ი.....ლ......ო......ც......ა......ვ.......თ.
წმინდანის ხსენების დღეს.. მისი მადლი და ძალა შეეწიოს სრულიად საქართველოს შინ და საზღვრებს მიღმა მცხოვრებ დიდსა თუ პატარა ქართველს.
ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
ქრისტიან ხალხებს ძალიან უყვართ წმინდა გიორგი. განსაკუთრებით ქართველებს. საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა.
ზვიად გამსახურდია წერდა:
ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ".
მ.რ
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3