ზებრა (სამარხვო)
.
საჭიროა:2 ჭიქა მანანის ბურღული (მანი)2 ჭიქა შქარი.
2 ჭიქა გადადუღებული და გაგრილებული წყალი
2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
1 ჭიქა ზეთი
2 ს.კ. კაკაო
1 ფორთოხლის ცედრა
მწიკვი მარილი
ვანილი
2 ჩ.კ. სოდა -ძმრით ან გამაფხვიერებელი.ამ ნამცხვრის მოსასმზადებლად თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ.მოვათავსოთ ჯამში მანანის ბურღული და შაქარი,დავასხათ წყალი,კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ 2 საათით,რათა მანანის ბურღული წყლით გაჯერდეს და გაფუვდეს.
ორი საათის შემდეგ მანანიან მასას დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა (ლიმნის ცედრაც არ იქნება ურიგო),ზეთი,ვანილი,სოდა-ძმრით,მარილი (ყველაფერს რასაც ვაცხობ აუცილებლად მწიკვ მარილს ვუმატებ) ფქვილი და კარგად მოვურიოთ,გავყოთ ცომი 2 ნაწილად,ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო.ცომი გამოდის არაჟნის სისქის.
წავუსვათ ყალიბს ზეთი და მოვათავსოთ ცომი -თანმიმდევრობით ჯერ ყავიფერი ჩავასხათ კოვზით,შემდეგ თეთრი და ასე,სანამ მთლიან ცომს არ ჩავასხავთ.
შევდგათ ცომი 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-45 წუთის განმავლობაში.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев