ქალი რავარი ასატანია ,მაგრამ რომ გიყვარს რა გინდა რო ქნა ``
-ოტია იოსელიანი
ქალმა ყველათერი უნდა გააკეთო , რათა გამოიყურებოდე მიმზიდველად და საინტერესოდ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხარ და როგორი მატერიალური მდგომარეობა გაქვს. მთავარია, არ შეანელო ,სრულყოფილებისკენ ლტოლვის სურვილი და ტემპი.
არასოდეს გაიხსნა ბოლომდე – დაიტოვე რაღაც, რაც შეუცნობელს გაგხდის. რაღაც უთქმელიც უნდა დარჩეს. კაცებს, შეიძლება, არ მოსწონთ ქალი-გამოცანა, მაგრამ, მისი ამოხსნის ჟინი უკან დახევის საშუალებას არ აძლევთ და, ამიტომაც, თავს ვერ ანებებენ მას.
ვინ იფიქრემდა,რომ სათვალე მამაკაცებში სექსუალურ იმპულსებს იწვევდა.დაადგინეს,რომ არის კატეგორია მამაკაცებისა,რომელთა აზრით,სათვალის მიღმა ქალი სუსტი ჩანს და მას დაცვა ესაჭიროება..მეორე კატეგორიის მამაკაცთა აზრით-სათვალიდან საქმიანი , თავის თავში დარწმუნებული ქალი იმზირება და ეს ძალიან სექსუალურია..
მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს ,რომ მამაკაცს აღაგზნებს არა ის სურნელი , რომელსაც ქალი იპკურებს , არამედ ის სურნელი , რომელსაც ბუნებრივად გამოყოფს.ასე ,რომ ნუ გადაამეტებთ არმატული საშუალებების გამოყენებაში ,მამაკაცებს ბუნებრივი სუნი მოსწონთ..
როდესაც ბედნიერ ქალს ხედავენ რა ცოტას ლაპარაკობენ მასზე , ხოლო რაიმეთი გაუმედგრებულ ქალზე კი რას არ მოიგონებენ დაამატებენ -საჭორაოდ..
რამდენი ქალი ცდილობს მამაკაცის შეტყუებას ლამაზი ღიმილით და ცრემლებით კი შენარჩუნებას..
ჭკვიანი ქალი არასდროს შეეცდება თავისი ძალაუფლება მამაკაცზე გაავრცელოს, მით უმეტეს, იმაზე, რომელიც უყვარს.
ქალები ყოველთვის, ყველა დროში იყვნენ ძლიერები და ბევრმა მათგანმა მთელი ეპოქა შექმნა. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ მართოთ საკუთარი შინაგანი ენერგიები, რომ თქვენი სიძლიერე მამაკაცისთვის საყვარელ, მომხიბვლელ სისუსტედ იქცეს.
ლაპარაკი იმაზე, რომ ქალი სუსტი და დაუცველი უნდა იყოს – ბლეფია, პირფერობა და ფარისევლობა. თუ ქალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ძალიან სუსტი და დაუცველია, მას ასე აწყობს და კარგადაც თამაშობს, საკითხი კი ასე დგას: თუ ქალი მუშაობს, ცხოვრობს აქტიურად, პრობლემა ის არის, ეყოფა თუ არა სიბრძნე, საჭირო მომენტში თავი სუსტად წარმოაჩინოს?!
სიყვარული, გარდა იმისა, რომ ბედნიერებას გვანიჭებს, მომხიბვლელებსაც გვხდის როგორც ქალებს, ისე მამაკაცებსაც და ეს ბუნებრივია. სიყვარულს ხომ სქესი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ის ჩვენი მწვანე ბილეთია ბედნიერი მომავლისთვის.
და ბოლოს..
-მინდა ყველა ქალს ვუსურვო სიცოცხლის ბოლო დღის ბოლო წუთამდე,
ლამაზი,ამაღლებული,ერთგული სიყვარულით შეხვედროდეს ---გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს ....
მადო
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 3