13:00 2015-03-25
„ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ-როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი“?!
„ღვთისმშობლის წილხვდომილობას მცნებების დაცვა განსაზღვრავს და არა სტატუსით თავის მოწონება. მაცხოვარი ებრაელებში იშვა, მაგრამ ჯვარზე გააკრეს “- წერს მამა პეტრე სოცილურ ქსელში და ქვეყანაში ადამიანებს შორის მძიმე დამოკიდებულებას შემდეგი პოსტით ეხმაურება.
პეტრე კოლხი: „ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ, სადაც რელიგიას ნიღბად იყენებენ, აგრესიას ლიბერალიზმში მალავენ, ერთმანეთი სძულთ, რწმენა ქვების გროვა ჰგონიათ, ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებენ, ქველმოქმედებას მოჩვენებით ეწევიან, ბოროტებას გულისტკივილს უწოდებენ, მეგობრობა დაუსრულებელი ქილიკი ჰგონიათ, მოკლულს თვითმკვლელობას აბრალებენ, მონობას მორჩილებას არქმევენ, თავისუფალ აზრს მტრობაში გითვლიან, გარეწარს გმირის ტიტულს ანიჭებენ, ენის მიმტანს ერთგულებას ეფიცებიან, ფარისეველს აწინაურებენ, ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ-როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი“?!
მსგავსი მასალები:
მამა პეტრე: „დღეს მორწმუნეები არ არსებობენ... სიყალბე და სიბეცეა გამეფებული“
შიმშილის ზღვარზე - 78 წლის მარტოხელა ქალბატონის ცხოვრება ტყეში

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев