--რა არის სიყვარული?
-- ისეთი არაფერი, თვსლებს დახუჭავ და მოვა...
-- მერე?
-- მერეეე, დაიწყება ვისთვის ვარდისფერი, ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
-- მერე?
--მერეე , დარდი დაბერდება,, ცრემლი გაბევრდება , ლოცვად დაიღვრება გლოვა...
--მერე?
--" მაინც რა საზიზღსრია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა"...
-- რას ეჩვევა ?
-- ღალატს, მიტოვებას, ცრემლს...
-- თუ ასეთი მტკივნეულია სიყვარული რატომ ყველა მას ეტრფის და ეტანება?
-- ხომ გითხარი ზოგისთვის ვარდისფერი თოვაც იწყება მეთქი... ლამაზი სიყვარულიც არის, ნდობით ყურადღებით, სითბოთი ალერსით ნაზარდი და მყარი.
-- საოცარია ?. მეგონა სიყვარული ერთნაირი ტკბილი იყო. თურმე სხვადასხვაგვარიც ყოფილა...
-- " სიყვარული მძიმე ტვირთია, მისი ტარება სუსტებს და უნიათოებს არ ძალუძთ"....
თუმცა ...მაინც სიყვარულია საწყისი კაცობრიობის... ღმერთმა სიყვარულით შექმნა ადამი და ევა და მათ თავის მხრივ შემოქმედის სიყვარული შთაუნერგა. "სიყვარულით უნდა შექმნა თუ რამეს ქმნი და არა გულგრილობით" ...
სიყვარულით უნდა გაგითენდეს და დაგიღამდეს რომ ადამიანად ცნო თავი.
-- და თუ უარყოფენ შენს სიყვარულს?
-- უნდა მოერიო თავს..
შენ უნდა შეიყვარო მაინც, არ უნდა უღალატო შენს გრძნობას.
შენი სიყვარული შენშია, შენ სიყვარულით ,სიყვარულმა კი შენით უნდა ჰპოვოს ბედნიერება.
და ცხოვრებაც სიყვარულითაა ბედნიერი... ვინაიდან უპირველესად ცხოვრება უნდა გიყვარდეს....
მ.რ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев