წაიკითხე ყურანი და იპოვი პასუხს
და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს? (ყურანი 54:32)
უეჭველად, აი ეს, ყურანი, დაადგენს ყველაზე სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც კეთილ საქმეებს აკეთებენ, სწორედ რომ მათთვისაა დიადი საზღაური!
და უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო, მათთვის გავამზადეთ ჩვენ მწარე სასჯელი! (17:9-10)
და ვფიცავ, ამ ყურანში ადამიანთათვის ჩვენ ყველანაირი მაგალითი განვმარტეთ. მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი. (ყურანი სურა ქეჰდ 18/54)
...ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვიტოვებია... (ყურანი სურა ენღამ 6/38)
და ასე ავხსნით ჩვენ აიათებს და განვმარტავთ მას ხალხისთვის, რომელთაც შემეცნება სურთ. (ყურანი სურა ენღამ 6/105)
...ალლაჰია რომელმაც ზემოგივლინათ წიგნი(ყურანი) დაწვრილებით განამრტებული... მაშ ნუ იქნებით ეჭვიანთაგანი!(ყურანი სურა ენღამ 6/114)
და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ. (ყურანი ეღრაფ 7/174)
და ვის ჭეშმარიტ გზაზე დადგენას ინებებს ალლაჰი, გახსნის იმის გულს ისლამისთვის. და ვის გზააბნევაში დატოვებასაც ინებებს, შეუკუმშავს იმას გულს, და შეუწუხებს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. და ასე მიაგებს ალლაჰი სასჯელს , რომელთაც არ სწამთ.
აი, ესაა გზა ჭეშმარიტი შენი უფლისა. სათითაოდ განვუმარტეთ ჩვენ აიათები ხალხს, გულისხმაჰყოს რომელმაც. (ყურანი სურა ენღამ 6/125-126)
...ამგვარად დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხთათვის... (ყურანი სურა ენღამ 6/98)
...აი წიგნი(ყურანი), რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ (ყურანი სურა ჰუდ 11/1)
ყურანი არ არის შეთხზული სიტყვა; რამეთუ დასტურია იგი მის წინათ არსებულისა,(თორა - ინჯილი, თევრათი - სახარება)და განმარტება ყოველივესი , (ყურანი სურა იუსუფ 12/11)
და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხისთვის ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ეგების შეიგონონ! (ყურანი სურა ზუმერ 39/27)
...და ზემოვავლინეთ ჩვენ შენზე წიგნი ყოველივეს განმარტებით, ჭეშმარიტ გზად, წყალობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის! (ყურანი ნაჰლ 16/89)
...და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხთათვის ამ წიგნში ყოველგვარი იგავი. (ყურანი სურა რუმ 30/58)
ვფიცავ, ჩვენ ზემოვავლინეთ თქვენთვის ცხადი აიათები და იგავები იმათზე, რომელთაც თქვენამდე განვლეს,... (ყურანი სურა ნურ 24/36)
ჩვენ უკვე ზეგარდმოვავლინეთ ცხადი აიათები... (ყურანი სურა ნურ 24/46)
ამგვარად, ზეგარდმოვავლინეთ იგი (ყურანი) აიათები განმარტებებით... (ყურანი სურა ჰაჯ 22/16)
უეჭველად, ჩვენ ზემოგივლინეთ ცხადი აიათები და მხოლოდ მეამბოხე ცოდვილნი არ ირწმუნებენ მათ. (ყურანი სურა ბაყარა 2/99)
... ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვის მათთვის ჩვენ უკვე ცხადვყავით სასწაულნი ხალხისთვის. (ყურანი სურა ბაყარა 2/118)
... ამგვარად ვინც აცნობიერებს იმ ხალხისთვის განვმარტავთ აიათებს ჩვენ . (ყურანი სურა ეღრაფ 7/32)
უეჭველად, ჩვენ მივაწოდეთ მათ ერთი წიგნი , მორწმუნე ხალხთათვის წყალობად და ჭეშმარიტ გზად, რომელიც სიბრძნით განვმარტეთ ჩვენ. (ყურანი სურა ეღრაფ 7/52)
... ამგვარად ვმარტავთ აიათებს ხალხთათვის, რომელნიც მადლიერნი არიან! (ყურანი სურა ეღრაფ 7/58)
... უკვე ჩვენ ზემოვავლინეთ ცხადი აიათები, და ურწმუნოთათვისაა სამარცხვინო სასჯელი! (ყურანი სურა მუჯედდიდ 58/5)
ვფიცავ, რომ ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ თქვენდა წიგნი, მასშია დიდება თქვენი. იმედია, გონს მოეგებით! (ყურანი სურა ენბია 21/10)
... და იმ ხალხს განვუმარტავთ ჩვენ აიათებს, რომელნიც შეისმენენ.(ყურანი სურა თევბე 9/11)
ყურანი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე... ( ყურანი სურა ფუსსილეთ 41/3)
ჩვენ (ყურანით) ვუბოძეთ მათ შეხსენება , თუმცაღა ეგენი შეხსენებისგან ზურგს იქცევენ! (ყურანი სურა მუ'მინუნ 23/71)
... ალლაჰი განაგებს საქმეებს, განმარტავს აიათებს, ეგების თქვენ თქვენსავე ღმერთთან წარსდგომა ირწმუნოთ! (ყურანი სურა რა'დ 13/2)
... ალლაჰი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის. (ყურანი სურა იუნუს 10/5)
ეს ყურანი ალლაჰისაა, მის გარდა სხვაზე მისი მიწერა შეუძლებელია. ვინაიდან, სამყაროთა ღმერთისგან (მოვლენილია) დასტურია იმისა, რომელიც მათ ხელთ იყო და იგია, წიგნი განმარტებების, რომელშიც ეჭვი არ არსებობს. (ყურნაი სურა იუნუსი 13/24)
... აი, ასე განვმარტავთ აიათებს გონიერ ხალხთათვის! (ყრანი სურა იუნუს 13/24)
და ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი ყურანი არაბულ ენაზე და ზედმიწევნით განვუმარტეთ მასში ჩვენი აღთქმულთაგანი, ეგების გონებისთვის მოეხმოთ ან გაფრთხილებულიყვნენ! (ყურანი სურა ტაჰა 20/113)
... და ჩვენ ყველაფერი დაწვრილებით(ვრცლად) განვმარტეთ! (ყურანი სურა ისრა 17/12)
შეხედე როგორ განვმარტავთ აიათებს, ეგებ ჩაწვდნენ ისინი(ცოდვილნი,გზასამცდარნი)! მაგრამ შენი ხალხი ცრუდ რისხავს მას ...“. (ყურანი სურა ენღამ 6/65-66)
ასე დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხისთვის, რომელთაც შემეცნების უნარი აქვთ...ამგვარად დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხთათვის, რომელთაც ჩაწვდომის უნარი აქვთ. ... (ყურანი სურა ენღამ 6/97-98)
და ვფიცავ! ჩვენ განვმარტეთ ყურანში, რათა შეეგონათ, მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ, გარდა ზიზღისა .(ყურანი სურა ისრა 17/41)
და ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ცხადი გახდეს ცოდვილთა გზა.(ყურანი სურა ენღამ 6/55)
და ვფიცავ, ჩვენ განვუმარტეთ ადამიანებს ამ ყურანში ყველანაირი იგავი. ამის მიუხედავად ადამიანთა უმეტესობამ მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინა. (ყურანი - სურა ისრა 17/89)
... აი, ამგვარად ვმარტავთ აიათებს ხალხთათვის, რომელნიც მადლიერნი არიან! (ყურანი სურა აღრაფ 7/58)
შემოგვიერთდით ჯგუფში: პასუხები ყურანიდან


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев