მე შენთან მოვედი,
მე ლოცვა მწადია.
ვიცი უჩემოდაც
აქ ბევრნი დადიან,
მაგრამ შენ ვერ ნახავ
ჩემსავით დარდიანს.
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ
რა გაოცებული
თვალებით მიცქერი!
ვიცი არ მელოდი.
მე მაინც მოვედი,
ნაძარცვი, შიშველი,
ჩემთვის არაფერს გთხოვ
ვეღარას მიშველი.
როსკიპი ქალივით
ათასჯერ გაყიდულს
სულიდან ხორცამდე.
ბევრჯერ მიტირია,
ბევრჯერ მინანია,
მაგრამ ჩემს
ცოდვათა მონანიებაზე
ფიქრი გვიანია,
მეტად გვიანია.
და მაინც რატომღაც
დღეს ლოცვა მწადია,
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
მე დამნაშავე ვარ,
ლოცვა ვერ მიშველის.
მე განწირული ვარ
შენდობა არ მინდა
ვიცი ჩემს შეცდომებს
კვლავ გავიმეორებ
ისევ რომ დავიწყო
ცხოვრება თავიდან.
და მაინც რატომღაც
დღეს ლოცვა მწადია,
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
მე მის თავს გავედრებ
ჩემს სახელს კი არა
ვინც ჩემთა ტკივილთა
სევდას ეზიარა
ფარავდე მას ჩემი
ტკივილით დარდიანს
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
/პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი/.
#მრ

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев