Предыдущая публикация
ჩემი სალოცავი და ჩემი ჯვარი,
ჩემში სიყვარულის აღმოჩენა,
ჯვარი საოცარი, შენგან ნაჩუქარი.
ჩემი რწმენა და სინანული,
სული ნატანჯი,სული ნაწამები,
ჯვარი შვების და სიხარულის,
გოლგოთის მთაზე ნატარები.
ჯვარი სიწმინდე და სიყვარული,
ჯვარი შენს თვალებში არეკლილი,
ჯვარი სევდა და სიბრალული,
ჯვარი შენ ხელებ გამოვლილი.
ჩემი ღირსება და ერთგულება,
შენი სიყვარულის დაფიცება,
ჯვარი რწმენაა, მე შენ და ჩვენობა,
სამყარო შენით მესამყაროება.
ჩემი ჯვარცმა და აღმაფრენა,
ჩემი სალოცავი და ჩემი ჯვარი,
ჩემში სიყვარულის აღმოჩენა,
ჯვარი საოცარი, შენგან ნაჩუქარი.
(გ.მ.)
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев