იგი გამოხატავს ნებისმიერი სახის ჰუმანიზმის ნამდვილ არსს პაპიზმის მეთაურობით, ყოველივე ამას კი ერთი სახარებისეული სახელწოდება აქვს: მწვალებლობა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნაირგვარი მწვალებლობანი სრულიად ამახინჯებდნენ, ან მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ იესო ქრისტეს ნიშნებს, მაგრამ ეს ახალი ევროპული მწვალებლობები პაპიზმის წინამძღოლობით . საერთოდ უარყოფენ, ჩამოიშორებენ, განირიდებენ ძეს ღვთისას და მის ადგილზე სვამენ ადამიანს.
---
საქართველოს საპატრიარქოს ტრაპეზობა სექტანტებთან
––––––––––––
სახარება: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 10, 11).
---
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
---
უღმრთოდ იწოდება უღმერთო (ათეისტი - მთარგმ. შენ.), ან წარმართი, ხოლო ცოდვილად თუმც კი მორწმუნე, მაგრამ უკანონო და გარყვნილი ცხოვრებით მცხოვრები.
---
უშჯულო კი არის ის, რომელიც არა მხოლოდ თვითონ სცოდავს, არამედ სხვასაც ასნებოვნებს თავისი ავადმყოფობით.
---
დავით მეფე ნეტარს უწოდებს მას, ვინც განრიდებულია ამგვარი ხალხისაგან, რომელიც არა თანაზიარ ექნა უღმრთოებს ზრახვაში ჭეშმარიტი ღმერთის წინააღდმეგ, თუნდაც უნებლიედ.
---
ამას უნდა გულისხმობდეს სვლა (არა მივიდა). შემდგომ მეფსალმუნე ნეტარად სახელდებს მას, ვინც ბოროტებაში არ დგას ცოდვილებთან ერთად.
---
შესაძლოა, ადამიანს რაიმე ცოდვისაკენ ჰქონდეს მიდრეკილება, მაგრამ უსჯულოთა მსგავსად ვნებებს დამონებული არ უნდა იყოს. ამას გულისხმობს სიტყვა დასაჯდომელი.
---
შესაძლოა ითქვას სხვაგვარადაც: უღმრთოთა ზრახვაში მოაზრებულ იქნას მათივე (უღმრთოთა) კრებული, როგორც ეს თარგმნეს აკვილამ და თეოდოტიონმა.
---
ცოდვილთა გზაში იგულისხმება ეშმაკი, რადგანაც, ვინც ეშმაკის გზით არ დადის, იგი ღმერთამდე მიდის. უფალმა თქვა: „მე ვარ გზაჲ“ (იოან. 14,6). ამ გზით მიემართებიან ადამიანები სათნოებათა აღსასრულებლად.
---
დასაჯდომელში იგულისხმება მზაკვართა სწავლება და, რადგანაც სათნოებათა აღსასრულებლად საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტისაგან განდგომა, დავით მეფე ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფს. 36,27). ესაიაც ასწავლის: „...შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა, სიკეთის ქმნა ისწავლეთ“ (ესაია 1,16-17). (პირველი ფსალმუნის განმარტება)
––––––––––––
დაწვრ. იხ. https://didgori.wordpres s.com/2009/01/22/ilia-me-2-es-eretik-qmedebebi/ ---
წმ. თეოდორე სტუდიელი – მწვალებლებთან ურთიერთობაზე
––––––––––––
საერთოდ წვალებანი მსგავსნი არიან ეშმაკის მიერ დაწნული ჯაჭვისა. ისინი ერთმანეთზე არიან შეჭიდებულნი და ყველანი ერთ სათავეზე არიან დამოკიდებულნი - უსჯულოებასა და უღმრთოებაზე, თუმცა კი განსხვავდებიან: სახელებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ძალითა და მოქმედებით. ასევე ერთი და იგივე სხეული შედგება არა ერთი, არამედ მრავალი ნაწილისაგან და განსხვავებულია მათი ერთმანეთზე გავლენა, ძალა, თვისებები, დამოკიდებულებები და მნიშვნელობა (წერილი ნოვკრატის - სულიერ შვილს [20, გვ. 286]).
* * *
თუნდაც იგი მამა იყოს შენი, თუნდა დედა, თუნდა ძმა ან სხვა ვინმე სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში მხილებული, იგი არ უნდა იქნეს მოხსენიებული წირვაზე; არამედ თითოეულ ადამიანს შეუძლია ილოცოს ასეთებზე თავის გულში და გასცეს მათ სახელზე მოწყალება. როგორ შეიძლება ის, ვინც სიცოცხლეში მწვალებელთა თანაზიარი იყო და ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს მიწას, შეტანილ იქნეს მოსახსენებელში მართლმადიდებელთა მღვდელმსახურებისას? (სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა [20, გვ. 633]).
* * *
უწინდელ დროში მადლმა გამოირჩია ისინი, ვინც არჩეულ იქმნენ მოწამეთა რიცხვში. საუკუნეთა განმავლობაში გამოჩნდებიან ხოლმე მოწამეები; მაგრამ ქრისტემ ბრძანა „უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი" (მათე 18.7), რათა რჩეულნი მზესავით გაბრწყინდნენ, ხოლო ღვარძლი წარმოსდგეს, როგორც წყვდიადი. ჰოი, ძმანო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისათვის, მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად, და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობდეთ. (წერილი ძმას, მთავარეპისკოპოს იოსებს [20, გვ. 811]).
* * *
დღეს სხვაგვარი, მწვალებლური ბრძოლაა განფენილი მთელ ქვეყანაზე; თუ გნებავთ გადახედეთ გონების თვალით და დაინახავთ მთელ ცისქვეშეთს, ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს; რადგანაც არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა, მსიძველთა და მსგავსი უწესობის მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ცინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: „რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13.1; [27, გვ. 444]).
* * *
იტყვის უფალი, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ" (მათე 10.5). ესე მცნებაი დავიმარხოთ მწვალებელთა მიმართ და ნუ შევალთ ეკლესიათა მათთა, და ნუცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა და თესლი ღმრთის-მსაურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ, და მიერ გამოვიზარდნეთ, ვითარცა წინანდელთა მათ ჟამთა. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდებენ თავთა თვისთა წინამძღურად და არა არიან წინამძღუარნი, არამედ მაცთურნი და გონებაცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცვათ სარწმუნოებაი მიუდრეკელად და ცხორებაი შეუგინებლად, და ნუ განვყურნით ერთსა ერთითა, არამედ ორ-კერძოვე ვიქმნნეთ სრულ და უვნებელ (საკითხავი დიდი მარხვის პირველი კვირიაკის შაბათის მწუხრზე, მართლმადიდებლობის ზეიმზე. „რათა მხნედ და მტკიცედ ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა" [6, გვ. 168]).
----------------
სარწმუნოებითა ფრიად საკვირველ იყო და ღმრთის-მსახურ, არცაღა მელეტიანოზთა განხეთქილთა ეზიარა სადამე, იცოდა მათი იგი პირველითგან სიბოროტე და განდგომაჲ, არცაღა მანიქეველთა უღმრთოთა, არცა სხუათა მწვალებელთა ეტყოდა სადამე მოყვრობით, გარნა სწავლისათვის ღმრთისმსახურებისა მოქცევად.
ეტყვინ და ამცნებნ: მეგობრობაჲ ამათი და ზრახვაჲ სავნებელ და წარწყმედა სულისა. ესრევე სახედ არიანოზთაჲცა წვალებაჲ სძულდა და ამცნებნ ყოველთა არა მიახლებად მათა, ნუცა ბოროტსა სარწმუნოებასა მათსა სმენად. მი-ვინმე-ვიდეს მისა არიანოზთა მათგანნი და გამოიკითხა უღმრთოებაჲ იგი მათი და წარმოდევნნა იგინი მთით და ჰრქუა: "გუელთა უბოროტეს არიან სიტყუანი ამათნი". (წმ. ანტონი დიდის ცხოვრებიდან)
–––––––––
ფოტოზე: Patriarch of Moscow and All Russia Alexy II, the Head of Muslims of Caucasus Sheikh Ul Islam Allahshukur, Russian President Vladimir Putin, Patriarch of All Armenians Garegin II and Patriarch of Georgia Ilya II pose for a picture, during their meeting in Moscow, 26 November 2003. Putin and religious leaders discussed the situation in Georgia.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев