გადაათეთრა მიწა.
ხეზე მსხდომარე ჩიტებს
ო რა საშინლად სცივათ.
ღამეა, მთვარეც არ ჩანს,
მარტო ფიფქები ცვივა.
ლანდი გამოჩნდა უცებ,
ნუთუ მას არა სცივა?
ფრთხილად აბიჯებს თოვლში,
ცრემლი უბრწყინავს თვალზე.
გულში მღელვარე დარდებს,
თვალი ცრემლებად აფრქვევს.
სასაფლაოზე ისევ
იდუმალება სუფევს.
ის ჩაიმუხლებს თოვლში
და დარდიანი დასძენს.
როგორ გვიყვარდა თოვლი
და სეირნობა ერთად.
რად მიმატოვე მარტო,
გთხოვ წამიყვანე შენთან.
უცებ თოვლიდან ჩუმად
ამოიმართა სული.
მხარზე შეეხო ფრთხილად,
თვალს შეუმშრალა ცრემლი.
ხელი ჩაკიდა მაგრად,
ბილიკს გაუყვნენ ერთად.
სასაფლაოზე დარჩა
უსულო ლანდი მძევლად.
01.02.2017
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев