ნეტავ,შენ რა დარდით იარები?!
იქნებ გიორგულეს,გაგახსენდა
გულზე დარჩენილი იარები...
იქნებ მიუწვდომელს შემოუჩნდი,
იქნებ აგიკრძალეს დღის სინათლე?!
მერე წყვდიადისკენ შემობრუნდი,
ვეღარ გაუბედე მზეს სიმართლე?!
მთვარევ,შენი სევდა მომეძალა,
მოდი,ამ ღამესაც მიერთგულე,
მწუხრის გადატანის მომეც ძალა
და მეც მოიმედედ შემიგულე!
ღამემ ტკივილებზე დამახედა,
ისევ გადამხსნია იარები,
მთვარევ,შენს თვალებში ჩამახედა,
ნეტავ,შენ რა დარდით იარები?!
თეონა კიკვაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1