მკითხა: თბილისში ხომარ მიდიხარ ამ დღეებში?...
არ ვიცი შეიძლება წავიდე, რა იყო? - ვკითხე საპასუხოდ...
რა უნდა იყოს, ჩემი ბავშვი პირველ კლასში მიდის, ქართულ სკოლაში და „დედა-ენის“ წიგნი არ აქვს... ახლობელი შემპირდა ჩემი ბავშვის ძველ წიგნს მოგცემო... თუ არ მომცა იქნებ ჩამომიტანო? მეორე ახლობელსაც ვკითხე და იმას სხვა ბავშვისთვის მიუცია... გვიხარია წელს [ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის - ს.კ.] ქართულ სექტორში მრავლად არიან ბავშვები, მაგრამ გული გვწყდება რომ წიგნები არ გვაქვს...
ხმა ვერ ამოვიღე, ჯერ ყელში რაღაც გამეჩხირა, სუნთქვა შემეკრა... მერე ღრიალი მომინდა... თვალების დახამხამების მეშინოდა, გაშეშებული ვიდექი...
იქართველეთო გვეუბნებიან... არ გათათრდეთო ჩაგვჩიჩინებენ... თბილისში ჩამოსულები კარგად ქართულად თუ ვერ ვსაუბრობთ დაგვცინიან... ხშირად იმასაც გვეუბნებიან რომ ქართველები არ ვართ...
რა იციან რისი გადატანა გვიწევს? რა იციან როგორი ძნელია აქ ქართველობა? ან რა იციან როგორი გაჭირვებით ვსწავლობთ იმ ქართულსაც რომლითაც საქართველოში ვსაუბრობთ?
სანამ ვინმე ხელს გამოიშვერს და ჩვენს ქართველობაზე რამეს იტყვის გაიხსენეთ რომ პირველად ქართველებმა გაგვაჩუქეთ.... ქართველებმა მიგვატოვეთ... ქართველებმა დაგვივიწყეთ... გაიხსენეთ ბავშვები რომელთაც მშობლიური ენის სასწავლად „დედა-ენის“ წიგნებიც კი არ აქვთ... გაიხსენეთ მშობლები რომლებიც ერთი ვაითა და ვაგლახით შოულობენ ამ წიგნებს...
გული მტკივა... კივილი მინდა... რა გახდა საქართველოს განათლების და დიასპორის სამინისტროსთვის რამოდენიმე წიგნის ჩამოტანა? სამშობლო გვიყვარს მაგრამ სამშობლოში კიდევ ერთხელ დაგვივიწყეს... ვერ ვსუნთქავ...“
მარიამ ზურაბაშვილი, აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი, ბელაქნის რაიონის ქართული სოფლის - ითითალას მკვიდრი (გაზეთი „ახალი თაობა“ #226, 2018 წ.) https://www.youtube.com/watch?v=3QCBhr6eUsg
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев