Предыдущая публикация
და რას წერს, ალბათ თვითონც არ ესმის,
თუ დიდხანს ფიქრობს, წვალობს ამოთქვას,
არა, ის ლექსი არაა ლექსი.
ცას გვირილებად ჩამოვეშალე,
მსურდა დამეწნა, გულით მომეცა,
სული? ცოტაა, ლექსში დავშალე
მთელი სამყარო შენთვის მომეძღვნა.
ჰოდა, წყრომივით თავს რომ დამაცხრა
მუზა და შენზე მეტიტინება,
ისეთ რამეებს გეტყვის ჩემს ნაცვლად,
გულს ეამება, არ ეტკინება.
ვუღიმი, ჩემთან, ანაზდად მოსულს,
შემოვიდა და ახლა ჩემშია,
ჩემი ბილიკის უარმყოფს, მოძულს,
მისამართები სხვისი შეშლია.
ბუდის კუთხეში დედას მოელის,
მშიერ ბახალას ციცქნა ნისკარტი,
დამიმახსოვრე, არ თქვა რომელი...
თავად მიხვდები როგორ მიყვარდი...
მანანა ტონია 23.05.15.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев