–––––––––
კითხვა: შეიძლება ვიფიქროთ, რომ კეთილი მაჰმადიანები და წარმართები ცხონდებიან?
პასუხი: შეცდომაა იმის ფიქრი, რომ კეთილი მაჰმადიანები და წარმართები გადარჩებიან, ცხონდებიან, ეს იგი უფალს მიეახლებიან. ეკლესია მუდამ აღიარებდა, რომ ხსნის გზა ცხონების ერთადერთი საშუალება გამომხსნელი მაცხოვარია. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)
კითხვა: შეიძლება ვიფიქროთ, რომ კათოლიკეები გადარჩებიან?
პასუხი: წმიდა პაფნუტი ბოროველმა ჯოჯოხეთში იხილა ლიტველი თავად ვიტოვტა, რომელიც იქ მცდარი კათოლიკური სარწუნოებისთვის მოხვდა. (მღვდელი ვალენტინი მორდასოვი)
კითხვა: რატომ არ შეიძლება თანაზიარობა კათოლიკეებთან?
პასუხი: ვინ არ ისურვებდა კათოლიკეებთან და ლუთერანებთან თანაზიარობას და მათთან ერთად ქრისტეში ერთ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთ საზოგადოებაში ყოფნას?! მაგრამ ჩამოთვლილ ეკლესიათა რომელი წევრი, განსაკუთრებით კი მათი მაღალი იერარქები - პაპები, კარდინალიები, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, ანდა ქსენძები, პასტორები - თანხმდებიან, გაემიჯნონ თავიანთ ცდომილებას? არა. ჩვენ კი ერეტიკულ სწავლებას ვერ დავეთანხმებით ისე, რომ ამან ჩვენს სულს არ ავნოს. მიდი და სცადე თანაზიარობა!... განა შეიძლება ტყუილისა და ჭეშმარიტების შეთანხმება?! (წმ. იოანე კრონშტადტელი).
კითხვა: გადარჩებიან მწვალებლები, კათოლიკეები, ლუთერანები, პროტესტანტები?
პასუხი: მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესია მწვალებლობას მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს. იგი აღიარებს რომ მწვალებლობის საშინელი სენით დაავადებული ადამიანი სულით მკვდარია, ღვთიურ მადლსა და ხსნის შანსს მოკლებულია, რადგან იგი ეშმაკთან ერთობაშია. ქრისტიანობის არასაკმარისი ცოდნისას ადამიანმა შეიძლება მიიღოს და შეითვისოს ეს არასწორი ღვთისმგმობი აზრი ჭეშმარიტებად და მასთან ერთად შეითვისოს მარადიული დაღუპვა. ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, საჭირო გახდა ქრისტიანობის შესწავლა. (მღვდელი ვალენტინი მორდასოვი)
კითხვა: როგორ ექცევა ჩვენი ეკლესია კათოლოკეებს?
პასუხი: ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ერეტიკოსებად მიიჩნევს (წმ. მაკარი ოპტინელი).
კითხვა: რა ხვედრი ელით უმეცარ ქრისტიანებს?
პასუხი: ქრისტიანებმა არ იციან ქრისტიანობა, იმიტომ რომ არ სწავლობენ მას - არ კითხულობენ, არ ეკითხებიან არავის; საერთოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ განკაცებული ღმერთის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვას, ღვთის ამ დიდ საქმეს ფეხქვეშ თელავენ, იმიტომ, რომ არ ზრუნავენ და არ ფიქრობენ თავის ცხონებაზე. უგულებელყოფენ რა ღვთის ნაბოძებს, ისინი მთლიანად გადაყოლილნი არიან ამაოებას, რაც იგივე ხიბლი და კერპთაყვანისმცემლობაა. მაჰმადიანებს უფრო მეტი შვება ექნება ღვთის სამსჯავროზე, ვიდრე ამგვარ ქრისტიანებს (წმ. ტიხონ ზადონელი).
კითხვა: როგორ გაიგონ ერის ადამიანებმა ჭეშმარიტი რწმენა? (რადგან მართლმადიდებლები მას სულიწმიდის მადლით შეიცნობენ)
პასუხი: ყოველ რწმენას დედამიწაზე სახელი ადამიანის სახელის მიხედვით ეწოდება: მაჰმადიანები - მუჰამედის, პაპისტები (კათოლიკები) - პაპის, ლუთერანები - ლუთერის მიხედვით იწოდებიან. ყველა აღმსარებლობა, რომელიც ადამიანის სახელებიდან წარმოიშვა და ამ სახელების გამო მათ პატივსაცემად იწოდება, ღვთიური არ არის, მათში ღმერთი არ არის, თუ კი რომელიმე ეს რწმენა ღვთიურია, მაშ ადამიანის სახელით რად იწოდება და მას რად ეთაყვანებიან?! ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება - ეს არის მართლმადიდებლობა, რადგან სახელწოდება თავად ღვთისაგან ქრისტესაგან წარმოდგება - ქრისტიანი ( წმ. თეოფანე დაყუდებული)
კითხვა: რომელია ცრუ რელიგიები?
პასუხი: ქვეყნად არსებული რელიგია, გარდა ერთადერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა, ცრუა და ადამიანს ვერ იხსნის. ცრუ რელიგია ხალხის დაცინვაა. სიკვდილის შემდეგ მეყსეულად გაცხადდება, თუ რამდენად საიმედო ყოფილა ის, რაზეც ადამიანს იმედი დაუმყარებია... რა შემაძრწუნებელი და შემზარავი იქნება მისი მდგომარეობა, როცა დაინახავს, რომ მოტყუებულია (წმ. თეოფანე დაყუდებული).
კითხვა: რატომ არის ბევრი აღმსარებლობა ქვეყნად?
პასუხი: ჩვენი ცხოვრების მტერი, ეშმაკი, შობს ურიცხვ ცრუ სწავლებას (ერესებს), სექტებსა და განხეთქილობებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს უფალს განაშორებს სამარადჟამოდ (წმ. იოანე კრონშტადტელი).

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев