თმილი წყალი მირჩევნია,ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო „ ნ,დუმბაძე
აწ განსვენებული გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძე იდგნენ ფილარმონიასთან წვიმაში.ნოდარს უნდოდა გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა მაგრამ გიგა არ იძვროდა ადგილიდან.ითმინა,ითმინა და უთხრა ''გიგა შე კაცო ვიდრე ყლორტები არ გამოგივა მაგ ფეხზე,მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო?''(როგორც მოგეხსენებათ ბატონ გიგას პროტეზის ფეხიჰქონდა,მაგრამ მეგობრები იყვნენ და ამდაგვარი ხუმრობა მათში მოსული იყო.)
ნოდარ დუმბაძე მეუღლესთან ერთად მოსკოვს სტუმრობდა.ქალბატონ ნანულის ძალიან მიწონებია 12კაციანი ჩაის სერვიზი და დაუჯინებია გინდა თუ არა ვიყიდოთო. დაუთანხმებია ნოდარი თან უპასუხია--იმ კაცის დედა ვატირე ოჯახში 12 კაცს ჩაიზე რომ დაპატიჟებსო..
ტარდება თათბირი “დონ კიხოტის” ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.-აი, ჩვენ კი გავთავხედდით – დასძინა მან – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება…მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან -დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს -ენტონი ქუინი… -რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ , -როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?
ნოდარ დუმბაძე მეგობართან ერთად ეწვია გურიაში ერთ ოჯახს მასპინძელმა დაიწყო მზადება ქეიფისთვის ამ დროს მასპინძლის შვილი დასდევს ქათამს დასაჭერად, მაგრამ ვერ იჭერს.– ნოდარის მეგობარმა დაინახა და უთხრა:–შვილო, ხომ ხედავ როგორი სწრაფია ეს ქათამი, ნახე ხის ძირას გოჭი რომ წევს წყნარადო…– ბიძია, სტუმრიზა ქათმის დაკლა წესია ჩვენში , თვარა ძაღლი თლა დამბული გვყავს თუ გინდა.
როდესაც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ჩინურად თარგმნეს კრებულს დახედა და წიგნის ყდაზე დატანილი რამოდენიმე ხაზით შექმნილი იეროგლიფების გადათარგმნა ითხოვა. უთხრეს რომ ეს მისი სახელი და გვარი იყო, მწერალმა თქვა, ,,კაცი მეგონა თავი და თურმე სულ რაღაც ორიოდე ჩხირი ვყოფილვარო
კონსტანტინე გამსახურდია და გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს რესტორანში შევიდნენ სადილისთვის.შეკვეთა ბატონმა კონსტანტინემ ითავა და მენიუ გულდასმით გადაიკითხა მან ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი. ოფიციანტნა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა. რემარკს უნდოდა ეკითხა თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია მაგრამ ბატონი კონსტანტინე მიუხვდა და უმალვ წამოიწყო სზვა თემაზე საუბარი სადილად მიირვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო ხვანჭკარარომლის ფასიც ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა.თუმცა მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირად ღირებული ღვინოებიც.ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.როდესაც დაასრულეს სადილი და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა გამსახურდიამ დამატებით მოითხოვა ყველაზე ძვირად ღირებული იერი ბოთლი ღვინო და იმისი ფულიც სასწრაფოდ გადაიხადა.როდესაც ოფიციანტნა დაკვეთა მოუტანა კონსტანტინემ თხოვა მას დახმარებოდა ხელი გადაბანა.ში .კონსტანტინემ იმ ღვინით ხელები დაიბანა.ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი გაოცებული მისჩერებოდნენ.ხოლო მარია რემარკმა რომელმაც ამოიცნი ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი ხელი ჩამიართვა და მეგობრულად გადაეხვია
გალაქტიონი გამოსულა სახლიდან და ეგრევე ჩიტს დაუსკლინტია
შებრუნებულა სახლში მოსაწესრიგებლად და იქვე ლესად ამოუთქვამს''სახლში უსაქმოდ,რა უნდა აკეთო,ფრჩხილები დაგძვრება ყვერების ფხანაში?გარეთ გამოხვალ და თავზე დაგაჯვამენ, მოდი და იცხოვრე ასეთ ქვეყანაში''
მწერალთა,რომელიღაც ყრილობაზე ერთ-ერთ პოეტს უთქვამს ''ლექსის ცეცხლი და გრიგალი მე ვარ და გალაქტიონიო''გალაქტიონა მოუსმენია და ჩაუსწორებია-მანდ ერთი ასო შეგეშალა ბიძიკო,ასე უნდა გეთქვა''ლექსის ცეცხლი და გრიგალი მოვარდა გალაქტიონი-ო''
კარგა ხნის ლოდინის შემდეგ უკმაყოფილო გალაქტიონმა სასადილოში ოფიციანტს შეკვეთა შეახსენა,ოფიციანტმა უთხრა;-დამაცა შე კაცო?,შენისთანა მილიონია და მე ერთი ვარო!''-ამაზე პოეტს ჩაეღიმა და არაფერი უპასუხა.
სასტუმროს რესტორანში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა. ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცილა. გულმოსულმა ადვოკატმა იკითხა:– არ გიკვირთ, რომ კანი არ ძვრება ამ ძეხვსაო?– ეგ არ მიკვირსო, – მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, – ის კი ნამდვილად საკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.
1905 წლის ზაფხულის ერთ დღეს თბილისისკენ მომავალი აკაკი მიხაილოვის(ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. სწორედ ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი – მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში – ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფინცვალის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ, მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმობას. “მისმა უდიდებულესობამ” ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ, მან თვალი მოჰკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა:– Какая разница между человеком и животным?– Животное стоия кушает а человек – сидя, вот какая разница! – მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა.“მისი უდიდებულესობისათვის” ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.
19-ე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია “ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ, აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა და ამ სტრიქონებს არჩევდნენ:“იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს”.კომისიის წევრთა კამათი იყო გამართული სიტყვა – “ცათას” შესახებ. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა “ცათა” გადამწერთა დამახინჯებას წარმოადგენს, ვინაიდან ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, ცასა ექნებოდაო. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იცავდა დიდი ილიაც. სწორედ მაშინ, როცა კომისია უკვე აპირებდა ოქმში შეეტანა ეს ცვლილება, სიტყვა ითხოვა აკაკიმ და წამოიწყო ლოცვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!..”უკეთესი საბუთის მოძებნა აღარ შეიძლებოდა – “ვეფხისტყაოსნის” ტექსტში დარჩა სიტყვა “ცათა”.
შემოდგომის ერთ დღეს, სეირნობის დროს, აკაკიმ წინ ჩაუარა მოლზე მსხდომ ქალ-ვაჟს. “სჩანს მთაში თოვლი მოსუალო”, – დასცინეს ახალგაზრდებმა პოეტის ჭაღარას და გადაიხარხარეს. მგოსანმა ყური მოჰკრა მათ ნათქვამს და სწრაფად უპასუხა:– მართალსა ბრძანებთ! ეს უფრო იმით აიხსნება, რომ ვირები ძირს ჩამოსულან მწვანეზედ და გორაობენო.
----------------------------------------------
ერთხელ , ზამთარში ილია და აკაკი გაყინულ ქუჩაზე მიდიოდნენ. უეცრად აკაკის ფეხი გაუსხლტდა და წაიქცა. ილიამ მიაძახა:– არა, რადა ხართ იმერლები ეგეთი ფხიკიანები, ნელა ვერ გაივლითო?სწორედ ამ დროს ილიასაც დაუცდა ფეხი და ისე მძიმედ დაეცა, რომ ადგომაც გაუძნელდა. მაშინ აკაკიმ ღიმილით მიუგო:– მეტად დარბაისლები ხართ ამერები… თუ ერთხელ წაიქეცით, ადგომას აღარ ჰფიქრობთო!
#mado
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев