რომ გარდასახვა ეს არის სრული.
ჩემი ღიმილი იმას არ მოწმობს,
რომ დავივიწყე მწარე წარსული.
დღესაც წარსულის აჩრდილებს შორის
პეპელასავით ფარფატებს სული
სული -უცნობი შენთვის აქამდე,
სული -დაღლილი და წამებული.
.
არ დაიჯერო, რომ შემიძლია
ბედს შევურიგდე უხმოდ, მორჩილად,
მგონია, მიზანს ვუახლოვდები,
ვხედავ მირაჟი მხოლოდ ყოფილა.
ბევრს ვეძებ მაგრამ ცოტას ვპოულობ,
და ვიტანჯები ამით ორწილად...
ოი, რამდენი ვიფიქრე შენზე
ნეტა შემეძლოს მაამბობინა.
.
არ დაიჯერო ,რომ შემიცანი,
თუნდ ახლოს ვიყავი შენთან ძალიან,
უფრო გვაშორებს ( უბრად დუმილი),
და მე არ ვიცი რისი ბრალია.
რომ ყველაფერი მშვიდია ირგვლივ,
სულში კი ისევ ქარიშხალია,
ჩემი ლხენის და ტანჯვის სათავე,
გულს დამჩნეული 💧შ 💧ე 💧ნ💧 ი💧
კვალია...
/ ლ.მეტრეველი /.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев