(4-5-6)
4
ლუკამ საათს დახედა , 1988 წლის 19 ნოემბერი ,შაბათი . 9 საათი და 07 წუთი...
ანანოს შარშან 5 სექტემბერს შეხვდა პირველად. ინსტიტუტი დაამთავრა და ერთ პატარა ქალაქში გაამწესეს სამსახურში ... ტრესტის მმართველმა კაბინეტში ახალგაზრდაკაცი გააცნო , ლუკა მას ჩააბარა და დაავალა კოლექტივისათვის გაეცნო. კაბინეტიდან გამოსულები კიბეზე ეშვებოდნენ და იქ შეხვდათ ანანო. ეს გოგონა ჩვენი სამსახურის ყველაზე ლამაზი გოგოა , წარუდგინა ლევანიმ ანანო ...
ლუკამ თვალებში შეხედა , სასიამოვნოაო ჩაილაპარაკა და გახევდა.
ახლა ყველაფერს ზედმიწევნით იხსენებს ლუკა და ივანეს უყვება.
საოცარი თვალები აქვს ანანოს , ცისფერი , თითქოს მხიარული , მაგრამ ლუკამ საოცარი სევდა აღმოაჩინა მის თვალებში.
გაგიგონია ივანე ბიძია წამის მარადიულობა? -- წამის მარადიულობა ვიგრძენი მაშინ და მივხვდი ანანო იყო ადამიანი ვინც ჩემს სიცოცხლეს უბედნიერეს წამებს აჩუქებდა. იმ დღის მერე მოსვენება დავკარგე -- ესაუბრებოდა ლუკა ივანეს და საოცარი , სიყვარულიანი , აღტტყინებული თვალებით უყურებდა თუთაზე მოკალათებულ ბაღურას.
შავი , სქელი თმები ბზინვარებას ასხივებდა, ზომიერი ლამაზი შუბლი . ბუნებრივი, ულამაზესი წარბები. ცისფერი , ლურჯი , ზღვისფერი თვალები . საოცრად ლამაზი სახე , ოდნავ სქელი კოხტად დაწყობილი ტუჩები . მაღალი ყელი , ნატიფი მკერდი და ტანი , საოცრად თლილი , გამოქანდაკებული თითები და სხმული ფეხები ეს ყველაფერი შემდეგ და შემდეგ შეამჩნია ლუკამ.
გადიოდა დღეები , თვეები ... ლუკა ცოლ-შვილიანი მამაკაცი იყო და ანანო ვერც კი ხვდებოდა თუ როგორ უსაზღვროდ უყვარდა ლუკას.
აგვისტოში უკვე გაყრაზე შეიტანეს საბუთები ლუკამ და მისმა ცოლმა.
ლუკა გრძნობდა, რომ ანანო მისი სულის ნაწილი იყო ... თითქოს დაბადებამდე იცნობდა და დაბადების შემდეგაც სულ მის გვერდით იყო.
დღეს , 30 წლის შემდეგ ,2017 წლის 19 დეკემბერს, ულმაზეს და საოცრად დაბურულ ტყეში , ერთ დიდ ხის ძირას ხის მორზე ზის და ბევრ საოცარ ამბავს იხსენებს ლუკა ძვირფასო მკითხველო...ხეზე სხვადასხვა ხელით ამოკვეთილია ორი წარწერა -- ,,ჩემი ლუკა,, ... იქვე ქვეშ კი ... ,,ჩემი ანანო,, -- 5. 09. 2015წ.-- ამ წარწერასაც საოცარი ისტორია აქვს , რომელსაც ცოტა მოგვიანებით გაიხსენებს ლუკა.
ყველაფერი ახსენდება , თავისი სიცოცხლის განვლილი ტკივილიანი თუ სიხარულიანი წუთები , ის დღეც როცა გაიგო რომ ანანო მოტყუებით წაიყვანა დაქალმა სახლში და თავის ახლობელს მოატაცებინა 19 წლის გოგონა ... ამ ამბიდან ორი კვირის მერე ქორწილში დაპატიჟეს.
იხსენებს ლუკა, ივანეს როგორ უყვებოდა ამ ყველაფერს ქორწილის დღეს ...თვალწინ უდგას თვალები როგორ აუწყლიანდა მოხუცს ,ლუკას დაასწრო, ჭიქები გაავსო და აკანკალებული ხმით თქვა : შენ სიყვარულს გაუმარჯოს ლუკა ბიძია.
ლუკამ ამინო , ჩაილუღლუღა ისევ და სულმოუთმელად დაცალა ჭიქა.
რა ვქნა , ვანიჩკა ბიძია , წავიდე ქორწილში?-- კითხა ლუკამ.
ივანემ არაყი დაისხა , ფეხზე წამოდგა და ლუკას უთხრა , არ წახვიდე ქორწილში , შეეცადე დაივიწო ის გოგო , მას უკვე თავის ცხოვრება აქვს და ნუ დაუნგრევ ლუკა ბიძია.
ანანოს გაუმარჯოს -- წარმოთქვა ივანემ , თვალზე გადმოვარდნილი კურცხლი ხელის ზურგით გაიმშრალა , ლუკასთვის აღარ შეუხედავს , შებრუნდა და მძიმედ გაუყვა ბილიკს. ... ლუკას მოეჩვენა , რომ ამ ნახევარ საათში საგრძნობლად დაბერდა ივანე.
ლუკამ ჭიქა უსიტყვოდ გამოცალა .
ბეღურა აღარ ჩანდა , არც ხმა ისმოდა. შიშველი თუთის ხე დაყუდებულიყო ლუკას თავზე . თითქოს მზის სხივებიც ვეღარ ანათებდნენ ისე ლამაზად . ცივი იყო მზე. ანანოს თვალებივით ლურჯი იყო ცა.... ლურჯი ცა , ცაზე ჩამოკიდებული ყვითელი ბურთი , გაშიშვლებული თუთა და თუთის ქვეშ ქვის მაგიდასთან ხის ჯირკზე მჯდარი , ხელებში თავჩარგული ლუკა,ქვის მაგიდა ,ორი ცარიელი ჭიქა , თითქმის ცარიელი ბოთლი და თეფშზე დარჩენილი მჟავე კიტრი.
იმ დღეს მაინც წავიდა ლუკა ანანოს ქორწილში.
შავი
საბედისწერო სიყვარული
5
თანამშრომლებმა გამოუარეს ლუკას. საქორწილო, საქეიფო განწყობა სუფევდა მანქანაში . ლუკა უკანა სავარძელში იჯდა . ერთ წერტილს მიშტერებოდა წინა სავარძლის საზურგეზე და ფიქრებოდა...ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აგრძნობინა ანანოს , რომ საოცრად უყვარდა , მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი , ისე მოულოდნელად, ყველა გაკვირვებული იყო ... უყვარდა ყველას ანანო და არავინ ელოდებოდა ასე მის გათხოვებას. ლუკას კი მის დანახვაზე საოცარი რამ ემართებოდა , ფეხის ფრჩხილებიდან დაეწყებოდა , რაღაც შეუცნობელი გრძნობა მთელ სხეულს დაივლიდა სულს შეუხუთავდა და გულში იყინებოდა ... ერთხელ ყველაზე ჭორიკანა თანამშრომელთანაც თქვა , ყველაზე ლამაზი , ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე საყვარელი ამ სამსახურში ანანოაო ... მერე , ძალიან დიდი ხნის მერე გაიგებს ლუკა , რომ ეს მისი ნათქვამი მიიტანა ანანომდე იმ ქალბატონმა , მაგრამ ეს ანანომ ჩვეულებრივ კომპლიმენტად ჩათვალა ... ლუკა ხომ ცოლიანი იყო და 19 წლის ულამაზესი არსება , როგორ იფიქრებდა ცოლიან კაცზე. ლუკა კი ცოლთან გაყრის საბუთებს ელოდა და მერე, თავისუფალი , სუფთა სინდისით გამოუტყდებოდა ანანოს რომ ძალიან მოსწონდა , თორემ სიყვარულის ეგონა ვერასოდეს გაუბედავდა ... მაგრამ ბედისწერა სხვანაირად სჯიდა თურმე.
ახლა ახსენდება ლუკას , 5-6 წლის იქნებოდა , სტუმარი ეწვიათ , მაშინ ყველა სტუმარი ყველა ბავშვს ეკითხებოდა , შეყვარებული თუ გყავსო ... არც ლუკას ოჯახის სტუმარი გამოდგა გამონაკლისი ...
-- კი მყავსო , უთხრა ლუკამ .
-- სტუმარს გაეღიმა ... რა ქვია თუ საიდუმლო არააო.
-- ანანო ქვია , ცისფერი თვალები აქვს , გრძელი თმები და მაღალიაო , ჩამოაწიკწიკა ლუკამ.
--- სად ნახე ბიჭო ეგეთი ქალი , სიცილით კითხა სტუმარმა.
--- ჯერ არ ვიცნობო , ლუკამ .
ატყდა სიცილი - ხარხარი. ცრემლებამდე იცინოდა ყველა...ლუკა გაკვირვებული უყურებდა უფროსებს , ნეტავ რა ვთქვი სასაცილოო.
ანანო რომ პირველად დაინახა საოცარი რამ იგრძნო ლუკამ ... თითქოს დიდი ხანია იცნობდა ანანოს. იცნობდა მარტო ამ ცხოვრებაში კი არა , დაბადებამდე უფრო ადრე , დიდი ხნით ადრე , სადღაც სხვა ცხოვრებაში და ახლა განგებამ მოუვლინა აქ ... მოუვლინა რათა ეგრძნო სრულყოფილება სიყვარულისა ... ეგრძნო სიყვარული , ის სიყვარული ათასში ერთს რომ ხვდება წილად. ეგრძნო ბედნიერებაც , უბედურებაც , სიხარულიც და მწუხარებაც ,ამ სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული სულის გაუსაძლისი ტკივილიც ... ეგრძნო სიცოცხლე , ეგრძნო სიკვდილი ... საბედისწერო სიყვარული მოუვლინა განგებამ ლუკას .
-- რა გოგო ჩაიგდო ხელში სიძემ ვიღაცაა ჰა-- თქვა ზაზამ და ლუკას შეხედა.
-- ლუკამ თავი დაუქნია , ისე რომ იმ წერტილისათვის თვალი არ მოუცილებია.
-- შენ ბიჭო ქორწილში მოდიხარ თუ დასაფლავებაში? -- კითხა ზაზამ , ლუკას რომ შეხედა.
-- ლუკამ სევდიანად ჩაიღიმა და არაფერი უპასუხა.
ყოველი დილა ანანოთი იწყებოდა ლუკასთვის , სამსახურში წასვლა უხაროდა , ერთი სული ქონდა როდის დაინახავდა , როდის გაიგონებდა მის საოცრად თბილ ხმას.დაცარიელდა მისთვის სამსახური. მხოლოდ სამსახური კი არა სამყაროც დაცარიელდა , დაცარიელდა, გაცივდა და სევდიანი გახდა.
მანქანა მდინარის სანაპიროს მიუყვებოდა. მდინარეს გადახედა ლუკამ . მოეჩვენა, რომ მდინარეში წყალი აღარ იყო ... დამშრალიყო მდინარე და დადუმებულიყო. ფანჯრიდან ბუნებას გახედა ლუკამ ... სევდიანი მოეჩვენა ბუნება.
ანანო გაახსენდა ისევ ... გაახსენდა ანანოს სევდიანი თვალები...ნეტავ ახლა როგორი იქნება ანანოს თვალები ..
ნეტავ სიხარულს დავინახავდე მის თვალებში , გაიფიქრა ლუკამ.
მგონი მოვედით , წამოიძახა თემომ.
ღმერთო ბედნიერებას ნუ გამოლევ ანანოს თვალებში კიდევ ერთხელ შეევედრა უფალს ლუკა და მანქანის კარი გააღო.
(გ.მ)
საბედისწერო სიყვაეული
6
ლუკა მანქანიდან გადმოვიდა, თეთრი შარვალი და თეთრი პიჯაკი ეცვა , შავი პერანგი და შავი ჰალსტუხი , სქელ ლანჩიანი შავი ფეხსაცმელი საგულდაგულოდ გაეპრიალებინა , გეგონებოდათ მისი ქორწილი იყო .
სოფელი სადაც ანანოს უნდა ეცხოვრა არ მოეწონა ლუკას. ანანოს სოფელი ძალიან ლამაზი იყო , ფართოდ გაშლილი და ულამაზესი ბუნებით გარშემოტყმული ...ანანოსთან, სოფლის სახლში ნამყოფი იყო , მის საოცარ დედიკოსაც იცნობდა. ანანოს დედა მასწავლებელი გახლდათ, უთბილესი და ინტელიგენტი ქალბატონი. იმ ამბავსაც მოგიყვებათ ლუკა შემდეგში , თუ როგორ მოხვდა ანანოსთან სოფელში.
სოფელში სადაც ანანო გათხოვდა ქვანახშირის მაღარო იყო , საითაც არ უნდა გაგეხედათ შავი , ჭუჭყიანი , სქელი მტვრით დაფარული , გასაცოდავებული და სევდიანი სამყარო აღიქმებოდა .
ხალხი ჯგუფებად შეკრებილიყო და მეფე დედოფლის მოლოდინში ზოგი ლაყბობით ერთობოდა , ზოგგან კი კარტის თამაში იყო გაჩაღებული. ლუკა თანამშრომლების ჯგუფს შეერია .
როგორ მოგწონს აქაურობა ბატონო ლუკა , ეშმაკური ღიმილით და ირონია ნარევი ხმით კითხა თემომ.
-- გადასარევი სილამაზეა თემო , ჩვენი ანანოს
შესაფერისია გარშემო ყვრლაფერი , ირონია ნარევი სერიოზულობით უპასუხა ლუკამ.
ყველას გაეცინა.
მალე მასპინძელმა სახლში შეიპატიჟა სტუმრები , მისალოცად თუ მეფე დედოფლის საჭვრეტ შესამოწმებლად ზალაში სახელდახელო სუფრა გაეშალათ.
ცოტა ხანში მანქანების გაბმული საყვირის ხმები გაისმა...
ლუკას მუხლები მოეკვეთა , გული ისე ხმაურობდა, გვერძე გაიხედა, სხვებსაც ხომ არ ესმის , ჩემი გულის ცემის ხმაო.
რამდენიმე საფეხურიან კიბეზე , მეფე დედოფალი ამოდიოდა , წინ გარმონის ჭყვიტინი , დოლის ბაგაბუგი და საყვირის გულგამაწვრილებელი ხმა მოუძღოდათ.
კარებში ანანო შემოვიდა , თეთრი სადედოფლო კაბა ეცვა , მაღალ ყელზე , თეთრი მანდილი ქონდა შემოხვეული , თეთრი ფატა - თავსაბურავი ვერ ფარავდა , გასაოცრად ლამაზ, შავ , სქელ და გრძელ თმას. ამ თეთრ სიშავეში , ზღვის ფერ -ცისფერი თვალები და ულამაზესი , მაგრამ ოდნავ გაფითრებული სახე , საოცარ სილამაზეს ქმნიდა . სულში ჩამწვდომად ლამაზი , ბუნებისაგან და უფლისაგან სრულყოფილი ქმნილება წამდგარიყო ხალხის საჭვრეტ საჭორაოდ.
ლუკამ სიძეს შეხედა. მრგვალი, ოდნავ პუტკუნა სახე ,წაბლისფერი , თხელი , გვერძე გადავარცხნილი სწორი თმა , წაბლისფერივე, წვრილად მოჭუტული თვალები, ცოტა მაგრამ არა უშნოდ მსუქანი ... თავისთავში დაჯერებული , ბრიყვი ტიპი , გაიფიქრა ლუკამ.
ხალხი მეფე დედოფალთან მისასვლელად და მისალოცად დაიძრა. სათითაოდ მიდიოდნენ , ხელს ჩამოართმევდნენ , მიულოცავდნენ და გამოდიოდნენ.
ლუკას გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა , გული გადმოხტომას აპირებდა ბუდიდან . რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ადამიანისაგან , რომელიც მისი სამყარო იყო , მისი უსაზღვრო სიყვარული. სამი , ორი , ერთი ითვლიდა თავდახრილი ლუკა ნაბიჯებს ... ანანოსთან რომ მივიდა , თავი უეცრად ასწია და დიდი შავი , ბრიალა თვალებით ანანოს ულამაზეს, ლურჯ თვალებში ჩახედა ... რამდენიმე წამით გაშტერდა, ლუკამ წამის მარადიულობა იგრძნო ... კიდევ უფრო სევდიანი , ცრემლებით სავსე , მკვდარი თვალები იყურებოდა ანანოდან ,თითქოს ქორწილი კი არა , მისი სულის დასაფლავება იყო... მიშველეთ , წამიყვანეთ , მომაშორეთ აქაურობას, იხვეწებოდნენ ანანოს ცრემლიანი თვალები. ლუკას უნდოდა ეყვირა , ეღრიალა , მუხლებზე დაცემულიყო ანანოს წინ და ეთხოვა , რომ მიეტოვებინა საკუთარი ქორწილი , რომ ის აქ ბედნიერი ვერ იქნებოდა, რომ ასეთი თავისთავში დაჯერებული , ბრიყვი მამაკაცი , რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შემობრუნებულა ცოლისაკენ , და ვიღაც,იქვე მასთან მდგარ ბიჭებს ეხუმრებოდა და ხალხსაც ხელს სასხვათაშორისოდ ართმევდა , თითქოს აგრძნობინებდა ნახეთ რა მაგარი ტიპი ვარო, მას ვერ გააბედნიერებდა.
ლუკამ ანანოს თვალებში ბედშეგუებული , მუდმივი უსიყვარულობისათვის , მუდმივი ტანჯვისათვის მზადმყოფი მომავალი დედა აღმოაჩინა ... ანანოს ხელი გაუწოდა , ანანოს ხელი ოდნავ დიდხანს გაჩერდა მის ხელში. ანანოს თვალები უსასრულო სევდისათვის იყვნენ განწირული... ლუკა ანანოსკენ გადაიხარა , მარჯვენა მხარეს , ტუჩის კუთხეში შეეხო თავისი სქელი , გაბუტული ტუჩებით ... შემდეგ მკვეთრი მოძრაობით , ისე რომ ,,მეფე - სიძისაკენ,,
არც გაუხედავს უკან შემობრუნდა და სულჩამწყდარი გასასვლელისაკენ წაბარბაცდა.
ეს კოცნა და ანანოს ხელის სითბო , ლუკას საოცარი სიყვარულის სიმბოლო გახდება , მუდმივი სიყვარულის სიმბოლო , რომელიც სულ ლუკას გვერდით იქნება , მისი გატანჯული და გაწამებული სიცოცხლის მანძილზე .
ლუკა გასავლელისაკენ მიბორძიკებდა , თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, ყელში მრგვალი ბურთი მოდგომოდა და დახრჩობას უპირებდა.
რაღაც სატანური მზერა იგრძნო , გასასვლელთან მისულმა ლუკამ...მზერისაკენ მიიხედა და ანანოს დაქალის და ახლა უკვე მულის თვალებს წააწყდა ... კმაყოფილებით სავსე სატანა უყურებოდა ლუკას. სატანა რომელმაც უკვე სამი ადამიანის უბედურებაში ჩადგა თავისი სატანური ფეხი ... თავისი მეგობრის ანანოს, თავისი ძმის, მეფედ რომ ზის ახლა და მისი თანამშრომლის ლუკას უბედურებაში.
ო, რა შემზარავად სულისშემძვრელად და ბოროტად ელვარებდნენ კულმუხოს თვალები . ლუკამ კულმუხო დაარქვა იმ თანამშრომელს.
ჩამოდიოდა კიბეზე თვალცრემლიანი , განადგურებული და მუდმივი ტანჯვისათვის განგებისაგან განწირული ლუკა. გარშემო შავი იყო ყველაფერი. იმ ქვანახშირივით შავი ამ სოფელში რომ იყო. ეზოში გაშლილ სეფას ჩაუარა , ჭიშკარში გავიდა და ფეხით დაუყვა შავ მტვრიან ბილიკს.
ლუკა ამ დღის შემდეგ , სამსახურში აღარავის უნახავს ... არც ამ ქალაქში.
(გ.მ)
(გაგრძელება იქნება)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев