....ანატოლიისა და კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა სულეიმან დიდის სულთანის დროს (1552–1566) დაიკავეს არზრუმი, ვანი და ყარსი, და დააარსეს ამ ქალაქების საბეგლარბეგოები. შემდეგ, ათაბაგ ქაიხოსრო მეორის დროს (1545–1573) დაიპყრეს მთელი ჭოროხის ბასეინი, სახელდობრ, 1550 წელს – ტაო, 1552 წელს – არტანუჯი და არდაგანი. ამასთანავე, ბაიბურთი, ხახული, ოლთისი და ბანა (პენიაკი) ადმინისტრატიულად სანჯაყებად გამოაცხადეს, შემდეგ განაახლეს ციხეები ყარსისა და არდაგანისა. არდაგანის ციხის კედელზე დღემდე დაცულია წარწერა სულეიმან დიდისა 1555 წლის თარიღით. შემდეგ ლალა-ფაშის დიდი ლაშქრობის დროს, 1578 წელს დაპყრობილ იქნა ჩილდირი, ხერთვისი, ახალქალაქი, ახალციხე და აწყური, და ამრიგად, მთელი სამცხე-საათაბაგო მთლად მოექცა ოსმალთა მფლობელობაში.... ახალციხის საფაშალიკოში შედიოდა არა მთელი სამცხე-საათაბაგო, არამედ მხოლოდ სამცხე და ჯავახეთი. საფარ-ფაშა და მისი შთამომავალნი, ახალციხის ფაშები, ადმინისტრატიულად ემორჩილებოდნენ არზრუმის ფაშას. აქედან იწყება ტრაღედია სამცხე-საათაბაგოსი, საქართველოს ამ საუკეთესო კულტურული ნაწილის. ვისაც არ სურდა მაჰმადიანობის მიღება, მისთვის ყოველი სახსარი ცხოვრებისა მოსპობილი იყო. ამიტომ თავადაზნაურობა, რომელმაც არ უღალატა მამაპაპურ სარწმუნოებას, იძულებული შეიქნა გადასახლებულიყო ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში და სხვა ადგილებში. ამათ რიცხვში უფრო წარჩინებული გვარები არიან: შალიკაშვილი, ციციშვილი, ავალიშვილი, ჯაყელი, დიასამიძე, გოგორიშვილი, თავდგირიძე, ხიმშიაშვილი, კავკასიძე, დოლენჯიშვილი,ხერხეულიძე, თაქთაქიშვილი, ქობულაშვილი (ქობულისძე), სუმბათაშვილი, ზედგენიძე, თუხარელი, გუგუნავა და სხვა. ვინც გამაჰმადიანდა და ასეთები უმრავლესობა იყო, მიიღეს თათრული ხარისხი და თანამდებობანი. უბრალო ხალხი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე, მაგრამ უამრავი გადასახადებით და ყოველგვარი შევიწროებით იძულებული იყო ცხოვრების შერჩენისათვის თანდათან მაჰმადიანი გამხდარიყო. ეკლესიები და მონასტრები ზედიზედ იკეტებოდა. განძეულობა ეკლესია-მონასტრებისა, უმეტესი ნაწილი განადგურდა; ზოგი გადმოტანილ იქნა საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, უფრო გურიაში და სვანეთში. ყოველგან შემოიღეს თათრული წესი და თათრული მიწათმფლობელობა. მაინც ეკლესია-მონასტრების საბოლოო ლიკვიდაცია მოხდა მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის დამლევს; მანამდის, ასე თუ ისე, გაჭირვებით ზოგი მონასტერი კიდევ არსებობდა და მათ წინამძღვრებს სულტანი ამტკიცებდა ფირმანით. საფარ-ფაშის შვილიშვილის, როსტომ ფაშის დროს (1647–1695) სამცხე-საათაბაგო გარეგნულად მაინც გახდა სამუსულმანო ქვეყნად; ხოლო ქობულებში, აჭარაში და იმერხევში მაჰმადიანობამ ფეხი ვერ მოიდგა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. არც ოსმალთა პოლიტიკური უფლება ყოფილა აქ განმტკიცებული. ზოგ სხვა ადგილებში დიდხანს დარჩნენ ქრისტიანები ხან ფარულად, ხან აშკარად.

Нет комментариев