Предыдущая публикация
როგორც მოსულა დიდი ხნის წინათ,
სარკმელთან დგას და
ბავშვივით მისმენს
გაკვირვებული
ფერადი წვიმა.
მე კი დილიდან დავეძებ სიტყვას,
რომელიც არვის არ უთქვამს შენთვის
და რომ იპოვოს ვინმემ და გითხრას,
ჩემსავით მაინც ვერავინ გეტყვის.
მე მინდა მივწვდე მიზეზთა მიზეზს,
რომელსაც წვიმის ხმაურში ძინავს,
სარკმელთან დგას და
შენსავით მისმენს
გაკვირვებული ფერადი წვიმა;
სხვებს ასველებს და სველდება თვითონ,
სახლებში ხარბი თვალივით შერბის...
მე კი დღისითაც იმაზე ვფიქრობ,
რაზედაც ღამით ფიქრობენ სხვები.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев