ავტომანქანა „პობედას" შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა" (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: -„და რა ეღირება ჩვენი „სამშობლო"? მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.
2). 1939 წელს, კრემლში უყურებდნენ ფილმს: „მატარებელი აღმოსავლეთით მიემგზავრება". ფილმი დიდი ვერაფერი. უეცრად მატარებელი გაჩერდა...- ეს რა სადგურია? - იკითხა სტალინმა.- დემიანოვკა.- ჰოდა, სწორედ აქ ჩამოვალ - თქვა სტალინმა და დარბაზი დატოვა.
3)- ომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ა. ზვერევმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცნობილ მწერალს ძალიან დიდ ჰონორარს უხდიდნენ. მოამზადა შესაბამისი პატაკი და სტალინს წარუდგინა.სტალინი პატაკს გაეცნო და ზვერევს უთხრა: „გამოდის, რომ მილიონერი მწერლები გვყავს? საშინლად ჟღერს არა ამხანაგო ზვერევ? მწერალი - მილიონერი!"„მართალია, ამხანაგო სტალინ, საშინელებაა" - დაუდასტურა მინისტრმა.სტალინმა ზვერევს პატაკზე წარწერა გაუკეთა და დაუბრუნა; მინისტრმა წაიკითხა: „ამხანაგო ზვერევ! საშინელი ისაა ,რომ ასე ცოტა მწერალი მილიონერი გვყავს! მწერალი - ერის მეხსიერებაა. წარმოგიდგენიათ მშიერი მწერლები რას დაწერენ?"
4)-. ერთხელ უცხოელმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა:- სომხეთის გერბზე რატომ არის გამოსახული არარატის მთა, ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს?სტალინმა უპასუხა:- თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, გინდათ დამარწმუნოთ,რომ მთვარე თურქეთის ტერიტორიაზეა?
5)-როდესაც წყდებოდა რა ექნათ გერმანიის სამხედრო ფლოტისთვის, სტალინმა განაცხადა გავიყოთო, ჩერჩილმა შემხვედრი წინადადება წამოაყენა: „ჩავძიროთ".სტალინმა უპასუხა: „თქვენი ნახევარი შეგიძლიათ ჩაძიროთ".6)- მოლაპარაკებებზე, ომისშემდგომ საზღვრებზე კამათი გაიმართა და ჩერჩილმა თქვა:- „ლვოვი რუსული ქალაქი არასდროს ყოფილა!"- „სამაგიეროდ ვარშავა იყო", - უპასუხა სტალინმა.7)-პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს ჰკითხა:- „მას შემდეგ, რაც 1941-ში გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ ახლა დამხობილი ბერლინის გაყოფა გსიამოვნებთ?"- „მეფე ალექსანდრე პარიზამდე ჩავიდა", - უპასუხა სტალინმა
8)-ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია და ეს ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვაა, ახლა როგორ მოვიქცეთო?სტალინმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო, ჩაფიქრდა და უპასუხა:- როგორ მოვიქცეთ და... შურისგან გულზე გავსკდეთ!9)-. სტალინი საქართველოს ცკ-ის პირველ მდივან ა.ი. მგელაძეს კუნცევოს აგარაკზე მასპინძლობდა. ბაღში სეირნობისას საკუთარ ლიმონარიუმში გამოზრდილ ლიმონებს სთავაზობდა- გასინჯეთ, კარგი ლიმონია! აქ, მოსკოვში გაიხარა.ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს მგელაძემ უპასუხა:- ამხანაგო სტალინ! პირობას გაძლევთ შვიდ წელიწადში მთელ ქვეყანას საქართველო მოამარაგებს ლიმონით და საზღვარგარეთიდან შემოტანა აღარ დაგვჭირდება.- მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი! - უპასუხა სტალინმა.
10)- სტალინი სამხატვრო თეატრში მივიდა. შეეგება სტალინსლავსკი, ხელი გაუწოდა და თავისი ნამდვილი გვარით გაეცნო: „ალექსეევი". „ჯუღაშვილი", - უპასუხა სტალინმა და თავის სავარძელს მიაშურა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 22