აცივდა...შემომხვიე თბილი ხელები,
შემომაფარე იმედები დაფლეთილ გულზე,
გაზაფხულამდე სული რწმენით მიმატანინე
წლები ფიფქებად მადნებიან ცივ ხელისგულზე,
შენთან მამყოფე დარჩენილი წუთისოფელი,
არ მიმატოვო და აღარსად აღარ გამიშვა,
გადამავიწყე ეს ჭაღარა,კვლავ გამაგიჟე,
შენი ძლიერი მკლავი მინდა ისევ ბალიშად.
გამითბე გული, შენზე ნატვრით ამღერებული,
ლექსები კვლავაც მხოლოდ შენზე დამაწერინე,
ჩამყე წყაროზე,გავიხსენოთ ახალგაზრდობა,
ოღონდ ამჯერად წყალს ნამდვილად დაგალევინებ.
შემომაფარე შენი მხრები,როგორც გჩვეოდა,
სანამ ნატვრის ხეს იმედები სულ მთლად დასცვივდა,
მოდი და ერთად დაველოდოთ გამოზამთრებას,
მიჭირს უშენოდ,თანაც ხედავ,როგორ აცივდა.
ნანა მეტრეველი https://www.youtube.com/watch?v=89N7uFGDRtU #NanaMetreveli

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев