშმარიტი გზა, რომელი გზაც უნდა გავიაროთ გადარჩენისთვის!
(ომი აფხაზეთში დაიწყო 14 აგვისტოს (ჯვრის შემოყვანების დღეს და დამთავრდა ჯვართამაღლების დღეს,27 სექტემბერს).....
რამდენ სათქმელს იტევს ეს ორი დღე) :(
+++
წლობით დაგროვილი სევდა
ლექსში ვაწყე ... ვაგუგუნე.
იმ წალკოტის გასაღები.
ვეცადე...ვერ დავიბრუნე.
ვამბობთ-ძმათამკვლელი ომი.
რა ადვილად არის თქმული.
ძმების, ვისაც ერთი გვჰქონდა.
მწუხრიცა და სიხარული.
გამარჯვებულს ვეღარ ვხედავ.
ყველას თვალის ასახელად.
მხოლოდ შვილები გავწირეთ.
ვინც სამშობლო გვისახელა.
ჯვარს არ ვეცით ჩვენ თაყვანი.
მიტომ მძიმედ დაგვიფასდა.
ენგურს გაღმა და გამოღმა.
ავიკიდეთ ცოდვის დასტა.
ცალ-ცალკე ვერ გადავრჩებით.
ვერ მივიღებთ უფლის საზრდოს.
უნდა შვილმა შეგვარიგოს.
ჩვენ რომ უნდა გამოვზარდოთ.
დროა, ძმებო გავიღვიძოთ!
ჩავეხუტოთ ერთურთს გულში.
ღმერთო, ღმერთო გევედრები!
დამაბრუნე ჩემს მამულში!
.....................................................
ლია ქებურია

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1