ამაღლება (სახარების განმარტება)
––––––––––––
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.
---
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.
---
ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხ-მიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,
---
გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდი-ნე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.
---
ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.
---
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. (თ. 16, მ. 15-20)
---
განმარტება: დააკვირდი უფლის მცნებას: „ყოველ ქმნილებას უქადაგეთ“. არ უთქვამს უქადაგეთ მხოლოდ მათ ვინც შეისმენს, არამედ ყოველ ქმნილებას - შეისმენს თუ არა. „ვინც ირწმუნებს“ და ეს არ არის საკმარისი, არამედ „მოინათლება“ კიდეც; რამეთუ ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მონათლულა, არამედ რჩება კათაკმეველად, ის ჯერ კიდევ ვერ გადარჩება.
---
მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ეშმაკებს განასხამენ, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ, ანუ დასთრგუნავენ გველებს, როგორც გრძნობადს, ისე აზრობრივს, როგორც სხვა ადგილას არის ნათქვამი: „აი, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველებისა და მორიელების დასათრგუნავად. (ლუკა. თ. 10. მ. 19).
---
თუმცა, გამოთქმა „გველებს აიყვანენ“, შეიძება გავიგოთ სიტყვასიტყვითაც, რამდენადაც პავლემ, მაგალითად, აიყვანა ხელში გველი საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე (საქმე მოც. 28, 35).
---
„და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ“. ეს ბევრჯერ მომხდარა, როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ, რამეთუ მრავალნი, შხამის მიღებისას, ჯვრის გარდასახვის ძალით უვნებალნი რჩებოდნენ.
---
„ამრიგად, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან: „უფალი ეწეოდა მათ და ამტკიცებდა სიტყვას მომდევნო ნიშნებით“, ხედავ? ყველგან თავდაპირველად ჩვენი ქმედებაა, ხოლო როდესაც უმოქმედონი ვართ, ის არ თანამოქმედებს.
დააკვირდი იმასაც, რომ სიტყვას საქმე მოჰყვება და სიტყვა საქმეებით დაემტკიცება, ისევე როგორც მაშინ, მოციქულებთან სიტყვა დაემტკიცებოდა მისი შემდეგი საქმეებითა და ნიშნებით.
ჰოი, ქრისტევ სიტყვაო, ჩვენი სიტყვებიც, რომელსაც ჩვენ სათნოებათა შესახებ წარმოვსთქვამთ, საქმეებითა და საქციელებით, რომ დაემტკიცებოდეს, რათა ჩვენ სრულქმნილნი წარმოვმდგარიყავით შენი, ჩვენი ყველა სიტყვასა და საქმეში, თანამოქმედის წინაშე! რამეთუ შენდა შვენის დიდება, როგორც სიტყვითა, ისე საქმეთა შინა ჩვენთა, ამინ.
–––––––––––
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მარკოზის სახარების განმარტება (თავი მეთექვსმეტე)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев