===========
დარაბებს შიგნით შეიძლება ისე სციოდეს,
როგორც იანვრის სუსხი დაჰქრის დარაბებს იქით
და მოგიზგიზე ბუხრის პირას ყინულის ლოდებს
მოჰგავდეს გული, ორის გული, თან ღვინის ჭიქით.
ღამეებს სცლიდეს ბახუსიდან მოსული ალი,
ან მოჩვენება, უფრო სწორად სიცარიელე,
დარაბებს შიგნით იქნებ ქმართან ცხოვრობდეს ქალი
და ცრემლებს ჰღვრიდეს უსულგულო ალერსის მერე.
დარაბებს შიგნით გაზაფხული ჰყვავილობს ხანაც,
არც ვინ ჰკითხულობს გარეთ ამ დროს რა ამინდია,
ღარიბი იყოს იქნებ ტაბლა, ეზოში ყანაც,
მაგრამ მზე მაინც ჰკიაფობდეს, როცა ბინდია.
რამდენი რამე ხდება ალბათ დარაბებს შიგნით,
ვიღაც სიცილით მიაცილებს ვნებიან ღამეს,
ვიღაცა, ისევ ხელმძღვანელობს ცხოვრების წიგნით
და იმ დროს ფურცლავს
სიყვარულს რომ გამოასალმეს.
მთელი სოფელი არენაა მოთქმის და მითქმის,
წლებს მისი მიაქვს, ავ-კარგს მაინც გაუდის ხანი,
დარაბებს შიგნით ყველა სახლის კერაზე თითქმის,
თუხთუხებს თითო ტკივილის და დარდის ქოთანი.
/ნანა მეფარიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2