ნუ დაიჯერებ, რომ წარსული მომავალს დათმობს,
გულის ტკივილი სიხარულზე უფრო ბრძენია,
მაშინ, როდესაც მოლოდინი არაფერს ამბობს,
ჩამოშლილ სარკმელს, გევედრები, ნუ დაეყრდნობი,
დაკარგული დრო, ფიქრად ქცეულ სიყვარულს, არ სცნობს,
უკან მოხედვა არ ღირს მაშინ, როდესაც ხვდები,
რომ ის ვინც გიყვარს, უშენობას უკვე აღარ გრძნობს,
თუკი ოცნება სინანულის ცრემლებით ტირის,
გადახლეჩილ გულს თუ ტკივილი ულმობლად ათოვს,
მაშინ ეცადე გზა განაგრძო, იყო ძლიერი
და სიყვარულით მიეახლო მომავლის ტატნობს,
ძველ ნანგრევებზე ვერასოდეს სახლს ვერ ააგებ,
დაკარგულ წამებს, დროის რისხვა, არასდროს დათმობს,
სულის ტკივილი მიატოვე და იმას შეხვდი,
საკუთარ გულს რომ, უშურველად, სულ შენ მოგანდობს...
/ქეთი ალასანი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3