მოციქულთასწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი; ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულად გარდაიქცა. -
შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო.
დედაო ღმრთისავ,შენი მფარველობის კალთა არ მოაკლო სრულიად საქართველოს,მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა შენი ძის და მაცხოვრისა ჩვენისა,იესო ქრისტეს წინაშე შეგვინდოს ჩვენი უძლურებანი,რაითა ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ...ამინ.! ამინ !...ამინ !
მადო
#mado
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев