დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა პოსტი შემომეთავაზებინა დღეს თქვენთვის, ბოლოს კი გადავწყვიტე,ვინაიდან ცოდისა და სწავლის დღე მოგილოცეთ , პოსტი მიმეძღვნა შოთა რუსთაველისთვის, ადამიანისთვის რომლის ღვაწლი აღუწერელია!
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული.
1187 წელს იერუსალიმი სალადინმა დაიპყრო.
ბერძენი მემატიანე კი წერს: „ლეგენდარულმა თამარ მეფემ, რომლის კარზე ცხოვრობდა მგოსანი შოთა რუსთ ველი, 1192 წელს იგი იერუსალიმის წმიდა ადგილებში გააგზავნა“.
ლ. ცაგარელის მოწმობით: „მეფე თამარმა სალადინს, მის მიერ დაპყრობილ „წმიდა ჯვარში“ (ანუ ჯვრის მონასტერში) 200 ათასი დინარი შესთავაზა და მოსთხოვა ყველა იმ ქართული წმიდა რელიქვიების დაბრუნება, რომლებიც მუსლიმებმა ქართველებს წაართვეს იერუსალიმის აღების დროს.“ ცაგარელი ფიქრობს რომ რუსთველმა ჯვრის მონასტერი თამარ მეფის ნება-სურვილითა და მხარდაჭერით მოხატა
ჯვრის მონასტერი დგას იერუსალიმის სამხრეთ- ასავლეთით, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე. იგი ამჟამად მოქცეულია ქალაქის ფარგლებში და გარშემორტყმულია მასიური ქვის გალავნით.
,, რუსთაველს დაუფინანსებია პალესტინის ჯვრის მონასტრის რესტავრაცია და მოუხატვინაბია მთავარი ეკლესია, რის გამოც ერთ – ერთ სვეტზე გამოსახულია მისი ფრესკა შუა საუკუნების ქართველი დიდებულის ტანსაცმლით იგი მუხლმოყრილია ცნობილი საეკლესიო მამების – მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის წინაშე, ხელები ზემოთ აქვს აპყრობილი. ეს პორტრეტი შესრულებული უნდა იყოს XIII საუკუნეში. რუსთაველი ჯვრის მონასტრის მოსახსენიებელ წიგნშიც შეუყვანიათ.»
რამდენიმე წლის წინ ქართველი საზოგადოებრიობა შეძრა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტმა.
ვანდალიზმს ტერორიზმის მსგავსად არც ნაციონალობა და არც საზღვრები არ გააჩნია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, შეურაცხყოს ჩვენი რელიგიური გრძნობები, წაშალოს ისტორიული მეხსიერება და მოარყიოს სამომავლო საყრდენები.
აქ, ამ ფრესკაში თავს იყრის ღვთისმოყვარე და უფლისმაძიებელი ქართული სულის ხმიანობა - გაშლილი სასულიერო და საერო ლიტერატურაში. იგი ერთგვარი სიმბოლოა ქართველობის წვლილისა მსოფლიო კულტურასა და ლიტერატურის საგანძურში.
ძნელია ამ ფაქტმა სულით ხორცამდე არ შეგძრას. ნეტავ, რით დავიმსახურეთ ასეთი აგრესია? ფაქტია, ის "ვიღაც", რომლის სახელი ჯერაც უცნობია ჩვენთვის, ძალზე ძლიერია და მეტად მიზანდასახულიც. მან კარგად იცის, რომ რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანი" ქართული ცნობიერების საყრდენია, არც შოთა რუსთაველია ჩვენთვის მხოლოდ პოეტი და არც "ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ გენიალური ნაწარმოები.
„ვეფხისტყაოსანი „ ----უპირველესად ღვთის რწმენისა დვ უსაზღვრო სიყვარულის, ,ძმობისა და მეგობრობის , მიჯნურობის,სამშობლოს სიყვარულის,ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, უფროს უმცროსობის,სიკეთისა და მოწყალების ქმნის მარად უკვდავი ენციკლოპედიაა და სამაგიდო წიგნია ნებისმიერი ქართველისათვის...და რაოდენ გულსატკენია რომ მისი სწავლება სასკოლო პროგრამიდან ამოღებულია...სხვას როგორ მოვთხოვოთ პატივისცემა და დათასება როდესაც ჩვენ თავად არ ვაფასებთ ამ ეროვნულ განძსს
793
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,
თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვდინების;
მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!
794
რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!
795
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
796
რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.
მადო
რეალური დასაქმება! დღეში 4საათი! სასწრაფოდ კერძო კომპანიაში გვესაჭიროება სატელეფონო ოპერატორები და ასისტენტები. არ არის სავალდებულო უმაღლესი განათლება და უცხო ენების ცოდნა. საქმეს შეგასწავლით ადგილზე. დღეში 4 საათი ოფისიდან გაუსვლელად (პირველი სმენა მუშაობს დილის 10-დან დღის 2 საათამდე, ხოლო მეორე სმენა დღის 2 საათიდან საღამოს 6 საათამდე).სტუდენტებისთვის
დროის შეთავსებით. არაა ქსელური. ასაკი 18-დან 35 წლამდე. ანაზღაურება: ოპერატორი ფიქსირებული 550 ლარი, ხოლო ასისტენტი 700 ლარი (და მზარდია 1000 ლარამდე). ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. ტელ: ტელ: 597 54 54 68 ikitxet buba
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11
დროის შეთავსებით. არაა ქსელური. ასაკი 18-დან 35 წლამდე. ანაზღაურება: ოპერატორი ფიქსირებული 550 ლარი, ხოლო ასისტენტი 700 ლარი (და მზარდია 1000 ლარამდე). ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. ტელ: ტელ: 597 54 54 68 ikitxet buba