გული შემომრჩა ისევ უცვლელი,
ხშირად მტკიოდა, მაინც ყველაფერს
სიყვარულით და რწმენით ვუძლებდი.
ისევ ვაგროვებ მთაში გვირილებს,
თუმც აღარაფერს არ ვეკითხები,
ვიყავი, დავრჩი მეოცნებე და
აღარავისთვის არ შევიცვლები.
ამ ოცნებებში ვერც კი შევნიშნე,
რომ შემოდგომა დამდგარა კართან
დააფრიალებს ოქროსფერ ფოთლებს,
არადა ეს დრო როგორ მიყვარდა.
იქროლე ქარო შემოდგომისა,
ვერ შემაშინებს ვეღარც ზამთარი,
ვერაფერს ავნებს გულს მეოცნებეს
ის სიყვარულით არის გამთბარი.
და ასე ვივლი ვიდრე უფალი,
აძგერებს ჩემს გულს იმედებიანს,
სიყვარულისთვის ღირდა სიცოცხლე,
სიყვარულით ხომ არც ბერდებიან.
/ ნანა მეტრეველი /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7